მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.როგორც ლუცენკომ განაცხადა, აღნიშნული მიზნებისათვის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო. …
პოლიციის მიკროვატობუსი, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ისევ მის სახლთან ახლოს მდებარე ქუჩაზეა გაჩერებული. უკრაინული მედიის ცნობით სააკაშვილს ექიმის დახმარება დასჭრდა. მასთან ექიმი მივიდა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით ჩაფხუტი ეხურა. ექიმის თქმით სააკაშვილმა ძლიერი სტრესი განიცადა, თუმცა სამედიცინო ჩარევა არ დასჭირდა.
მიკროავტობუსს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილის მხარდამჭერებს ბლოკირებული აქვთ ქუჩა და ისინი აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.ადგილზე მობილიზებულია უკრაინის პოლიცია და სპეცრაზმის წარმომადგენლები. სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დღეს საკუთარ სახლში დააკავეს. მიხეილ…
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე.აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს.
Banner

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური