საზოგადოება

ლუკაშენკო საქართველოს ეწვევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 13:10
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. ვიზიტი 23-24 აპრილსაა დაგეგმილი და მის ფარგლებში, ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ვიზიტის ფარგლებში, ლუკაშენკო ბათუმს ეწვევა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შეხვდება. ბათუმში ხელი მოეწერება ქალაქ ბრესტთან დაძმობილების მემორანდუმს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი საწარმოების დასათვალიერებლად მედიატური კახეთიდან დაიწყო. 19-20 აპრილს უწყებამ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, განხორციელებული პროექტების ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოების მოსანახულებლად კახეთის რეგიონში მედიატური გამართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჟურნალისტებმა კახეთში დაფინანსებული 42 ახალი საწარმოდან, ლოტოტრონის პრინციპით, თავად შეარჩიეს მოსანახულებელი საწარმოები. "დღეს გვინდა აქ შეკრებილ ჟურნალისტებს ექსკლუზიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია,…
სახელმწიფო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ყოველთვიურ 1000 ლარიან კომპენსაციას დაუნიშნავს, - სამთავრობო ინიციატივას მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებს დაუწესდათ ყოველთვიური დახმარება, რომელიც გასულ წელს - 500 ლარი იყო,…
14 აპრილს, საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ეწვივნენ პოლონეთის რესპუბლიკის, დანიისა და შვედეთის სამეფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, გჟეგოჟ სხეტინა, მარტინ ლიდეგორდი და მარგოტ ვალსტრომი, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც საქართველოსადმი სოლიდარობის გამოხატულება, განსაკუთრებით მაისში დაგეგმილი რიგის სამიტის წინ.თამარ…
Banner

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური