სამხედრო თემა

მინდია ჯანელიძემ სამხედროებს მიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 30 აპრილი 2015 14:55
საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. დილიდან თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და გენერალური შტაბის უფროსმა.მინდია ჯანელიძემ და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ვიდეო კონფერენციის საშუალებით საიუბილეო თარიღი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებსა და საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებსაც მიულოცეს. „თქვენ დგახართ სამშობლოს სადარაჯოზე. ეს არის უდიდესი…

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 30 აპრილი 2015 10:46
30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს.თავდაცვის სამინისტროს ცნობით იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. დილიდან თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სიტყვით მიმართავენ. გაიმართება წარმატებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაც. ცერემონიის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტროსა…
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის (EOD) ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი გრძელდება. ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან. დღეს, სასწავლო პროცესს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. უცხოელი სტუმრები სწავლების მიმდინარეობას დააკვირდნენ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს…
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო საშტაბო კურსის 32 მსმენელი დღეს საქართველოს პარლამენტში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორემბა და მსმენელებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს და პლენარულ სხდომას დაესწრნენ.სამეთაურო-საშტაბო კურსი გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა მომზადების ცენტრში 26 იანვარს დაიწყო და 22 მაისამდე გაგრძელდება.
Banner

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური