Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში იქნება

გამოქვეყნებულია თბილისი Fashion week
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 10:54

როსარიო მორაბიტო, მარია პოპოვა, ნატალი ჯუზი, ჯიორჯია კანტარინი, ალიონა დოლეცკაია. ეს იმ ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც თბილისში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2015-ზე დასასწრებად ჩამოვლენ.

5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით, მოდის კვირეულზე ქართველი და უცხოელი დიზაინერების ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კრიტიკოსებიც შეაფასებენ.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ს პირველად უმასპინძლებს.

კვირეულის ხელმძღვანელის, სოფო ჭყონიას განცხადებით, დიზაინერები ყოველთვის ცდილობენ ისეთი აქტუალური და თანამედროვე კოლექციების შექმნას, რომელიც საინტერესო იქნება მსოფლიოსთვის.

სწორედ ამიტომ, MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ს მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება და მსოფლიო დონეზე სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს მედიაში.

შეგახსენებთ, რომ MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ის ოფიციალური მედია პარტნიორია მედიაჰოლდინგი "სტარვიზია".

წაკითხულია 1247 ჯერ

Related items

  • თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება

    თბილისის მოდის კვირეული დღეს საზეიმოდ გაიხსნება.   თბილისი მოდის კვირეულის მიმდინარე სეზონი, რომელიც 19-23 აპრილს გაიმართება, მათი უწყების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება. გენერალური სპონსორი კი TBILISI MALL-ია.

    „კვირეულის ოფიციალურ განრიგში უფრო მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი: მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, WOYOYO, ელენე გიორგაძე, ETHERE ACCESOIRES, სალომე ტყაბლაძე, Atelier 27, ლაშა ჯოხაძე, Laboratory The Window, გიორგი ტატანაშვილი და სხვა. კვირეულს კვლავ ესტუმრება ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint და ლონდონში დაფუძნებული ბრენდი ZDDZ, რომლის ჩვენებები მსოფლიოს არაერთი კვირეულის განრიგში გვხდება. ჩვენებებს შორის მოეწყობა შამპანიურის LUCIANO დეგუსტაცია. თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს“, - აცხადებენ სამინისტროში. 

    მათივე თქმით, თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე დაიწყება პროექტი TALK, რომელსაც კვირეული Marketer.ge-სთან ერთად წარმოადგენს. 20 აპრილს Impact Hub Tbilisi-ში გაიმართება საუბარი თემაზე “Branding and Communication”, რომელსაც მარანგონის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები წარუძღვებიან. ასევე, ბლოგერი როზა სინაისკი, რომელიც Barneys NEW YORK, Vogue Italia, ELLE Russia ჟურნალისტია.

    „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით კი თბილისის მოდის კვირეულს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან. ქართული მოდა და თბილისური შთაბეჭდილებები მსოფლიოს მრავალ გამოცემაში აისახება: VOGUE ITALIA, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, Harper’s Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWD Japan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men’s UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraine და www.le21eme.com. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს გაეცნობიან. 

    „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმასპინძლებს (ე.წ. Buyers): Harvey Nichols HONG KONG, RIJOUX STORE Tel-Aviv, Concept Store PORTA 9 Russia, Al Duca D’acosta VENICE, United Legend Strasbourg, Joseph Store London - ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით დიზაინერ მარიამ გვასალიას და იტალიელ ბაერებს შორის თანამშრომლობა შედგა. საქართველოში, ფაბრიკა „ევროტექს“-ში შეკერილი სამოსი, უკვე ვენეციის მაღაზიებში იყიდება“, - განმარტავენ სამინისტროში.

    უწყების ცნობით, 12 აპრილს, კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი გაიხსნება, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის“ მოდელები წარმოადგენენ. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი 24 აპრილამდე იქნება.
    2017 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორია კოსმეტიკური კომპანია MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე სილამაზის სალონი ART HOUSE იზრუნებს. 

    სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL; ოფიციალური მასპინძელი – მეიდან ჯგუფი
    მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერია. ოფიციალური კოსმეტიკური კომპანია - MAC, პარტნიორი: სილამაზის სალონი ART HOUSE, ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Marketer.ge, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები, Luciano. 
    საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „Georgia Today”, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”, გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “იმედი”.

  • თბილისი მოდის კვირეულის მე-15 სეზონს უმასპინძლებს

    19 აპრილს თბილისი მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე მეექვსედ უჭერს მხარს და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას. თბილისის მოდის კვირეული 5 დღეს გასტანს და 24 აპრილს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც 18 ქართველი დიზაინერი აუდიტორიას საკუთარ ნამუშევრებს გააცნობს.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით მოდის კვირეულს დაესწრება მყიდველების ჯგუფი (ე.წ „ბაირები“) ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა: Harvey Nichols (Hong Kong) RIJOUX STORE (Tel-Aviv), Concept Store PORTA 9 (Russia), Al Duca D’acosta (Venice), United Legend (Strasbourg), Joseph Store (London), რომლებიც ქართველი დიზაინერების კოლექციებსა თუ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გაეცნობიან. კვირეულის შოურუმში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული კომპანია, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - ლაზეთი, ვოგი და ლევანტო.

    საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოში, შპს „ჯეო-ემ- ტექსში“ დიზაინერ მარიამ გვასალიას ჩვენებაც შედგა, რამაც მნიშვნელოვანდ შეუწყო ხელი ქართველი ახალგაზრდა დიზაინერის ცნობადობის ზრდასა და იტალიელ ბაიერებთან პროდუქტიულ თანამშრომლობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები (ე.წ „ბაირები“) მუდმივად სტუმრობენ, რაც ქართველი დიზაინერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტის პოტენციალის წარმოჩენასა და საფეიქრო ინდუსტრიით დაინტერესების ზრდას ემსახურება.

  • სოფო ჭყონია გადაცემაში "აქტუალური თემა - კულტურა" (ვიდეო)

    მერსედეს ბენცის მოდის კვირეული" დასრულდა! როგორ ჩაიარა ქვეყნის მთავარმა მოვლენამ მოდის სამყაროში და როდის აიღებს მომდევნი კვირეული სტარტს, ნახეთ გადაცემის ჩანაწერი: - აქტუალური თემა კულტურა. ,,მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს" მის დამფუძნებელთან - სოფო ჭყონიასთან ერთად შევაფასებთ. გადაცემის პირველ ნაწილში გელით კვირის მნიშვნელოვანი სიახლეების დაიჯესტი კულტურის სფეროდან.. გადაცემა ეთერშია ყოველ ოთხშაბათს 21.30 სთ-ზე სტარვიზიასა და რადიო STARFM93.9 -ზე..

     

  • Mercedes Benz-ის მოდის კვირეული დასრულდა (ვიდეო)

    Mercedes Benz-ის მოდის კვირეული დასრულდა. კვირეულის ფარგლებში ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა დიზაინერებმა ახალი კოლექციები წარმოადგინეს. ჩვენებებს ესწრებოდნენ ცნობილი ჟურნალისტები, მოდელები, ბაიერები, მოდის კრიტიკოსები და დიზაინერები მთელი მსოფლიოდან. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი ჰერვე პენე, მოდის ბლოგერი დაიანე პერნეტი და ფოტოგრაფ ჰელმუნტ ნიუტონის მუზა, 90-იანი წლების ტოპ მოდელი სილვია გობელი ღონისძიების სპეციალური სტუმრები იყვნენ. კვირეული 9 მაისს დათუნა სულიკაშვილის ჩვენებით დაიხურა. თბილისმა მაღალ მოდას 5 დან 9 მაისის ჩათვლით ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უმასპინძლა.

  • Mercedes Benz მოდის კვირეული გრძელდება

    თბილისში Mercedes Benz მოდის კვირეული მიმდინარეობს. კვირეული 5 მაისს ავთანდილ ცქვიტინიძის შემოდგომა-ზამთრის კოლექციით გაიხსნა. 6 მაისს კი მეორე დღე მოსკოვში მოღვაწე დიზაინერის ჩვენებით გაიხსნა. ალექსანდრე არუთინოვმა სტუმრებს სომხეთის კულტურულ-ისტორიული აქცენტებით დამუშავებული კოლექცია წარუდგინა. კვირეულის მეორე დღე ჯაბა დიასამიძის ჩვენებით დასრულდა. დიზაინერმა კოლექცია შოუს სახით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში წარმოადგინა. წლების წინ მისი დებიუტი სწორედ ამ ადგილას შედგა. ჯაბა დიასამიძის ნამუშევრების ინსპირაციად სოლიკო ვირსალაძის კოსტუმები იქცა. მისი კოლექციით უცხოელი ბაიერები დაინტერესდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური