ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას ერთი წლის მუშაობის ანგარიში ჩააბარა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 10:21

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.

წარდგენა თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა და მას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რაიონის გამგეობის, მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენლები, ძველი ნაძალადევი-ლოტკინის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი შერაზადიშვილი და სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრები მოსახლეობა ესწრებოდა.

საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრის, ასევე  საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და იურიდიულ საკითხთა კომისიების წევრის დავით ჭელიძის ვრცელი ანგარიში ორი ნაწილისგან შედგება.  პირველი ნაწილი ფრაქციისა და კომისიების ფარგლებში დეპუტატის მიერ განხორციელებულ,  მეორე კი  სამაჟორიტარო რაიონში გაწეულ საქმიანობას ეხება.

ანგარიშის პირველი ნაწილის წარდგენისას, რომელიც  საკრებულოში განხორციელებულ ფრაქციულ და კომისიურ საქმიანობას ასახავს, დეპუტატმა დაწვრილებით ისაუბრა მონაწილეობაზე ისეთი საკითხების განხილვაში  როგორებიცაა:  2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, განათლებისა და კულტურის დარგში პროგრამების განხორციელება, მომავალი წლის ბიუჯეტში წყალკანალიზაციის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისა და ავარიული შენობების გამაგრებისათვის გამოყოფილი თანხების გაზრდა, მერიის საქალაქო სამსახურებისა და  დედაქალაქის გამგეობების კვარტალური  ანგარიშების მოსმენა,  „ცხელი სადილის“ (უფასო სასადილოები) პროგრამის გაუმჯობესება და  სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების წესის გადახედვა.

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვრცელი ანგარიშის მეორე ნაწილი სამაჟორიტარო ბიუროს საქმიანობას ეხება.

ანგარიშის მიხედვით, ბიუროს გახსნის დღიდან, მაჟორიტარმა 1926 მოქალაქე მიიღო. საანგარიშო პერიოდში, დეპუტატის სახელზე შესულია 215 განცხადება, რომელთა უმეტესობა დაკმაყოფილდა. 

დეპუტატის შუამდგომლობით მოგვარდა  №48 ავტობუსის და №33 მიკროავტობუსისმარშრუტის საკითხი, რამაც სირთულეები მოუხსნა რაიონის ექვსი  ქუჩის მოსახლეობას. ასევე გადაიჭრა ასკურავას ქ. №1-ში მცხოვრებ 81 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების საკითხი.

გარდა ამისა, ანგარიშში ჩამოთვლილია უშუალოდ დავით ჭელიძის ძალისხმევით, მის სამაჟორიტარო რაიონში განხორციელებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც ქუჩების სახელდებას,  რაიონის ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ტურნირების ჩასატარებლად ფინანსების მოძიებას, სპორტული ღონისძიებების ჩატარებას და სხვადასხვა დღესასწაულებზე ჩატარებულ საქველმოქმედო, კულტურულ თუ სხვა სახის აქციებს ეხება.

ანგარიშში ცალკე თავი ეძღვნება რაიონის სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების კეთილმოწყობის, ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციისა და ბაგა-ბაღების მშენებლობის საკითხებს. არსებული მონაცემებით რაიონში ამჟამად ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

ანგარიშის თანახმად საანგარიშო პერიოდში, რაიონში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ექვს ქუჩას და სამუშაოები ჯამში 27 247 კვ/მ-ზე განხორციელდა. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 6 ქუჩაზე, რომლებიც 21 949 კვ-მ მოიცავს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება რაიონის კიდევ 3 ქუჩაზე. ჩამონათვალში  ასევე შესულია  მონაცემები საყრდენი კედლებისა და კიბეების მოწყობის შესახებ.

რაც შეეხება, სპორტული მოედნების რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს, ანგარიშის მიხედვით რაიონში ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ჩატარდა და მესამე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

ანგარიში მიხედვით, დეპუტატის ჩართულობით და  ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების კუთხით,  ძველი ნაძალადევი-ლოტკინის სამაჟორიტარო ოლქში შესრულებულია სარემონტო სამუშაოები 29 მისამართზე.

 

ანგარიშის დასკვნითი ნაწილი, მომდევნო წელს რაიონში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს ეხება, რომლის მიხედვით 2016 წელს  რაიონის 28 ქუჩის, 12 სპორტული მოედნის, 17 სკვერის რეაბილიტაცია და კონკრეტულ მისამართებზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება იგეგმება.  

წაკითხულია 731 ჯერ

Related items

  • პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

    პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია დაიწყო და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

    თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

    დავით სერგეენკო - საბურთალოს საარჩევნო ოლქი

    ნოდარ ტურძელაძე - ვაკის საარჩევნო ოლქი

    ლევან კობიაშვილი -გლდანის საარჩევნო ოლქი

    სოზარ სუბარი - სამგორის საარჩევნო ოლქი

    კახი კახიშვილი - ისნის საარჩევნო ოლქი

    ბექა ოდიშარია - მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი 

    მიხეილ ყაველაშვილი - ნაძალადევის საარჩევნო ოლქი

    გია ვოლსკი - დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი 

     

    რეგიონებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

     

    შალვა კერესელიძე - მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი

    ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი

    დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი

    ნინო ლაცაბიძე - რუსთავის საარჩევნო ოლქი

    ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი

    გოგი მეშველიანი - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი 

    გიორგი ხოჯევანიშვილი - გორი-კასპის საარჩევნო ოლქი

    ზაზა დუგლაძე - ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი

    ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი

    სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი 

    ზაზა ლომინაძე - ქუთაისის საარჩევნო ოლქი

    პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი

    ბეჟან წაქაძე - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი

    გივი ჭიჭინაძე - სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი 

    გოჩა ენუქიძე - ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი

    ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდის საარჩევნო ოლქი

    ირაკლი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი

    ალექსანდრე მოწერელია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი

    ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი

     რესან კონცელიძე- ბათუმის საარჩევნო ოლქი

    ზაალ მიქელაძე - ქობულეთის საარჩევნო ოლქი

    ანზორ ბოლქვაძე - ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი.

    „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს პრეს-სამსახური

  • გოჩა ენუქიძე კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარს ჩარიცხავს

    საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს და წარმატებულს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლად გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები.

    “მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დროული და ეფექტური ნაბიჯებისა, ვთვლი, რომ შექმნილი ვითარება ყველას გვავალდებულებს გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთიანობა. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 100 000 ლარი“, - აცხადებს დეპუტატი გ. ენუქიძე.

  • მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! - ეკა ბესელია

    საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    "გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით. პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან – ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! ვერ შეძლებ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა, რომელსაც უფრო მეტად გაუმყარე საკუთარი თავის რწმენა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ მას სხვების დაცვა საკუთარ თავზე მეტად შეუძლია!!! შემდეგ მივმართავ ოჯახს, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო მთელი ეს წლები, რაც მე პოლიტიკაში ვარ. მე მათ პატიებას ვთხოვ ამდენი განცდისთვის, მაგრამ ისე, როგორც ყოველთვის მჯერა, რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება, რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე...სწორედ იმიტომ, რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს. ახლა მივმართავ ყველა დანარჩენს: შინაარსში ასახსნელი არაფერია, რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა და ფარული კამერით შეჭრა პირად სივრცეში, იქ, სადაც არავის არასოდეს არაფერი ესაქმება!!! ის რაც ხელშეუხებელია!!! ამას ჩადიოდა ყველა საჯარო პირის მიმართ სააკაშვილის რეჟიმი, მან შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად. ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა. სწორედ იმიტომ, რომ ამის ატანა და შეგუება არ შემეძლო, გამოვიხურე იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი, ვიდრე მქონდა და მიმზადებდნენ და გავედი ქუჩაში ბარიკადებზე, აქციებზე, მიტინგებზე სხვათა დასაცავად!!! ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად მაშინაც, როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწამვლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ. ვიდექი მე, ქალი ამ სასტიკი დარბევების დროს და გაიხსენოს ვინც იდგა ჩემთან ერთად – არასოდეს გავქცეულვარ! არასოდეს შემშინებია! არასოდეს მინანია!!!და ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წლებში ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს. არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული. და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე, ვერასოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას, როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა. მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართვიდან და მითხრა ამ ბრძოლაში გავყოლოდი. ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო – რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამ ქვეყანაში! ეს ვუთხარი როგორც მიზანიც და პირობაც! დანარჩენი ის იყო, რაც ყველამ ნახეთ. დამარცხდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი 1 ოქტომბერს და პირველი რაც გავაკეთეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა –ნაწამები და ნაგვემი ციხე – თავისუფლების მანიფესტით გავათავისუფლეთ. "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მივაყენეთ და 215 პოლიტიკური პატიმარი ვცანით პარლამენტის დადგენილებით იმ მოწვევის უმრავლესობამ. ათასობით კი სასჯელის შემცირებით გათავისუფლდა. ამ დარტყმის პასუხი იყო ის არაერთი თავდასხმა და ცილისწამება, რაც დღემდე არ ცხრება ჩემს მიმართ. ამით ცდილობდნენ შურისძიებას ოპონენტები. არასოდეს მინანია, უფრო მეტიც, იმ დღის ბედნიერების ემოცია მომყვებოდა ეს წლები, როცა ციხის კარი გავაღეთ და გმინვაში მყოფი პატიმრები გამოვიყვანეთ მზის სინათლეზე. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც სხვისი თავისუფლებისთვის უბრძოლია. ვისთვისაც მატერიალური გამორჩენა არაა სიცოცხლის აზრი და ვისაც ერთი ადამიანი მაინც უანგაროდ დაუცავს. მართალია დღეს ჩვენს "გუნდში" აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მანიფესტს და ღირსების აქტს ჩრდილს აყენებენ, მაგრამ ეს ისტორიის კუთვნილება გახდა და თავისუფლების ფასი არ არის არაფერი სხვა. სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება –ესეც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხელით მოხდა. მახსოვს ლევან გოგიჩაიშვილის ემოციური კითხვა, როცა ვთხოვე ნაწამები პატიმრების საჩივრები გაეანალიზებინა დასკვნის წერის დროს, "რა დაგიშავე, რომ ეს გზა თავიდან რატო გამატარეო". ეს გზა გავიარეთ ყველამ ერთად, ვინც ვიყავით მსხვერპლნი და არა მოძალადენი....და გვინდოდა ამ თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის ეს გამარჯვება! გამოგვივიდა? და ახლა ბოლოს "ქართულ ოცნებას" მივმართავ: გამოგვივიდა? შევძელით ეს? დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში". შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი. არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში. ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი "გუნდით“. ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე. მე-7 წლისთავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა! სახელი დავარქვათ ყველაფერს! მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით. ამ დროს კი რამდენს ვატკინეთ გული უსამართლოდ ჩვენივე თანამებრძოლს. აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში. მე ამას ვერ შევეგუებოდი! მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში. ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადგმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია! ჩემი პასუხი? არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით! ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ, რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა – გალაკტიონის ენით რომ გადმოვცე – მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია! ამიტომაც, ერთად წავიდეთ წინ და ჩვენი თავისუფლება და სამართლიანობა ერთად მოვიპოვოთ!!!", - წერს ეკა ბესელია "ფეისბუქში".

  • საქართველოს მასშტაბით საკრებულოებს კიდევ 78 მაჟორიტარი დაემატება

    პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივის მიხედვით, რომელიც პარლამენტშია შესული, იმ ქალაქებს რომელთაც 35 ათასი ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავთ, საკრებულოებში დამატებით ხუთი მაჟორიტარი ეყოლებათ.

    როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში დაჩქარებული წესით გაიმართება. 

    ”ეს იმ ქალაქებს შეეხებათ, რომელთაც თვითმმართველობის სტატუსი უუქმდებათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქალაქზე გავრცელება. გრადაცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა. დავუშვათ, 4 ათასიდან 10 ათასამდე ერთი მაჟორიტარის დამატება მოუწევთ, 10 ათასიდან 20 ათასამდე ორი მაჟორიტარის და ა.შ. ხუთ მაჟორიტარამდე გრძელდება. ანუ, დამატებითი ხუთი მაჟორიტარი ეყოლება ქალაქს, რომელსაც 35 ათასი, ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს. ეს თვითმმართველობის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ვერსია არასამთავროების მხრიდან მოწონებული იყო და მხარდაჭერა გვაქვს. ინიციატივის მიხედვით, ემატება დაახლოებით 78 მაჟორიტარი და თითოეულ მაჟორიტარს ისევე როგორც პროპორციული სიით გასულს ეძლევა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის 400 ლარი. 400 ლარი 78-ზე გადაამრავლეთ და ყოველთვიური ხარჯი ემატება საქართველოს მასშტაბით, რაც მიზერული თანხაა, თუმცა ის ეფექტი, რაც მიღწეული იქნება ქალაქების განვითარებისთვის, იქნება უფრო მეტი, ვიდრე 78-ჯერ 400 ლარი", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

    პარლამენტი მთავრობის ინიციატივაზე მსჯელობს, რომელიც 2013 წელს გაყოფილი შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებას და მათ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

  • საბურთალოს და ნაძალადების რაიონებს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს 12 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

    ნაძალადევის რაიონი
    გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ავშნის და რეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი
    გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური