რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფებამ აიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:36

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილის ამსახველი ვიდეო–მასალა მთელი დღის განმავლობაში არც ერთ მედია საშუალებას არ გაუვრცელებია, დღის ბოლოს კი ისლამისტურ საიტებზე დაიწერა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. რადიკალ ისლამისტებს არ დაუკონკრეტებიათ, როგორ შეძლეს თვითმფრინავის ჩამოგდება, თუმცა მტკიცებულებად დაბალი ხარისხის რამდენიმე წამიანი ვიდეო გამოაქვეყნეს. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" წერს.

თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსიას ეგვიპტის ხელისუფლება და სამხედრო ექსპერტები კატეგორიულად გამორიცხავენ. სპეციალისტების განცხადებით, რეგიონში მოქმედი მებრძოლები არ ფლობენ ისეთ სისტემას, რომელსაც სამიზნის განადგურება 4 ათასი მეტრის სიმაღლის ზევით შეუძლია. ლაინერი კი, რადარებიდან გაუჩინარების მომენტში, თითქმის 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

თვითმფრინავმა, რომელიც რეისს შარმ-ელშეიხიდან პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა სინის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ელ არიშის მახლობლად განიცადა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ლაინერი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის 3 უკრაინის, დანარჩენები კი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

ტრაგედიის გამო რუს ხალხს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ, ვლადიმერ პუტინმა კი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 1 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

წაკითხულია 850 ჯერ

Related items

  • თბილისსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი რადარები 10 ადგილზე ამოქმედდა

    2018 წლის 10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თბილისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი სექციური რადარები კიდევ 10 ადგილზე აამოქმედა.

    ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 სიჩქარის მზომი სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საავტომობილო გზის 319 კმ. კონტროლდება.

    ახალი სექციური რადარების მდებარეობა:

    თბილისი:

    1. ვარკეთილი, ვ. კუპრაძის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    2. თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - ვარკეთილი, ვ. კუპრაძის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    3. თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - მუხრანის ქუჩამდე (თბილისის ზღვის სასაფლაო), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    4. მუხრანის ქუჩიდან (თბილისის ზღვის სასაფლაო) - თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    5. მუხრანის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ჩასასვლელი) - ვანათის ქუჩამდე (თბილისის ზღვის მოედანი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    6. ვანათის ქუჩიდან (თბილისი ზღვის მოედანი) - მუხრანის ქუჩამდე (თბილისის ზღვის სასაფლაო), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    7. კახეთის გზატკეცილი მ. გრიგორაშვილის ქუჩის კვეთიდან (ქალაქის გასასვლელი) - კახეთის გზატკეცილი ი. იუმაშევის ქუჩის კვეთამდე (ქალაქის გასასვლელი ლილოს დასახლება), ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    8. კახეთის გზატკეცილი ი. იუმაშევის ქუჩის კვეთიდან (ქალაქში შემოსასვლელი ლილოს დასახლება) - კახეთის გზატკეცილი მ. გრიგორაშვილის ქუჩის კვეთამდე (ქალაქში შემოსასვლელი), ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტი:

    9. თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ცაიში) - თბილისის-სენაკი-ლესელიძის 325-ე კმ-მდე (ზუგდიდი სოფ. ჭითაწყალი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    10. თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 325-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყალი) - თბილისის-სენაკი-ლესელიძის 320-ე კმ-მდე (ზუგდიდი, სოფ. ცაიში), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას.

  • თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

    ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.
    დღეს, ოთხი შეიარაღებული პირი ირანის დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

    პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

    პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

    ორივე ადგილას ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. 

  • "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქი სამხედროების ცოცხლად დაწვის კადრები გაავრცელა

    ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში გაავრცელა ორი თურქი სამხედროს ცოცხლად დაწვის კადრები. ჩანაწერში ისლამისტები აცხადებენ, რომ ეს ტყვედ ჩავარდნილი თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან.

    ჯიჰადისტების მტკიცებით, 19-წუთიანი ვიდეორგოლი სირიაში, ალეპოს პროვინციაშია გადაღებული. ჩანაწერში ისმის თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მისამართით შეუარაცხმყოფელი განცხადებები, რის შემდეგაც ისლამისტები სამხედროებს ცეცხლს უკიდებენ.

    ვიდეოს გავრცელების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სოციალური ქსელები დაიბლოკა.

    თურქეთის  მთავრობას ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა არმიის წარმომადგენლებმა ორ სამხედროსთან კავშირის დაკარგვა დაადასტურეს.

    ორი წლის წინ ინტერნეტში ანალოგიური ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორც წვავენ ცოცხლად "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იორდანელ მფრინავს.

     

  • რუსულმა რაკეტამ, აფრენიდან ექვს წუთში, კატასტროფა განიცადა

    რუსულმა რაკეტამ, აფრენიდან ექვს წუთში, კატასტროფა განიცადა. შემთხვევა ბაიკანურის საერთაშორისო კოსმოდრომზე მოხდა. მას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთი უნდა აეტანა. პროგრეს ემ-ეს ოთხი უპილოტო კოსმოსური რაკეტა იყო, ამიტომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის მიზეზს გამოძიება ადგენს. ნასაში კი აცხადებენ, რომ ამჟამად, კოსმოსურ სადგურზე მყოფ მისიას საკვების მარაგი აქვს და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

  • თურქეთში უფრო მეტი ჟურნალისტია დაკავებული ვიდრე მთლიანობაში ეგვიპტეში, ჩინეთსა და ირანში

    ბრიტანელმა ჟურნალისტმა პიტერ პრესტონმა რომელიც 1975-1995 წლებში გაზეთ The Guardian-ის მთავარი რედაქტორი იყო და ეხლაც ამავე გაზეთის მიმომხილველია, თურქეთში ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. პიტერ პრესტონი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ თურქეთში უფრო მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული ვიდრე მთლიანობაში ეგვიპტეში, ჩინეთსა და ირანში.

    ″თურქეთში მედიაზე ზეწოლა ′გენერალი მღელვარებას′ აკონტროლებს″ სათაურით გასულ კვირას The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პრესტონი წერს, რომ ხელისუფლებამ მედიაზე ზეწოლით, უარყოფითი გაგებით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

    ″ეს მსოფლიო რეკორდი სადმე დაწერეთ და დაიტირეთ: ბოლო მონაცემებით, ამჟამად თურქეთის ციხეებში 126 ჟურნალისტია -ეს იმაზე მეტია ვიდრე მთლიანობაში ეგვიპტეში, ჩინეთსა და ირანში. წარუმატებელი გადატრიალების მცდელობიდან დღემდე კი 2500-მდე თურქმა მწერალმა (მიმომხილველი), რედაქტორმა და რადიო-ტელევიზიის გამომცემელმა სამსახური დაკარგა. ქვეყანა, რომლის ევროკავშირში გაწევრიანებასაც ბოლო დროს ბორის ჯონსონი ითხოვს, პრესის თავისუფლების კუთხით მისი მდგომარეობა ასეთია. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება? სინამდვილეში, რამდენადაც ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, იმდენად ბნელად გამოიყურება, იმიტომ, რომ დაპატიმრებების ორდერი და ბრალდებები მრავალფეროვანი, არეული და ხშირად ძალიან სულელურია. თურქეთში მხოლოდ გიულენთან სავარაუდო კავშირში მყოფ მწერლებს ან და შემთხვევით ტერორიზმის იარლიყით დადანაშაულებულ ქურთ ჟურნალისტებს არ დასდევენ″- წერს პრესტონი.

    პიტერ პრესტონი თავის სტატიას შემდეგნაირად ასრულებს: ″ერდოღანი მარტო დარჩა და აგრესიულ კრიზისს ხომ არ განიცდის? პრესის თავისუფლებასთან ერთად ბევრი სხვა რამეც კვდება, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი ოსტატობით ისე აჩვენებენ თითქოს ყველაფერს აკონტროლებენ. ამას შეგიძლიათ გენერალი (ან საერთო) მღელვარება უწოდოთ.″-განაცხადა მან.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური