ახალი ზელანდია რაგბიში 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 22:08

დღეს ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა ფინალურ ბრძოლაში დაამარცხა ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 34:17 (16:3) და “ოლ ბლექსი” 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჯამში სამჯერ და ზედიზედ ორჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

2015 წლის მსოფლიო თასის ფინალში, “ოლ ბლექსი” ავსტრალიასთან მეორე ტაიმის დასაწყისში 21:3 დაწინაურდა. ავსტრალიამ ორი ლელოთი და ზუსტი გარდასახვებით შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ზელანდიელებმა არეკნით, ჯარიმით, ლელოეთი და გარდასახვით 4 წლის წინ მოპოვებული ტიტული შეინარჩუნეს - 34:17.

2015 წლის მსოფლიო თასი. ფინალი.

31 ოქტომბერი

ლონდონი. “თვიქნემი”

ახალი ზელანდია - ავსტრალია 34:17 (16:3)

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. ქონარდ სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. არონ სმითი; 1. ჯოე მუდი, 2. დენ კოლე, 3. იუებ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაითლოკი, 6. ჯერომი კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. კირან რიდი.

სათადარიგოები: 16. კევენ მეალამუ, 17. ბენ ფრექსი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კეინი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სონი ბილი-უილიამსი.

3 ლელო: მილნერ-სქადერი, ნონუ, ბარეტი

2 გარდასახვა: კარტერი

4 ჯარიმა: კარტერი

1 არეკნი: კარტერი

1 სინბინი: ბ. სმითი

ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიჩელი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. უილ გენია; 1. სკოტ სიო, 2. სტეფან მური (კაპ.), 3. სეკოპე კეპუ, 4. კეინ დუგლასი, 5. რობ საიმონსი, 6. სკოტ ფარდი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.

სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაი, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. გრეგ ჰოლმსი, 19. დენ მუმი, 20. ბენ მაკკალმანი, 21. ნიკ ფიპსი, 22.მეთ ტოომუა, 23. ქერთლი ბილი.

2 ლელო: პოქოქი, კურიდრანი

2 გარდასახვა: ფოლი

1 ჯარიმა: ფოლი

წაკითხულია 835 ჯერ

Related items

  • მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა - სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

    ფორუმის ფარგლებში მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბრენდების - HP-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია. მიხეილ ჩხენკელმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის დანერგვაზე და ამ მიმართულებით მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

    საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

  • ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    დიდი ბრიტანეთი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში (SSEES), დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს,  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის შემსწავლელი კურსების დამაარსებლების და საქართველოს  ახალგაზრდა ელჩი სოფო ქევხიშვილის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის ბიბლიოთეკაში ქართული სექციის გახსნას მიეძღვნა.

    ღონისძიებაზე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის დირექტორმა, პროფესორმა დიან ფ. კონკერმა, და ახალგაზრდა ელჩმა სოფო ქევხიშვილმა ისაუბრეს ბიბლიოთეკაში ქართული სექციის არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
    ღონისძიების ფარგლებში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის მასწავლებლებმა ქეთი კალანდაძემ და მარინე თიგიშვილმა სტუმრებს ქართული ანბანი და ლიტერატურა გააცნეს.
    საყურადღებოა,  რომ  აღნიშნული ბიბლიოთეკა ლონდონის ერთადერთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ქართული სექცია აქვს.

  • "ძლიერთა თამაშებში" მონაწილე ქართველი სამხედროები დღეს ავსტრალიაში გაემგზავრნენ
    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games 2018) ქართველი მონაწილეების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს „ძლიერთა თამაშებში“ წარმატება უსურვა. ლევან იზორიას განცხადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე ქართველ სამხედროებს მომავალშიც მაქსიმალურად შეუყწობს ხელს და წარმატების მიღწევაში მხარს დაუჭერს.
     
    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, 2018 წელს საქართველოს სახელს ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე მიიღებს.
     
    გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ დროს მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.
     
    „ძლიერთა თამაშები“ ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.
  • ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის გამარჯვებულია

    საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრი, ირმა ხეცურიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის გამარჯვებული გახდა.
    ხეცურიანმა მსოფლიო თასის ფინალში, ტაილანდელი პარასპორტსმენი 15:8-ით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
    ვულოცავთ ირმას ამ გამარჯვებას.

  • ლონდონის სასწაული: დედის მიერ მე-10 სართულიდან გადმოგდებული ჩვილი, მამაკაცმა დაიჭირა

    ლონდონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. სამაშველო სამსახური მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობს, დამაიდებელ ინფორმაციას ვერც საავადმყოფოები ავრცელებენ.


    მედიაში, დილიდან, დამწვარი შენობისა და შეშინებული მაცხოვრებლების ფოტოები და ისტორიები ვრცელდება.

    დეილი მეილი კი დაუჯერებელ ისტორიაზე წერს.

    სამირა ლამრანი, რომელიც აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა, ჰყვება, როგორ დაინახა მაღალი სართულის ფანჯარაში ქალი, რომელსაც ხელში ჩვილი ეჭირა.

    ლამრანის თქმით, სართულები გადათვალა და როდესაც აღმოაჩინა , რომ ქალი მე-9 ან მე-10 სართულზე იმყოფებოდა, შიშისგან თვალები დახუჭა.

    „მიხვდი, რის გაკეთებასაც აპირებდა, თუმცა ადგილიდან ვერ დავიძარი. ხმა არ გვესმოდა, მაგრამ ჟესტიკულაციით მივხვდით, რომ ბავშვის ჩამოგდებას აპირებდა. “ - ამბობს სამირა.

    როგორც აღმოჩნდა, ცეცხლმოკიდებული სახლიდან ბავშვის გადასარჩენად , დედამ მისი გადაგდება გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ ჩვილს ვინმე დაიჭერდა.

    მცდელობამაც გაამართლა.

    სამირას თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სწრაფად გაერკვა ვითარებაში და იმ ადგილისკენ გაიქცა, სადაც სავარაუდოდ, ბავშვი უნდა აღმოჩენილიყო.

    "მამაკაცმა ხალხის ნაკადი გაარღვია და შენობისკენ გაიქცა. დავინახე, როგორ გადმოაგდო დედამ ნაჭერში გახვეული ბავშვი, მამაკაცმა კი მისი დაჭერა შეძლო. ეს ნამდვლი სასწაული იყო" - ამბობს სამირა.

     

    შეგახსენებთ, 27 -სართულიანი საცხოვრებელ შენობას - Grenfell Tower, ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.

     

    ხანძრის შედეგად 74 მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.

    ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულია. თვითმხილველის განცხადებით, ხანძარი, მე-4 სართულზე, მაცივრის აფეთქებამ გამოიწვია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური