შარმ-ელ-შეიხის რეისის ყველა მგზავრი დაღუპულია
ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული ავიალაინერ „А-321» -ის ყველა მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტის მთავრობა ავრცელებს. „რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტრეოფის შედეგად, არ არიან გადარჩენილები“, – ნათქვამია ოფიციალური ეგვიპტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაშველებმა კატასტროფის ადგილზე 100 გვამი აღმოაჩინეს, რომელთა შორის 17 ბავშვი იყო. რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ინფორმაცია იმის შესახებაც ვრცელდებოდა, თითქოს კატასტროფის ადგილზე დაშავებულთა ყვირილის ხმები ისმოდა, რომლებიც შველას ითხოვდნენ.რუგორც რუსული ტელეკომპანიები იუწყებიან, ეგვიპტის პრეზიდენტმა უკვე გამოყო 4 თვითმფრინავი, რათა დაღუპული რუსეთის მოქალაქეების ცხედრები ქალაქ ელ-მაადიდან ქაიროს გარეუბანში გადაიტანონ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 ნომბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოაცხადა.ეგვიპტური ახალი ამბების პორტალი „ალ-მასრი ალ-იაუმი“ წერს, რომ რუსულ ლაინერს ვარდნის დროს ცეცხლი ეკიდა. ადგილობრივი ჟურნალისტები თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მიწაზე დაცემამდე, თვითმფრინავის ძრავა იწვოდა.
„ჩვენ დავინახეთ ლაინერი, რემელსაც ცეცხლი ეკიდა და მიწას დიდი სისწრაფით უახლოვდებოდა. ამის შემდეგ კი, საშინელება მოხდა“,- აცხადებს ეგვიპტელ ჟურნალისტებთან ტრაგედიის თვითმხილველი ადგილობრივი.ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ სამგზავრო თვითმფრინავი „A-321“ ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ -შეიხიდან დღეს დილით 06:21 საათზე აფრინდა. რეისი 9268-ის ბორტზე 217 მგზავრი (მათ შორის 17 ბავშვი) და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. 25 წუთის შემდეგ, ის რადარებიდან გაქრა. რუსულმა ავიალაინერმა კატასტროფა ეგვეპტეში, სინაის ნახევრაკუნძულზე განიცადა. უკვე ცნობილია თვითმფრინავის ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრთა ვინაობა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
უკვე ცნობილია მომხდარი ავიაკატასტროფის პირველი ვერსიაც. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადების თანახმად, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ძრავის გათიშვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ლაინერმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. ეგვიპტის ხელისუფლებამ უკვე შექმნა სამთავრობო კომისია, რომელიც ტრაგედიის მიზეზებს გამოიძიებს.