რუსული ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე 100 ცხედარია ნაპოვნი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 17:22

ეგვიპტეში სინას ნახევერკუნძულის ტერიტორიაზე ეგვიპტელმა მაშველებმა დაახლოებით 100 მგზავრის ცხედარი იპოვეს. მათგან 17 ბავშვია. "ასოშიეითედ პრესის" ინფორმაციით, ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. 
ცნობისთვის, სააგენტო "როიტერმა" დაახლოებით 1 საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში სადაც ბოინგი ჩამოვარდა, ადგილზე მომუშავე მაშველებს მგზავრების ხმა მოესმათ, თუმცა საუბედუროდ ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა. 
რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ავიაკატასტორის მომენტში ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია. 

წაკითხულია 527 ჯერ

Related items

  • გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს

    გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, კვირას, 7 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით Airbus A 400M  მოხდა ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოყვანა. ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა. მისი დაავადება არ არის კავშირში კოვიდ-ინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა.

    შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი.

     

  • ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

     
    6 ივლისს კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანებთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.
     
    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.
     
    გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
  • ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა

    თვითმფრინავში, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა – იუწყებიან ირანული სააგენტოები.

    ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა – ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.

    როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

    ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენია გაგზავნილი.

  • ეჭვიანი ცოლის გამო Qatar Airways-ის თვითმფრინავი ინდოეთში ავარიულად დაეშვა

    ირანელმა ქალმა Qatar Airways-ის ლაინერით მგზავრობისას აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა, მისი საქციელის გამო კი მფრინავები იძულებულები გახდნენ ავარიული დაშვება განეხორციელებინათ. ამის შესახებ News.com.au წერს. 

    თვითმფრინავი რეისს დოჰადან ბალის მიმართულებით ასრულებდა. ქალი ბორტზე ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

    მედიის ცნობით, ქალმა მძინარე ქმრის თითის დახმარებით მისი მობილური ტელეფონი განბლოკა და მიმოწერა წაიკითხა. წაკითხულმა ქალი იმდენად გააბრაზა, რომ მან მძინარე ქმრის დახრჩობა გადაწყვიტა. 

    თვითმფრინავის ეკიპაჟმა ქალის დამშვიდება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მფრინავებმა ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. ეკიპაჟმა ცოლ-ქმარი იქ დატოვა, რის შემდეგაც პილოტებმა რეისი გააგრძელეს. სხვა დეტალები უცნობია.

  • ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

    თურქეთში, ათათურქის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

    შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

     

    თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ჩრდილოეთ კვიპროსისკენ მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემების გამო უკან დაბრუნდა, ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური