ეგვიპტეში რუსული სამგზავრო ავიალაინერი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 15:10

ეგვიპტის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შაბათს რუსული სამგზავრო ავიალაინერი Airbus-321 სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე 217-ი მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. წინასწარი მონაცემებით ყველა მათგანი დაღუპულია.
რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. აფრენიდან 23 წუთში თვითმფრინავი რადარების ეკრანებიდან მოულოდნელად გაქრა.

სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ავიალაინერის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და დაადასტურეს თვითმფრინავის კატასტროფა.

ეგვიპტური მედია წერს, რომ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შარიფ ისმაილმა ავიაკატასტროფის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა.

წაკითხულია 1015 ჯერ

Related items

  • ციმბირში, 24 ათასი წლის ასაკის მრავალუჯრედიანი, მიკროსკოპული არსება აღმოაჩინეს

    რუსეთის ციმბირის რეგიონში, გაყინული ნიადაგის ფენაში, მრავალუჯრედიანი, მიკროსკოპული არსება აღმოაჩინეს, რომელიც მთელი 24 ათასი წელია რაც ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    პუშჩინოს სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის განცხადებით, მათმა მკვლევარებმა, ციმბირის გაყინული ნიადაგის ნიმუშში აღმოაჩინეს მიკროსკოპული არსება სახელწოდებით "Bdelloid rotifer"-ი. გაბურღვის შედეგად აღებულ ნიმუშში აღმოჩენილი გაყინული მრავალუჯრედიანი ორგანიზმის შესწავლით, რუსმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ არსების სიცოცხლის ფუნქციები ჯერ კიდევ გრძელდება.

    მეცნიერებმა ამ არსების ასაკის დასადგენად რადიო-ნახშირბადის მოწინავე ტესტები გამოიყენეს და დარწმუნდნენ, რომ ეს არსება 24 ათასი წლის ასაკის არის. კვლევითი ჯგუფის უფროსმა სტას მალავინმა განაცხადა, რომ ეს კვლევა ძალზე მკაფიო მტკიცებულებაა იმისა, რომ მრავალუჯრედიან არსებებს, კრიპტობიოზში შეუძლიათ ათიათასობით წელი ცხოვრება.

  • "ტარზანის" როლის შემსრულებელი, ჯო ლარა ავიაკატასტროფაში დაიღუპა

    თვითმფრინავმა, რომელშიც იმყოფებოდა ამერიკელი მსახიობი, 59 წლის ჯო ლარა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ფილმში "ტარზანის" როლის შესრულებით, კატასტროფა განიცადა და ტბაში ჩავარდა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამერიკული პრესის ცნობით, სავარაუდოდ, ამ უბედური შემთხვევის შედეგად, თვითმფრინავში მყოფთაგან არავინ გადარჩენილა. 

    წინასწარი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ სმირნა ნეშვილის აეროპორტიდან აფრენილი პატარა კერძო სამგზავრო თვითმფრინავი, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ რადარებიდან გაუჩინარდა და პერსი პრისტის ტბაში ჩამოვარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფ 7 ადამიანს შორის "ტარზანის" როლის შემსრულებელი ჯო ლარა და მისი მეუღლე გვენ შამბლინ ლარაც იმყოფებოდნენ.

    ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს ცნობით, თვითმფრინავში მყოფთაგან არავინ გადარჩენილა და  ავარიის მიზეზების გამოძიება დაიწყეს. მაშველებმა კი ჯერ-ჯერობით ტბიდან მხოლოდ თვითმფრინავის ნაწილები ამოიტანეს.

    1962 წელს კალიფორნიაში დაბადებული ჯო ლარა მუსიკალური კარიერის გარდა მსახიობობდა. ლარას, რომელიც ჰოლივუდის მრავალ სპექტაკლში მონაწილეობდა, დიდი პოპულარობა მოუტანა 1989 წლის ფილმმა "ტარზანი მანჰეტენში" და 1996-1997 წლების სერიალმა, "ტარზანი: ეპიკური თავგადასავლები."

     

  • ილუსტრაციების კონკურსი რუსეთის ოკუპაციის თემაზე

    10 აპრილს, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტმა (GISP) რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსი „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ გამოაცხადა.

    ილუსტრაციების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას ოკუპაციის სიმძაფრე. ილუსტრაციებით გადმოვცეთ ის საფრთხე და ტკივილი, რაც ამ მტრული მოქმედებებით მიადგა საქართველოს.

    კონკურსი ემთხვევა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს კონკურს მხოლოდ 100 წლის წინანდელ მოვლენებს ეძღვნება. კონკურსის თემა მოიცავს 1921 წლიდან დაწყებულ მოვლენებს, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციისა თუ ჰიბრიდული ომის სახით.

    ნამუშევრებში გადმოცემული უნდა იყოს,  განსაკუთრებით, რუსული ოკუპაციის ემოციური ნაწილი. რა გავლენა იქონია რუსეთის ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ  ე.წ. საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. როგორ შეცვალა 2008 წლის მოვლენებმა იმ ადამიანების ყოფა, ვინც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და დევნილთა დასახლებებში განაგრძო ცხოვრება, როგორ იზრდება თაობები საკუთარი სახლებიდან შორს და ა.შ.

    კონკურსის შედეგად შეიქმნება ოკუპაციის თემაზე  ორიგინალური, ადვილად აღსაქმელი და ინფორმაციული ილუსტრაციები.

    ილუსტრაციების კონკურსი: „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ 10 მაისს დასრულდება.

    დეტალურ ინფორმაციას და კონკურსის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://bit.ly/3mDRTsQ

    ***

    საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი არის ანალიტიკური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.

    GISP-ის პრეს-რელიზი

  • უკრაინამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევა დაგმო

    უკრაინამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროში გაწვევა საერთაშორისო სამართლისა და 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევაა.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევით ომის დანაშაულს ჩადის და რუსეთის მიერ ჩადენილი ამ ფაქტს გმობენ.

    აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2015 წლის შემდეგ უკანონოდ მოახდინა 12-ჯერ 28 ათასი ადამიანის სამხედროში გაწვევა.

    განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ გააძლიერონ რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა და რომ უკრაინა გააგრძელებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების დამტკიცებას.

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და რუსეთის ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში 16:7 დაამარცხეს. ამგვარად, ქართველმა ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ მოიგეს.

    რაც შეეხება მატჩს, უკანასკნელ პერიოდში ეს იყო ყველაზე დაძაბული მატჩი რუს „დათვებთან“ და 10 წლის განმავლობაში მეტოქე ყველაზე მცირე სხვაობით დავამარცხეთ. ამის მიზეზი ტექნიკური წუნი იყო, რის გამოც რამდენიმე კარგ შეტევა დაიკარგა და ასევე დისციპლინა, რამაც მეტოქეს ბურთზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობა მისცა.

    და მაინც, ბორჯღალოსნებმა შეძლეს მეტოქის მიჯრით მე-19-ედ, სულ კი 22-ედ დამარცხება და მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშის შედეგი არაფერს წყვეტდა, რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ, გამარჯვებულებმა ჩაიბარეს.

    საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მნიშვნელოვნად გადახალისებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ჩაატარა. განაცხადში მყოფი მორაგბეების ნახევარზე მეტის ასაკი 24 წელი და ნაკლები იყო, ერთი კი, სასტარტოში მყოფი დავით ნინიაშვილი, სულაც 18 წლისაა. სასტარტოში მყოფ ხუთ და მარქაფიდან ორ მორაგბეს ათი კეპიც არ უგროვდებათ, ერთს კი – გიორგი ნუცუბიძეს, დებიუტი ჰქონდა.

     

პოპულარული

« ივნისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური