რუსთავში სპორტული ბაზების რეკონსტრუქცია იგეგმება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 17:04

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე რუსთავს სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივ ხლმძღვანელობას შეხვდნენ და სპორტული ბაზები დაათვალიერეს. მინისტრს მასპინძლობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ გაუწიეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილიც დაესწრო ქალაქში და რეგიონში არსებული სპორტული ბაზების მდგომარეობა განიხილეს და უახლოეს გეგმებზე ისაუბრეს. 

რეგიონის ხელმძღვანელობას სპორტული ბაზების რეკონსტრუქცია აქვს გადაწყვეტილი და უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგას გეგმავს. ტარიელ ხეჩიკაშვილმა და შალვა გოგოლაძემ რუსთავის სპროტსკოლის და "ქიმიკების" დარბაზი დაათვალიერეს. ორივე დარბაზი რეკონსტრუქციას საჭიროებს.

ქალაქის ხელმძღვანელობა საწყის ეტაპზე "ქიმიკების" დარბაზის პირველი სართულის რემონტს გეგმავს და 300 ათას ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს. მინისტრმა ორივე დარბაზში მოვარჯიშე ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა, რუსთაველმა ბავშვებმა - ფეხბურთის და კალათბურთის ბურთები, კიმონოები, კრივის ხელთათმანები და სხვა საჭირო სპორტული ინვენტარი მიიღეს.

წაკითხულია 433 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური