Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 - ექსკლუზიური ინტერვიუ სოფო ჭყონიასთან

გამოქვეყნებულია თბილისი Fashion week
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:34

 

 

5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ს პირველად უმასპინძლებს.  მოდის კვირეულის შესახებ  სასტუმრო Courtyard Marriot -ში პრესიკონფერენცია გაიმართა. როგორც კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ განაცხადა დიზაინერები ყოველთვის ცდილობენ ისეთი აქტუალური და თანამედროვე კოლექციების შექმნას, რომელიც საინტერესო იქნება მსოფლიოსთვის.   იხილეთ სტარვიზიის ექსკლუზიური ინტერვიუ  Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi-ის დამფუძნებელთან სოფო ჭყონიასთან

წაკითხულია 872 ჯერ

Related items

  • სოფო ჭყონია გადაცემაში "აქტუალური თემა - კულტურა" (ვიდეო)

    მერსედეს ბენცის მოდის კვირეული" დასრულდა! როგორ ჩაიარა ქვეყნის მთავარმა მოვლენამ მოდის სამყაროში და როდის აიღებს მომდევნი კვირეული სტარტს, ნახეთ გადაცემის ჩანაწერი: - აქტუალური თემა კულტურა. ,,მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს" მის დამფუძნებელთან - სოფო ჭყონიასთან ერთად შევაფასებთ. გადაცემის პირველ ნაწილში გელით კვირის მნიშვნელოვანი სიახლეების დაიჯესტი კულტურის სფეროდან.. გადაცემა ეთერშია ყოველ ოთხშაბათს 21.30 სთ-ზე სტარვიზიასა და რადიო STARFM93.9 -ზე..

     

  • Bercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2015-ის გახსნა "აქტუალურ თემაში"

    Mercedes‐Benz Fashion week 2015 თბილისში. ექსკლუზიური ინტერვიუ კვირეულის დამფუძნებელთან, სოფო ჭყონიასთან. პროექტის საზეიმო გახსნა. უყურეთ ტელეკომპანია „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარ ეფემზე“.

  • Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში იქნება

    როსარიო მორაბიტო, მარია პოპოვა, ნატალი ჯუზი, ჯიორჯია კანტარინი, ალიონა დოლეცკაია. ეს იმ ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც თბილისში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2015-ზე დასასწრებად ჩამოვლენ.

    5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით, მოდის კვირეულზე ქართველი და უცხოელი დიზაინერების ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კრიტიკოსებიც შეაფასებენ.

    თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ს პირველად უმასპინძლებს.

    კვირეულის ხელმძღვანელის, სოფო ჭყონიას განცხადებით, დიზაინერები ყოველთვის ცდილობენ ისეთი აქტუალური და თანამედროვე კოლექციების შექმნას, რომელიც საინტერესო იქნება მსოფლიოსთვის.

    სწორედ ამიტომ, MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ს მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება და მსოფლიო დონეზე სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს მედიაში.

    შეგახსენებთ, რომ MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ის ოფიციალური მედია პარტნიორია მედიაჰოლდინგი "სტარვიზია".

  • "კოკა-კოლა" მოდის კვირეულს მხარდამჭერია

    5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ს პირველად უმასპინძლებს. მოდის კვირეულის დევიზია ”ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”. ქართული მოდის მსოფლიო ასპარეზზე გატანის მიზნით, შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობაზე დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მაღალი მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან სწორედ თბილისში მოიყრიან თავს.მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორია „Mersedes-Benz“. კვირეულის პარტნიორები არიან „კოკა-კოლა“, “ფერერო როშე”, „სამსუნგი“ და “თბილისი მოლი“. ”თბილისი მოლში” წლის ბოლომდე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების Showroom. იხილეთ „სტარვიზიის„ ექსკლუზიური ინტერვიუ  Coca-Cola Bottlers Georgia-ს მარკეტინგის დირექტორთან გოგა რობაქიძესთან

  • 5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისში საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 ჩატარდება

    "მიმდინარე წელს ჩვენ უკვე მეორედ ვატარებთ საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015-ს და ვცდილობთ, რომ ამ პროექტის ხარისხი მაქსიმალურად მაღალ დონეზე ავწიოთ", ამის შესახებ დღეს სასტუმრო Courtyard Marriot -ში, გამართულ პრეს-კონფერენციაზე კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ განაცხადა.

    პრეს-კონფერენცია მიეძღვნა 5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისში საერთაშორისო მოდის კვირეულის Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015-ის ჩატარების საკითხებს.

    როგორც ჭყონიამ აღნიშნა, დიზაინერები ყოველთვის ცდილობენ ისეთი აქტუალური და თანამედროვე კოლექციების შექმნას, რომელიც საინტერესო იქნება მსოფლიოსთვის. „აქედან გამომდინარე კვირეულზე  ყოველთვის ვეპატიჟებით ისეთ სტუმრებს, რომლებიც შეძლებენ პოპულარიზაცია გაუწიონ პერსპექტიულ ქართველ დიზაინერებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამჟამად ჩვენი კვირეული ტარდება ძალაინ საინტერესო ლოკაციაზე. ეს არის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც უჩვეულო გარემოა შექმნილი, თუმცა  უნდა ავღნიშნო, რომ დიზაინერების კოლექციებიც სრულად შეესაბამება ამ გარემოს“, - დასძინა კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ.

    შეგახსენებთ, რომ  5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ს პირველად უმასპინძლებს. მოდის კვირეულის დევიზია ”ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”. ქართული მოდის მსოფლიო ასპარეზზე გატანის მიზნით, შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობაზე დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მაღალი მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან სწორედ თბილისში მოიყრიან თავს. Mercedes‐Benz Fashion Week – ეს მოდისა და ძვირფასი ავტომობილების სამყაროს გაერთიანებაა. რა გვეუბნება ადამიანზე უფრო მეტს, ვიდრე თავად შეუძლია მოყვეს? მხოლოდ ორი რამ - მისი სამოსი და ავტომობილი. სწორედ ამიტომ თვლიან კვირეულის ორგანიზატორები, რომ ეს კავშირი თვალსაჩინოა. აქ გამართული საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ხელს უწყობს დიზაინერების წარმოჩენას და მომავალში მათი წარმატების გარანტი ხდება. Mercedes‐Benz Fashion Week-ის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენება და წარმოდგენილი იქნება Mercedes‐Benz-ის ახალი მოდელები. ამ აქციის მთავარი იდეაც ხომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების, მოდური ტენდენციებისა და აღქმის ჩვენებაა. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს. „მომა“ ასევე 5 დიზაინერის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას უმასპინძლებს, მოეწყობა შოუ-რუმებიც. ”MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015 სხვა მხრივაც გამორჩეული იქნება. ჩვენ ამ კვირეულის განმავლობაში ახალი სტანდარტების დანერგვას ვცდილობთ: ნაჩვენები იქნება სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები, აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა და დიზაინერებზე გაკეთდება. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს,” - ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია.

    20 წელია რაც Mercedes‐Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი, მოსკოვი, სტამბული, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის ხელს უწყობს დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებს შორის.

    მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორია „Mersedes-Benz“. კვირეულის პარტნიორები არიან „კოკა-კოლა“, “ფერერო როშე”, „სამსუნგი“ და “თბილისი მოლი“. ”თბილისი მოლში” წლის ბოლომდე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების Showroom.

    ჟურნალისტებს გთხოვთ, აკრედიტაცია გაიაროთ მითითებულ ვებ-გვერდზე:

    http://sofiatchkonia.com/

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური