"არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას, სააკაშვილს, მიზნად ჰქონოდა გვარამიას მსხვერპლად შეწირვა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:04

არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას, სააკაშვილს, მიზნად ჰქონოდა გვარამიას მსხვერპლად შეწირვა და ამასთან დაკავშრებით, "რუსთავი 2"-ის მთელი კოლექტივის დარაზმვა გარკვეული ფიგურების გარშემო. - ამის შესახებ განცხადებას, გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშრებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აკეთებს და ფიქრობს, რომ სააკაშვილი წყობილებიდანაა გამოსული, რომელმაც ჩათვალა, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო. "ნიკა გვარამიას ჩატარებული ბრიფინგი, ეს არის დაბნეული ადამიანის ბრიფინგი, რომელიც პასუხისმგებლობას ვერ იღებს არა თუ უცხო პირების მიმართ, არამედ, თავისი თანამშრომლების მიმართ, შესანიშნავი გოგოები, ბიჭები, რომლებიც საკმაოდ პროფესიონალურად მუშაობენ და არასწორ დავალებებს ასრულებენ ხშირად. სიუჟეტები კეთდება გარკვეული პოლიტიკური ანგაჟირებებით და არაფერი გასაკვირი არ ხდება. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არიან მაუწყებლები, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს გამოხატავს, არც დეზინფორმაციაშია რაიმე გასაკვირი. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ასეთი ფაციფუცით აპირებდნენ გარკვეული პროცესების დაძვრას საქართველოში. არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას, სააკაშვილს, მიზნად ჰქონოდა გვარამიას მსხვერპლად შეწირვა და ამასთან დაკავშრებით, "რუსთავი 2"-ის მთელი კოლექტივის დარაზმვა გარკვეული ფიგურების გარშემო. მაგრამ ისინი რეალობას ვერ აფასებენ", - განაცხადა ვოლსკიმ

წაკითხულია 321 ჯერ

Related items

  • ადვოკატები – იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამართლო მალე გააუქმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და თემურ ბასილიას მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გადაიხედება

    ადვოკატები არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში. უკვე 100-მდე მოქალაქე არის ცნობილი დაზარალებულად, რომელთა მიმართაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა არამართლზომიერი ქმედებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივით დევნა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმიანობაში ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია. არადა, ეს გახლავთ ორგანო, ვინც უნდა განიხილოს აღნიშნული საქმეები და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რათა აღდგეს სამართლიანობა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონოდ დევნილ პირებზე.
    მაგალითად, მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
    საქართველოს პროკურატურის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას. პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული გამოძიების დეპარტამენტმა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და რაც მთავარია, უმაღლესი პროფესიული სტანდატების სრული დაცვით დაადგინა, რომ თემურ ბასილიას არ ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული და მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას და პოლიტიკურ შურისძიებას, რომლის დროსაც, სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემას, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს. ამის შემდეგ, როგორც აღნიშნულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, თემურ ბასილიას განაჩენის გადახედვის საქმე განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
    მიუხედავად საქართველოს პროკურატურის მიერ ასე დეტალურად და მაღალი პროფესიული სტანდარტით მომზადებული საქმისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი თქვა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის“.
    პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არაპროფესიული და არკვალიფიციური. კერძოდ, იგი ეწინააღმდეგება:
    1. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ, მე-2, მე-3, მე-8 და მე-11 მუხლებს;
    2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-40 მუხლებს;
    3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 310-ე, 311-ე, 312-3 და 313 მუხლებს.
    თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ დაუფიქრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ შეწყვეტილიყო თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს 2005 წლის ზაფხულიდან და დღემდე გრძელდება. ფაქტია, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თემურ ბასილია არის უდანაშაულო და ითხოვს მისი საქმის გადახედვას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომლის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს სიმართლის გარკვევა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, ბლოკავს საქმის განხილვას, არ ცდილობს სიმართლის გარკვევას, თავად არღვევს ადამიანის უფლებებს და აგრძელებს პოლიტიკური მოტივით დევნას. ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ დევნაზე, რაც თემურ ბასილიას მიმართ ამჟამად ხორციელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე, ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალში ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
    უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ამ ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. იმედი გვაქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლო პასუხისმგებლობით და პროფესიულად მიუდგება აღნიშნულ საქმეს, დროულად და სამართლიანად განიხილავს მას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეწყდება თემურ ბასილიას პოლიტიკური დევნა, მის მიმართ აღდგება სამართლიანობა და მიეცემა მას საშუალება დაბრუნდეს თავის სამშობლოში“ – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

  • სააკაშვილი გია ლორთქიფანიძის მიერ ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება

     

    მიხეილ სააკაშვილი ოდესის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსის გია ლორთქიფანიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

    როგორც ცნობილია, ლირთქიფანიძემ ვიდეო მიმართვა პოსტის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც გადადგომის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

    მიხეილ სააკაშვილი  ლორთქიფანიძის პოსტზე ყოფნის პერიოდს დადებითად აფასებს და მას გაწეული ღირსეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. 

    "ეს იყო ოდესის ისტორიის ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიციის პირველი უფროსი, რომელიც ქრთამს არ იღებდა. თავიდან მას ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ ყველა მხრიდან იდევნებოდა. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნეთ, ოდესა ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნეთ და ასევე იმისთვის, რომ სრულიად ძირგამომპალ სისტემაში სუფთა დარჩი და ღირსება შეინარჩუნე. ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ. მაგრამ ვარწმუნებ მათ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება,“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

  • სააკაშვილი ენმ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევას სთავაზობს

     

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. 

    „გადაჯგუფება ნიშნავს განახლებას, მეტ ჩართულობას და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას“, - წერილი ამ სათაურით „ფეისბუქში“ მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნდა. 

    „მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე შიდაპარტიული დემოკრატიის. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ნებისმიერმა ჯგუფმა მოახდინოს პარტიის უზურპაცია და საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა.

    ჩემი წინადადებაა, დებატები არ შემოიფარგლოს მხოლოდ პოლიტსაბჭოს დახურულ კარს მიღმა შეხვედრებით. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი, წინ აღვდგომოდით არჩევნების მასობრივ გაყალბებას, რატომ ვერ შევძელით ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვა ბოლო 4 წლის იდეოლოგიურ დებატებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა მაინც არ შევყვეთ ივანიშვილს მის მზაკვრულ თამაშში. კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი, როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და, ზოგადად, ხალხს.

    მათ უნდა მოუსმინონ გულშემატკივართა კრიტიკას, ნაცვლად ადამიანების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამოვლენისა.

    გთავაზობთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მოწვევას რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით, ჩვენი გმირული აქტივის მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობით. გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, იმ ხალხისგან ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

    ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად.

    მაშინ აუცილებლად შევძლებთ ოლიგარქის დამარცხებას.

    მე ყველანაირად დავეხმარები ჩვენი მომხრეებისა და აქტივისტების უზარმაზარ არმიას დიდი გამარჯვებებისათვის მომზადებაში“, - წერს სააკაშვილი.

  • ვოლსკი: ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ვიქტორ დოლიძის კანდიდატურის განხილვაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს

    ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ვიქტორ დოლიძის დასახელებას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე კანსულტაციები არ მიმდინარეობს. 

    ვოლსკის განცხადებით,  საკითხზე შესაძლოა პრაგმატული გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ფრაქციის თავმჯდომარე ,,თავისუფალი დემოკრატებისა” და ,,რესპუბლიკური პარტიის” ყოფილ წევრებთან კონსულტაციებს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მათთან რაიმე სახით თანამშრომლობაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. 

  • ვოლსკი "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ ლიდერებთან შეხვედრაზე საუბრობს

    თავისუფალი დემოკრატები პრინციპულ ოპოზიციაში რჩებიან. პარტიის ლიდერის ნინო გოგუაძის თქმით,  ისინი არ აპირებენ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას.

    „ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ვართ პრინციპულ ოპოზიციაში ქართული ოცნებისხელისუფლებასთან. ჩვენ ამ ოპოზიციაში წავედით მას მერე, რაც ჩვენს თავზე გამოვცადეთ პოლიტიკური პროკურატურის შეტევა. ასე რომ ქართული ოცნება არის პრინციპული ოპონენტი და მასთან თანამშრომლობას პარტია თავისუფალი დემოკრატები არ ვაპირებთ,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

    რაც შეეხება ყოფილ ლიდერებს, მათ სამომავლო გეგმებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერ მოწოდებებზე, კურიერთან დამატებითი განმარტებები აღარ გააკეთეს. მათთვის თანამდებობების შეთავაზებას კი ამ ეტაპზე გამორიცხავს გიორგი ვოლსკი.

    მისი თქმით,  გარკვეულ საკითხებზე საერთო მოსაზრებები აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი რაიმე თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი განიხილება.

    „ჩვენ სახელმწიფოზე გვქონდა საუბარი, რა ვითარებაა, რა პროცესები მიდის. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები, ისე როგორც კოლეგებმა. რამე შეთანხმებაზე ან კონსპირაციულ გარიგებაზე საუბარი არ არის,“-განაცხადა გია ვოლსკი.

    შექმნილ ვითარებაში, ნაციონალური მოძრაობის წევრთა შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის რეჟიმის ერთადერთი ალტერნატიული ძალაა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური