ეს მიხეილ სააკაშვილის სტილია, პირველად არ გაგვიგია-ხიდაშელის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 14:55

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიასთან საუბრის ჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოახდინოს "ასეთი ტიპის სისულეების" პრევენცია. „საქმე რომ უნდა აღიძრას, ამაში, მე ვფიქრობ, ეჭვი არ არსებობს. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ქუჩაში მაქვს გატარებული რომელიღაც ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში მყოფს. არასოდეს, ჩემს სიცოცხლეში, თავში აზრად არც მე მომსვლია, არც ჩემს მეგობრებს, და არც არავისგან, ვისთან ერთადაც ამ ბრძოლაში ვყოფილვარ, არასდროს არ მომისმენია საუბარი იმის შესახებ, რომ გამოიწვიე საცემრად და სასროლად. ეს მიხეილ სააკაშვილის სტილია, პირველად არ გაგვიგია. სახელმწიფო თუ ხარ და ხელისუფლობის პრეტენზია თუ გაქვს, მთავარი ამოცანაა, რომ პრევენცია გააკეთო ასეთი ტიპის სისულეების. ჩვენ ვნახეთ აუდიოჩანაწერი უკრაინულ საიტზე. პასუხი როგორ გაგცეთ, ვინ უსმენდა, რატომ უსმენდა, ან კანონიერად უსმენდა თუ უკანონოდ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

წაკითხულია 559 ჯერ

Related items

  • ხიდაშელის განცხადება

    ძალიან ვწუხვარ იმ განცხადების გამო, რომელიც გუშინ თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რითაც გონიოში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ლევან იზორიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.კითხვაზე, დამატებით რისი გაკეთება შეეძლო თავდაცვის სამინისტროს, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მას ძალიან უჭირს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, იქედან გამომდინარე, რომ აქვს ის ინფორმაცია, რაც მედიაში ვრცელდება.მისივე თქმით, რაც გონიოში მოხდა, არის ძალიან დიდი ტრაგედია და თინა ხიდაშელს არ მიაჩნია, რომ ეს თემა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ან ნებისმიერმა პოლიტიკოსმა რაიმე პოლიტიკური დაპირისპირებისთვის უნდა გამოიყენოს.ხიდაშელის თქმით, ეს არ იქნება სწორი და ღირსეული საქციელი არავის მხრიდან.


  • ბესელია უსუფაშვილისა და ხიდაშელის განცხადებაზე საუბრობს

    კანონმდებლები თავდაცვის ახალი მინისტრის მიმართ თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურებიან. უმრავლესობის ლიდერები მას პრემიერის მსგავსად "არაადეკვატურს" უწოდებენ.პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ინსტიტუციების შეურაცხყოფა დაუშვებელია.„კონკურენციის ვითარება, დააკარგვინებს თუ არა პოლიტიკური წონასწორობას პოლიტიკური ლიდერებს და ათქმევინებს თუ არა არა ადეკვატურ რამეს ან გააკეთებინებს იმას, რაც არ კორექტული, სწორედ ამით იზომებიან პოლიტიკოსები, ლიდერები. წინასაარჩევნო გარემო, არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.ლევან იზორიას მისამართით გაკეთებული განცხადებები მიუღებლად მიაჩნია ფრაქცია ქართული ნების თავმჯდომარესაც.ამ თემაზე განცხადება გააკეთა რესპუბლიკელების წევრმა ვახტანგ ხმალაძემაც, რომელიც მიიჩნევს, რომ თინა ხიდაშელის განცხადებებში არაადეკვატური არაფერი არ ყოფილა.

     

  • პრემიერი ხიდაშელისა და უსუფაშვილის განცხადებებს პასუხობს

    საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით, ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებს ეხმაურება.პრემიერი მათ განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ ემოციების დაძლევის შემდეგ, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ.„გამიჭირდება ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა, რადგან ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო სამწუხაროდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელის და დავით უსუფაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა შეცდომა იყო

  • ხიდაშელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საკითხზე

         პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია,- ასეთია თინა ხიდაშელის პოზიცია. თავდაცვის მინისტრმა ამ თემაზე განმარტებები დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება დასრულებული არ არის. 

  • ხიდაშელი გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებაზე

     თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯერჯერობით რჩება, ამ საკითხზე რესპუბლიკელ მინისტრს კონსულტაციები პრემიერთანაც ჰქონდა. ხიდაშელისთვის უცნობია ვინ დაიკავებს მის პოზიციას და აცხადებს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა უნდა მიიღოს. "მე და პრემიერმა კალენდარი შევათანხმეთ ერთმანეთთან და ყველაფერს ცივილიზებულად, ისე, რომ არანაირი საქმე არც ერთი წამით არ დაზარალდეს, დავასრულებ. მე არ ვიცი ჩემი შემცვლელი ვინ იქნება, ეს აღარ არის ჩემი საქმე, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს," - აღნიშნავს თინა ხიდაშელი.თავდაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. ხიდაშელი მინისტრის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა არ ეთანხმება."ადამიანების არჩევანს პატივს ვცემ, სანამ მჯერა, რომ ადამიანები წესიერი და სწორი ღირებულებების მატარებლები არიან, გიგლა ნამდვილად ასეთია, ამიტომ, მე მას წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები მის არჩევანს," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.როგორც ცნობილია, აგულაშვილმა გუშინ რესპუბლიკური პარტია დატოვა.  

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური