„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა` განცხადებას ავრცელებს
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ „კორტები სპეცოპერაციის“ საქმეზე დღეს გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება და განცხადებას ავრცელებს:
"არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ კატეგორიულად არ ეთანხმება ე.წ. „კორტები სპეცოპერაციის“ საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის დღევანდელ განაჩენს. ჩვენ, როგორც იურისტებს, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოტანილი გადაწყვეტილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი საქმის არსებითი განხილვის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს. საქმეში არსებული არცერთი მოწმე და მონაწილე (მათ შორის განსასჯელი 7 “სპეცრაზმელი“) არ ადასტურებს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ რაიმე გარემოებას. ვინაიდან დღეს მხოლოდ სარეზულუციო და არა სამოტივაციო ნაწილი გამოცხადდა, სადაც მოსამართლემ დეტალურად უნდა იმსჯელოს თუ რას დაეყრდნო დღევანდელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ვიტოვებთ უფლებას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენოთ ჩვენი არგუმენტები თუ რა აბსურდული და საქმისადმი შეუსაბამო გადაწყვეტილება იქნა მიღებული მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის მხრიდან, ყოველივე ეს აისახება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში." ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.