ახალდაქორწინებულ ოჯახებს ბიზნესისათვის 10 000 ლარი გადაეცემათ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 14:29

,,დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელის თამარ ჩიბურდანიძის თქმით, განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია, დემოგრაფიის თვალსაზრისით,  მაღალმთიან რეგიონებშია. ამიტომ, წახალისების მიზნით, ყველა ახალდაქორწინებულ ოჯახს, მცირე მეურნეობის შესაქმნელად, 5 000 - დან 10 000 ლარის ოდენობის თანხა გადაეცემა. „ორი წლის წინ, როდესაც შევქმენით „დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“, პირველ რიგში, დაისვა მთის რეგიონების საკითხი, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა.  ქორწინების წახალისების მიზნით, ჩვენ  წარვადგინეთ ინიციატივა, რომ ყველა ახალდაქორწინებულ ოჯახს, მცირე მეურნეობის დასაწყებად, 5 000 - დან 10 000 ლარის ოდენობის თანხა გადაეცეს“ , - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ საუბრისას. მისივე თქმით, მაღალმთიან რეგიონებში, პირველ რიგში, მოხდება საპენსიო ასაკის პირებისათვის  დანამატის დაწესება  - პენსიის 20% ის ოდენობით, ხოლო, პედაგოგებისა და ჯანდაცვის წარმომადგენლებისათვის - სახელფასო დანამატი 50% ის ოდენობით.

წაკითხულია 743 ჯერ

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური