„კახეთში ყველაზე მეტი ქარხანაა აშენებული“ - ირაკლი შიოლაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 14:00

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის თქმით, შარშან კარგად ორგანიზებული რთველის შედეგად, რეგიონმა 300 მლნ. ლარი მიიღო და  სწორედ ამ თანხამ უზრუნველყო ის, რომ დღეს კახეთში მშენებარე ვენახი 4 000 ჰექტარზე მეტ ფართს იკავებს. „კახეთი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონია ინვესტიციების თვალსაზრისით. აქ  ყველაზე მეტი ღვინის ქარხანაა აშენებული, რაც უფრო მეტად ზრდის მის ეკონომიკურ პარამეტრებს“, - განაცხადა  „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ირაკლი შიოლაშვილმა.  მისივე თქმით,  მალე ყვარლის რაიონში მაღალი  სტანდარტების ახალი ღვინის ქარხანა აშენდება, რომელიც ყურძნის რეალიზაციის საკითხის გადაჭრას უზრუნველყოფს  და, ამასთანავე, გაზრდის რეგიონის პერსპექტივას  საერთაშორისო ტურიზმის თვალსაზრისითაც.

წაკითხულია 613 ჯერ

Related items

  • სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კახეთში ავარიული დაშვება განახორციელა

    მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

    სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

    ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.

    ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.

    სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

  • ბაკურციხე-წნორისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი ახალი გზები აშენდება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ბაკურციხე-წნორის გზისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ფინანსური წინადადებები გაიხსნა. აღნიშნული გზების მშენებლობა, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე (SLRP III) პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

    ბაკურციხე-წნორის გზა 16 კილომეტრიანი, ხოლო გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზა 30 კილომეტრიანი მონაკვეთია.

    ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  9 თვეში, ბაკურციხე-წნორის გზისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, წინასწარი პროექტირების, გარემოს და სოციალური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს. ასევე, უნდა მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაცია აღნიშნული გზების პროექტირება-მშენებლობისთვის. ჩამოთვლილი დოკუმენტების მოსამზადებლად, მხოლოდ იმ  3 კომპანიის ფინანსური წინადადებები გაიხსნა, რომლებმაც ტენდერში, მინიმალური საკვალიფიკაციო-ტექნიკური ქულა გადალახეს. აღნიშნული დოკუმენტების მომზადებას, მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

    ბაკურციხე-წნორისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის, კერძოდ სივრცითი განვითარების ნაწილია. სივრცითი მოწყობის ფარგლებში, არსებული საავტომობილო გზები,  თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი, აშენდება ახალი გზები და შეიკვრება ერთიანი ჩონჩხი, რითაც ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა.

  • კახეთის 18,5 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

    კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,5 ათასამდე ტონა ყურძენი, მათ შორის: 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 8,9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე.

    ► ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია
    ► ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 32 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
    ► განვლილი დღე-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.
    ► ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15,6 მლნ ლარი მიიღეს. 
    ► რთველის სტატისტიკური მონაცემები, ონლაინ რეჟიმში, იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/afcb7

  • სოფლის მეურნეობის მინისტრი რთველის მიმდინარეობას გაეცნო

    სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის  წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა რამდენიმე ღვინის საწარმოც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ყურძნის გადამუშავების პროცესს.

    ლევან დავითაშვილის შეფასებით, რთველი 2016 ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.  

    „წელს, მოსავლის დაბინავებას  პრობლემა არ შეექმნება და არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 18 ათას ტონაზე მეტი ყურძენი.  რთველი  აქტიურ, ფაქტობრივად პიკურ ფაზას უახლოვდება. საამისოდ სრულად მობილიზებულია რთველის საკოორდინაციო შტაბი, მზად არის  ტექნიკური საშუალებები და  იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი რთველიც ორგანიზებულად ჩაივლის და  წარმატებული იქნება“,  - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

    13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  18,3 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 8,9 ათასი ტონა საფერავი,  960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. განვლილ დღ-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.

    ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია.  ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 32 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

    ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15  მლნ ლარი მიიღეს.  

    ამ ეტაპისთვის ყველა დიდი რაოდენიბის ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 5,1 ათასი ტონა. კახეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 4,5 ათასი ტონა, ყვარელი - 4  ათასი ტონა, თელავი - 3,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,1 ათასი ტონა, ახმეტა -  106 ტონა, ლაგოდეხი -  103 ტონა და საგარეჯო -  55 ტონა.  

    ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

    კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;

     საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი;

    რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

     

    დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

    რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზეhttp://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic

     

  • "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სოფელში უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს"- ირაკლი შიოლაშვილი

    „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი შიოლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში , ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორწმინდისა და ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა.

    შეხვედრაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტსა და ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებზე, მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს. კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზე.

    მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს ქალაქში არსებული პრობლემის მოგვარება სთხოვა და არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური