Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015

გამოქვეყნებულია თბილისი Fashion week
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:50

5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015-ს პირველად უმასპინძლებს. მოდის კვირეულის დევიზია ”ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”. ქართული მოდის მსოფლიო ასპარეზზე გატანის მიზნით, შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობაზე დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მაღალი მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან სწორედ თბილისში მოიყრიან თავს. აქ გამართული საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ხელს უწყობს დიზაინერების წარმოჩენას და მომავალში მათი წარმატების გარანტი ხდება. Mercedes‐Benz Fashion Week-ის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენება და წარმოდგენილი იქნება Mercedes‐Benz-ის ახალი მოდელები.  „მომა“ ასევე 5 დიზაინერის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას უმასპინძლებს, მოეწყობა შოუ-რუმებიც. ”Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 სხვა მხრივაც გამორჩეული იქნება. კვირეულის განმავლობაში ახალი სტანდარტები დაინერგება> ნაჩვენები იქნება სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები, აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა და დიზაინერებზე გაკეთდება.   „გვეყოლება საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს,” - ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია. 20 წელია რაც Mercedes‐Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი, მოსკოვი, სტამბული, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის ხელს უწყობს დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებს შორის. მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორია „Mersedes-Benz“. კვირეულის პარტნიორები არიან „კოკა-კოლა“, “ფერერო როშე”, „სამსუნგი“ და “თბილისი მოლი“. ”თბილისი მოლში” წლის ბოლომდე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების Showroom.

პრეს კონფერენცია ჩატარდება 30 ოქტომბერს, სასტუმრო Marriot Courtyard-ში, 11:00 საათზე, Meeting Room 2-ში ჟურნალისტებს გთხოვთ, აკრედიტაცია გაიაროთ მითითებულ ვებ-გვერდზე:

http://sofiatchkonia.com/

 

წაკითხულია 898 ჯერ

Related items

  • Mercedes Benz-ის მოდის კვირეული დასრულდა (ვიდეო)

    Mercedes Benz-ის მოდის კვირეული დასრულდა. კვირეულის ფარგლებში ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა დიზაინერებმა ახალი კოლექციები წარმოადგინეს. ჩვენებებს ესწრებოდნენ ცნობილი ჟურნალისტები, მოდელები, ბაიერები, მოდის კრიტიკოსები და დიზაინერები მთელი მსოფლიოდან. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი ჰერვე პენე, მოდის ბლოგერი დაიანე პერნეტი და ფოტოგრაფ ჰელმუნტ ნიუტონის მუზა, 90-იანი წლების ტოპ მოდელი სილვია გობელი ღონისძიების სპეციალური სტუმრები იყვნენ. კვირეული 9 მაისს დათუნა სულიკაშვილის ჩვენებით დაიხურა. თბილისმა მაღალ მოდას 5 დან 9 მაისის ჩათვლით ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უმასპინძლა.

  • Mercedes Benz მოდის კვირეული გრძელდება

    თბილისში Mercedes Benz მოდის კვირეული მიმდინარეობს. კვირეული 5 მაისს ავთანდილ ცქვიტინიძის შემოდგომა-ზამთრის კოლექციით გაიხსნა. 6 მაისს კი მეორე დღე მოსკოვში მოღვაწე დიზაინერის ჩვენებით გაიხსნა. ალექსანდრე არუთინოვმა სტუმრებს სომხეთის კულტურულ-ისტორიული აქცენტებით დამუშავებული კოლექცია წარუდგინა. კვირეულის მეორე დღე ჯაბა დიასამიძის ჩვენებით დასრულდა. დიზაინერმა კოლექცია შოუს სახით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში წარმოადგინა. წლების წინ მისი დებიუტი სწორედ ამ ადგილას შედგა. ჯაბა დიასამიძის ნამუშევრების ინსპირაციად სოლიკო ვირსალაძის კოსტუმები იქცა. მისი კოლექციით უცხოელი ბაიერები დაინტერესდნენ.

  • Mercedes Benz fashion week 2016 გაიხსნა

    საქართველოს ეროვნულ მუზეუმში mercedes Benz-ის მოდის კვირეული ფრანგი დიზაინერის ჰერვე ლეჟეს გამოფენით გაიხსნა. მოგვიანებით კი კლუბ ანდერვილში ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექციის ჩვენება მოეწყო. კვირეულის ფარგლებში თბილისში ჩამოვიდნენ ცნობილი დიზაინერები, მოდელები, ჟურნალიტები და ბაიერები მთელი მსოფლიოდან. მერსედეს ბენცის მოდის კვირეული 5 დან 9 მაისის ჩათვლით იმართება და 4 დღის განმავლობაში 20-ზე მეტი ქართველი და უცხოელი დიზაინერი აჩვენებს საკუთარ კოლექციებს.

  • Mercedes Benz fashion week tbilisi 2016 იხსნება

    დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში Mercedes Benz-ის მოდის კვირეული იხსნება. ამასთან დაკავშირებით სასტუმრო Rooms-ში პრესკოფერენცია გაიმართა. ჟურნალისტთა კითხვებს მოდის კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ღონისძიების სპეციალურმა სტუმრებმა უპასუხეს. პრესკომფერენციის შემდეგ ქართველმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა სასტუმროს სპეციალურ სივრცეში შოუ-რუმი გახსნეს, რომელიც მოდის კვირეულის პარალელურად იფუნქციონირებს. ეს იქნება დამატებითი სივრცე,სადაც ბაიერებსა და ჟურნალისტებს ახალი კოლექციების დათვალიერების საშუალება ექნებათ. ღონისძიებას დაესწრებიან ჟურნალისტები ისეთი ცნობილი გამოცემებიდან, როგორიცაა vogue, style.com, Harpers Bazaar და სხვა. მოდის კვირეულის მხარდამჭერები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. Mercedes Benz-ის მოდის კვირეული 5-დან 9 მაისის ჩათვლით გაიმართება და მას თბილისის ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.

  • Bercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2015-ის გახსნა "აქტუალურ თემაში"

    Mercedes‐Benz Fashion week 2015 თბილისში. ექსკლუზიური ინტერვიუ კვირეულის დამფუძნებელთან, სოფო ჭყონიასთან. პროექტის საზეიმო გახსნა. უყურეთ ტელეკომპანია „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარ ეფემზე“.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური