"თუ ეს ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული, ეს დანაშულია და ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ" - საია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:03

ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებას მესამე სექტორში შეფასებები მოჰყვა. არასამთავრობოების ნაწილის აზრით, ეს ადასტურებს, რომ ისევ გრძელდება მოსმენები და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს ფაქტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ პასუხი გასცეს იმ კითხვას, რამდენად კანონიერად არის ჩანაწერი მოპოვებული. თუ ეს ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული და უკანონო მოსმენები კვლავ გრძელდება, ეს დანაშულია და ამ დანაშაულისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს უსაფრთხოება დაცული იყოს, მაგრამ სახელმწიფოს უსაფრთოხებისთვის ასევე საფრთხის შემცველია თუ ხელისუფლება თავად არღვევს კანონს,“-განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა. საუბარია 

უკრაინული გამოცემის  მიერ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერზე, სადაც ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას რუსთავი 2 ის აღსრულებისგან დასაცავად ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს.

წაკითხულია 569 ჯერ

Related items

  • ადვოკატები – იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამართლო მალე გააუქმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და თემურ ბასილიას მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გადაიხედება

    ადვოკატები არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში. უკვე 100-მდე მოქალაქე არის ცნობილი დაზარალებულად, რომელთა მიმართაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა არამართლზომიერი ქმედებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივით დევნა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმიანობაში ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია. არადა, ეს გახლავთ ორგანო, ვინც უნდა განიხილოს აღნიშნული საქმეები და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რათა აღდგეს სამართლიანობა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონოდ დევნილ პირებზე.
    მაგალითად, მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
    საქართველოს პროკურატურის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას. პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული გამოძიების დეპარტამენტმა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და რაც მთავარია, უმაღლესი პროფესიული სტანდატების სრული დაცვით დაადგინა, რომ თემურ ბასილიას არ ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული და მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას და პოლიტიკურ შურისძიებას, რომლის დროსაც, სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემას, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს. ამის შემდეგ, როგორც აღნიშნულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, თემურ ბასილიას განაჩენის გადახედვის საქმე განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
    მიუხედავად საქართველოს პროკურატურის მიერ ასე დეტალურად და მაღალი პროფესიული სტანდარტით მომზადებული საქმისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი თქვა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის“.
    პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არაპროფესიული და არკვალიფიციური. კერძოდ, იგი ეწინააღმდეგება:
    1. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ, მე-2, მე-3, მე-8 და მე-11 მუხლებს;
    2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-40 მუხლებს;
    3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 310-ე, 311-ე, 312-3 და 313 მუხლებს.
    თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ დაუფიქრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ შეწყვეტილიყო თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს 2005 წლის ზაფხულიდან და დღემდე გრძელდება. ფაქტია, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თემურ ბასილია არის უდანაშაულო და ითხოვს მისი საქმის გადახედვას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომლის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს სიმართლის გარკვევა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, ბლოკავს საქმის განხილვას, არ ცდილობს სიმართლის გარკვევას, თავად არღვევს ადამიანის უფლებებს და აგრძელებს პოლიტიკური მოტივით დევნას. ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ დევნაზე, რაც თემურ ბასილიას მიმართ ამჟამად ხორციელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე, ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალში ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
    უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ამ ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. იმედი გვაქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლო პასუხისმგებლობით და პროფესიულად მიუდგება აღნიშნულ საქმეს, დროულად და სამართლიანად განიხილავს მას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეწყდება თემურ ბასილიას პოლიტიკური დევნა, მის მიმართ აღდგება სამართლიანობა და მიეცემა მას საშუალება დაბრუნდეს თავის სამშობლოში“ – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

  • საია 2016 წლის არჩევნებში გენდერული ანალიზზე კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

    გენდერული ანალიზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში-ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შუალედური კვლევის შედეგებს დღეს გამოქვეყნებს. როგორც ცნობილი ხდება, მიმდინარე წელსაც ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში მცირეა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პარტიები არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში, მდედრობითი სქესის წამომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას თავს არიდებდნენ და მათი დასაქმება მაღალ თანამდებობეზე არ ხდებოდა. საია საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ხედავს და პარტიათა ცნობიერების ამაღლების კუთხით, სხვადასხვა აქტივობების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. 

  • საია-ს კვლევა

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკაში გენდერული ბალანსისა და ქალთა ჩართულობის პრობლემაზე საუბრობს.არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებას დღეს კვლევას გააცნობს, სადაც ამ მიმართულებით პრობლემებსა და მოგვარების გზებზეა  საუბარი.საია-ში აცხადებენ, გენდერული ბალანსის დასაცავად აუცილებელია განხორცელდეს საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ქალთა უფრო მეტ მონაწილეობას.მათივე განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების სიები გენდერულად დაბალანსებული იყოს.„წარმოდგენილი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქალების უფრო მეტად ჩართულობას და წარმომადგენლობას შემდგომ პარლამენტში. ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შიდა პარტიული დემოკრატიის კუთხით არის სამუშაო და საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და დაიგეგმოს გარკვეული აქტივობები, ცნობიერების ამაღლების კამპანია განხორციელდეს და კომპლექსურად მივიღოთ ის, რომ გაუმჯობესდეს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა,“-განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

  • „ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ეფუძნება არასწორ ინტერპრეტაციას“ - ლელა ტალიური (ვიდეო)

    „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის 22 ნოემბრის განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანებებისთვის დაფინანსება განისაზღვრა, გარკვეულწილად არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რაც ფაქტობრივად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას -ეს არის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - და ასევე უგულებელყოფს მეორე პარტიის ინტერესებს - ეს არის „თავისუფალი დემოკრატები“. განსხვავებით „თავისუფალი დემოკრატებისგან“, მრეწველთა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერ გადალახა დაფინანსების მოსაპოვებლად დადგენილი მინიმალური სამპროცენტიანი ბარიერი.“ - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ლელა ტალიურმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ლელა ტალიური პასუხობს.

  • სააკაშვილი გია ლორთქიფანიძის მიერ ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება

     

    მიხეილ სააკაშვილი ოდესის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსის გია ლორთქიფანიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

    როგორც ცნობილია, ლირთქიფანიძემ ვიდეო მიმართვა პოსტის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც გადადგომის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

    მიხეილ სააკაშვილი  ლორთქიფანიძის პოსტზე ყოფნის პერიოდს დადებითად აფასებს და მას გაწეული ღირსეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. 

    "ეს იყო ოდესის ისტორიის ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიციის პირველი უფროსი, რომელიც ქრთამს არ იღებდა. თავიდან მას ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ ყველა მხრიდან იდევნებოდა. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნეთ, ოდესა ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნეთ და ასევე იმისთვის, რომ სრულიად ძირგამომპალ სისტემაში სუფთა დარჩი და ღირსება შეინარჩუნე. ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ. მაგრამ ვარწმუნებ მათ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება,“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური