ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებას დაესწრო. 
"თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. მას შემდეგ თურქეთი სხვადასხვა ასპექტში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს. დღეს თურქეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის მისწრაფებებს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მილოცვის გარდა, ნება მომეცით, მადლობა მოვახსენო თქვენს ქვეყანას, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ფასდაუდებელი პარტნიორია,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მისალოც სიტყვაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-თურქეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თურქეთი საქართველოსთვის დღემდე რჩება უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად. ორ ქვეყანას საერთო მისწრაფებებიც აერთიანებს, მათ შორის ევროკავშირის წევრობა და ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენით აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება.
თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს თურქეთის სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის.
,,საქართველო და თურქეთი არ არიან მხოლოდ მეზობლები და მეგობრები, ჩვენ ვართ ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროებში,"-განაცხადა ელჩმა.
რესპუბლიკის დღე თურქეთში 29 ოქტომბერს აღინიშნება. თბილისში ამ დღისადმი მიძღვნილ მიღებას საქართველოს ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წაკითხულია 551 ჯერ

Related items

  • თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

    სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა. 

    ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრნენ. მათ მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. 

    ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო. Neocity-ის ტიპის 8.5 მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი, ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. 
    ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების" ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების - Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა. ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება და საინჟინრო-ლოჯისტიკური დავალებების შესრულებას უფრო ეფექტურს გახდის. 

    საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ. საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქულმა მხარემ მატერიალურ-ფინანსური დახმარებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • თავდაცვის მინისტრს თურქეთის ელჩმა ახალი სამხედრო ატაშე წარუდგინა
    საქართველოს თავდაცვის მინისტრს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა ახალი სამხედრო ატაშე წარუდგინა. პოლკოვნიკმა ბურაკ ალთინერმა სამხედრო ატაშეს პოზიციაზე პოლკოვნიკი ბულენთ აკდენიზი შეცვალა.
     
    შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფატმა სერენ იაზგანმა საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა თურქ დიპლომატს მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სამხედრო განათლების კუთხით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
     
    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური
  • თავდაცვის ძალებს ქართული, „დელტას“ წარმოების ჯავშანმანქანები გადაეცა

    საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. 

    ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. მისი განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 

    40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. „დიდგორი“ კი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი. „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

    შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სტაბილური და თანმიმდევრული დინამიკა, რომელსაც 2020 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმაც ადასტურებს. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფორმატში შეხვედრებს წელს საქართველო უმასპინძლებს.

    თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „შეხიდების ხეივანი“ მოინახულა და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა
    სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
     
    დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.
     
    მინისტრებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა და ზაკირ ჰასანოვმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს, რაც თავდაცვის სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და წარმატებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
     
    საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური