ოთარ დანელიამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 13:19

დელეგაციას მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერი, დოქტორი რონალდ კიანდე ხელმძღვნელობს.

შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აგროსასურსათო სექტორში მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს. აღინიშნა, რომ საექსპორტო პოტენციალის რეალიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, ახალი ბაზრების დივერსიფიკაცია ხორციელდება.

„მალაიზია ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილში არსებობს ბევრი მიმართულება, სადაც ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობა შესაძლებელია. შესაბამისად, ამ ტიპის შეხვედრები გაგრძელდება. ვფიქრობთ ბიზნესფორუმის ორგანიზებას, რადაგან ორ ქვეყანას შორის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ერთობლივი ბიზნესფორუმის ორგანიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, -  განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში აგრარული დარგის იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც საინტერესო და მიმზიდველია ინვესტიციების განსახორციელებლად.

მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათთვის საინტერესოა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობის გამოცდილების გაზიარება.

„მოხარული ვარ, რომ   საქართველოში  მალაიზიის სახელმწიფო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.  საქართველოსა და მალაიზიას სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების რეალური პერსპექტივა არსებობს. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნების ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით  ჩვენი ქვეყნების შესაძლებლობები გავაცნოთ”, - განაცხადა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერმა, რონალდ კიანდემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის  ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში ასახულია აგრარულ დარგში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები და ხელშემწყობი ღონისძიებები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და  მალაიზიას თანამშრომლობას რეალური პერსპექტივა აქვს.

წაკითხულია 409 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური