სკანდალი "რუსთავი 2"-ის საქმის ერთადერთი მოწმის გარშემო - რას ამბობს ადვოკატი

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 16:07

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით ექსპერტ შოთა ივანაშვილს ხელისუფლების დროს 2 სკანდალური საქმის ექსპერტიზა აქვს გაკეთებული.

როგორც  ადვოკატმა განაცხადა, მისთვის უცნობია დაკითხულია თუ არა ექსპერტი „ქართუ ჯგუფის“ გაკოტრების საქმეზე.

„ვერაფერს გეტყვით ამ ინფორმაციაზე. ის არის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, რომელსაც დაეწერა ამ საქმეზე დასკვნის მომზადება“, - აცხადებს სალია.

ვინ არის ქიბარ ხალვაშის ერთადერთი მოწმე - სამხარაულის ბიუროს საფინანსო ექსპერტი შალვა ივანაშვილი? როგორც ირკვევა ივანაშვილს წინა ხელისუფლების დროს 2 სკანდალური საქმის ექსპერტიზა აქვს გაკეთებული. ორივე მათგანი ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს უკავშიდება.

ერთ-ერთი საქმე გლობალ TV-ს ანტენების დამონტაჟებას ეხებოდა, მეორე კი - ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ქართუ ჯგუფზე მომზადებული დასკვნაა.

წაკითხულია 620 ჯერ

Related items

  • მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები სასულიერო პირზე ზეწოლის განხორციელებას არ გამორიცხავენ

    მამა  გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, პროკურატურის მიერ ე.წ. მატროსოვის ციხიდან სასულიერო პირის დაკითხვის გარეშე წამოსვლას აკრიტიკებს. მისი თქმით, არანაირი ნორმების დარღვევა არ მოხდებოდა.

    ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა, ორშაბათსაც არ დაკითხონ.  

    „გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, ეჭვი იმისა, რომ მამა გიორგი მამალაძის მიერ მისაწოდებელი ინფორმაცია შესაძლებელია იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, ამ შაბათ-კვირას, როცა ჩვენ დაცვის მხარე ვერ მოვახერხებთ მასთან შესვლას და მის უსაფრთხოებას ჩვენი თვალით ნახვას, რაიმე სახის ფსიქოლოგიური ან რაიმე სახის ზეწოლა მოხდეს,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

    ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან. 

  • „ეს არის ტელევიზია, რომელიც ასახავს ზუსტად იმ ფაქტებს რაც ქვეყანაში ხდება“ - ზაალ უდუმაშვილი (ვიდეო)

    „ძალიან რთულია ამ ფონზე ჟურნალისტების მუშაობა. პრაქტიკულად, ჩვენ უკვე 1 წელია ამ სტრესულ რეჟიმში ვმუშაობთ. მუდმივი სასამართლო პროცესები, მუდმივი მუქარა, რომ თქვენ ახალი მფლობელი უნდა გყავდეთ, მუდმივი მუქარა, რომ ყველაფერი შეიცვლება მაგ ტელევიზიაში - ეს ბუნებრივია მორალურად მოქმედებს ჟურნალისტთა კორპუსზე. ძალიან რთულია ასეთ სტრესულ რეჟიმში მუშაობა, თუმცა მე მაინც ამაყი ვარ ჩემი გუნდით. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც პროფესიონალურად ართმევენ თავიანთ მოვალეობას თავს. ეს იმიტომ რომ, მათ სჯერათ, რომ სწორ საქმეს აკეთებენ და სწორი მიმართულებით მუშაობენ. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ასე ღიად არის დეკლარირებული, არის ყველა ჟურნალისტისთვის ამოსავალი წერტილი და სწორედ ამიტომ არის, რომ დღემდე ვერანაირი ძვრა ვერ უქნა ხელისუფლებამ.“ - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“ ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა,  „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაალ უდუმაშვილი პასუხობს.

  • „საუბარი, რომ ეს ქონებრივი დავაა, არის ძალით თავის დაბრმავება“ - ზაზა ბიბილაშვილი (ვიდეო)

    „ის, რომ „რუსთავი2“-ის საქმე არის პოლიტიკური პროცესი და არა სამართლებრივი პროცესი, ამას მხოლოდ „რუსთავი2“-ის ადვოკატები არ აცხადებენ. ამას აცხადებს პრაქტიკულად ყველა, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარდა. არც არასამთავრობო სექტორს, არც საერთაშორისო საზოგადოებას, არც დიპლომატიურ მისიებს და არც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს არ გააჩნია არანაირი ეჭვი ამასთან დაკავშირებით. ამ პროცესში იმდენი კითხვა და ფაქტია ურთიერთშეუსაბამო. ასევე იმდენი განცხადებაა, რომელსაც თავად ფორმალური მოსარჩელე აკეთებს, რომელიც მხოლოდ ღიმილს იწვევს, რომ არა ის ტრაგიკულობა, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან...ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ მას „რუსთავი 2“ არ აინტერესებს, როგორც ქონება. მას აინტერესებს ის, რომ „რუსთავი 2“ გამოგლიჯოს ხელს სიცრუეს და დააბრუნოს ჭეშმარიტების სამსახურში. ანუ მიზანი იმთავითვე გაცხადებულია საჯაროდ და დაუფარავად და ამის შემდეგ საუბარი, რომ ეს შეიძლება იყოს ქონებრივი დავა, არის ძალით თავის დაბრმავება.“ - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს.

  • "მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა" - ნიკა გვარამია

    სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს. არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მას აქვს იმის მტკიცებულებები, რომ მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა. გვარამიამ კოლეგიის აცილებაზე დააყენა შუამდგომლობა. 

    რუსთავი 2-ის დირექტორის თქმით, წინა კოლეგიის ერთერთმა მოსამართლემ ერთ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ ზეწოლა იყო კოლეგიაზე და გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით.

    გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ გამოძების დაინტერესების შემთხვევაში მათ მიაწვდის ყველანაირ ინფორმაციას და დაეხმარება წყაროებთან დაკავშირებაში, რომელთაგანაც მას უკვე აქვს ნებართვა.

    მოსამართლეთა განცხადებით კი მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

  • ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულების ყოფილი ადვოკატი დაკითხეს

    კობა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულების ყოფილი ადვოკატი პროკურატურამ დაკითხა. დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

    როგორც მან უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, გამოძიებას ინფორმაცია  იმ მუქარის შესახებ მიაწოდა, რომელიც მის  მიმართ ხორციელდება. ასევე პროკურატურას სატელეფონო და აუდიოჩანაწერი გადასცა, რომელიც, მისი თქმით, მანანა და თედო კობახიძეების, ასევე მათი სიძის ლევან ონიანის მიმართ მის ბრალდებებს ადასტურებს.   

    კობა კობახიძის თქმით, ჩანაწერებში საუბარია ე.წ. კოკაინის საქმეზე. მისი ინფორმაციით,  აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,  თანხებზე შეთანხმება ანასტასია ზაუტაშვილის დედასთან ხდებოდა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური