"წლების განავლობაში პრემია არ ამიღია"

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 15:23

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მას წლების განმავლობაში პრემია არ აუღია, შესაბამისად, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის პრემიის აღების შეზღუდვით მისთვის არაფერი იცვლება. 
ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. 
"მინისტრები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ასრულებენ იმ კანონებს, რომელსაც ქმნის პარლამენტი. მაგალითად, პირადად მე არც ამიღია პრემია ამ წლების განავლობაში, შესაბამისად ჩემთან მიმართებაში არც არაფერი შეიცვლება. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ კანონები მიიღოს და ასეთი საკითხები განიხილოს სისტემურად. აღმასრულებელი ხელისუფლება კი ასრულებს იმ კანონებს რასაც პარლამენტი ღებულობს", - განაცხადა დავით სერგეენკომ

წაკითხულია 462 ჯერ

Related items

  • ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას შეხვდა

    ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას შეხვდა. ყაზახეთის დელეგაციის წევრები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. ასევე მიიღეს ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმისა და კერძო დასახელმწიფო პარტნიორობის ფორმატზე.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ყაზახეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს.

  • ჯანდაცვის მინისტრმა აფეთქების შემდეგ დაზარალებულები მოინახულა

    აფეთქების შემდეგ დაზარალებულები გვიან ღამით ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცველები სწრაფად გამოიძიებენ აფეთქების ამბავს, მანამდე კი მომხდარის პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებს. 

  • სერგეენკო: ხელვაჩაურში მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, ექსპერტიზის პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

    ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, ექსპერტიზის პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, სავარაუდოდ, მათი მოწამვლა ერთი და იმავე საკვები პროდუქტით მოხდა. მინისტრის განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

  • სერგეენკო დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

    ვფიქრობ, პრეზიდენტმა, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ მტკივნეული ეტაპი გავლილია, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. 
    მინისტრი მმართველ გუნდთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 
    ”ეს იყო პრეზიდენტის მოსაზრება. ვფიქრობ, მას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებების შედარებით ახალი განაწილება არის ძალიან ახალგაზრდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა სულ რამდენიმე წლის წინ. ალბათ ეს იყო ის მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ ეს მტკივნეული ეტაპი გავლილია და ნაბიჯები სწორად იქნა გადადგმული”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
    რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს, დავით სერგეენკოს შეფასებით, ძალიან კარგი ნაბიჯია, როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი პირები შეიკრიბნენ შეაჯამეს, იმსჯელეს რისკებზე, დადებით მხარეებზე და გადაწყვეტილება მიღებული იყო კონსენსუსით.
    საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განუცხადა. ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ.

  • "ნაციონალური მოძრაობა" სერგეენკოს ტყუილზე

    „ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს საჯარო დაპირება - საარსებო შემწეობა ყველა პენსიონერ საღუდგებოდა, რომელსაც დახმარება მისი არასწორი პოლიტიკის გამო მოეხსნა, ისევე განუხორციელებელი დარჩა, მსგავსად ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირებისა“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა.

    მისიე თქმით, მიმდინარე წლის 20 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სერგეენკომ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ პრობლემა გამოსწორდა.

    „ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების რიცხვი, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს, 515-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის ზაფხულში დავით სერგეენკომ პენსიონერებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენის პირობა დადო.

    ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში, როდესაც გაძვირებულია სურსათი და წამალი ანუ პენსიონერების ძირითადი მოხმარების პროდუქტი.ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის სამართლიანობას, რომ პენსია 50 ლარით უნდა გაიზარდოს.“

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური