საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომეხი კოლეგა დაუკავშირდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 12:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს სომეხი კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანი დაუკავშირდა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის, ანატოლი ბიბილოვისა და სომხეთის პარლამენტის სპიკერის, გალუსტ საჰაკიანის შეხვედრის შესახებ ესაუბრა.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სატელეფონო საუბრისას განუმარტა, ანატოლი ბიბილოვი ყარაბაღში არასამუშაო დღეს, კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და გალუსტ საჰაკიანთან პირადი ხასიათის არაფორმალური კომუნიკაცია შედგა. შეხვედრაზე საქმიანი თემები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, განხილული არ ყოფილა. 

ჰოვიკ აბრაჰამიანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ხაზი გაუსვა საქართველოსადმი სომხეთის კეთილმეზობლურ და მეგრობულ დამოკიდებულებას.

 

წაკითხულია 466 ჯერ

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური