ირაკლი სასანია: “ჯანდაცვის სფეროში ყველაზე წარმატებული საყოველთაო დაზღვევა იყო“

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 16:35

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის, ირაკლი სასანიას თქმით, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებს შორის ყველაზე წარმატებული ბოლო სამი  წლის მანძილზე საყოველთაო დაზღვევა იყო.

 „ვფიქრობ, რომ საყოველთაო დაზღვევამ ყველაზე მეტად გაამართლა, რადგან სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვისაც გახდა. ცალკე დაფასების საგანი გახლავთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაც, რომლითაც ასევე უამრავმა ადამიანმა ისარგებლა და ბევრი მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც“,- განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ირაკლი სასანიამ.

მისივე თქმით, ამ სამი წლის მანძილზე ჯანდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმები განხორციელდა. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის რეფორმებს, როგორც წესი, გაცილებით მეტი დრო სჭირდება ხოლმე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, C ჰეპატიტის ელიმინაციის, საყოველთაო დაზღვევისა და გადაუდებელი, სასწრაფო დახმარების რეფორმირების პროგრამების შესახებ ანგარიში წარადგინა და ასევე, გამოჰყო ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლება და ექიმების გადამზადების რეფორმა. მინისტრმა 20 სექტემბერს ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, მთავრობის წევრებს, ექიმებს, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს ამოქმედებული, დემოგრაფიული პროგრამის შესახებ მოუთხრო, რომლის თანახმადაც, ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე სახელმწიფო ყოველთვიურად, ორი წლის განმავლობაში 150 ლარს გამოჰყოფს, ხოლო, მთიან რეგიონებში-200 ლარს .

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში 82 ახალი ამბულატორია აშენდა. გუდაურსა  და ხარაგაულში გადაუდებელი დახმარების ცენტრებმა დაიწყო ფუნქციონირება. სოფელ რუხში კი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს.  

წაკითხულია 857 ჯერ

Related items

  • სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს

    სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლში“ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება.

    სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმური ვიზიტისას შემოწმდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის განხორციელებისა და „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მინიმალური სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხი.

    შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება ბენეფიციარებზე ორიენტირებულ გარემოში. სერვისი არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე,  არ არის დაცული უსაფრთხოება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სათანადო ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან არ ხდება მათი სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა. დაუყოვნებელ ცვლილებას საჭიროებს რთული ქცევის მართვის კუთხით დაწესებულებაში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.

    გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მიერ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეროვნული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ამასთან უზრუნველყოს სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციართათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.

    დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათი კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებით ყურადსაღებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების ისეთ სერვისში განთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო სამედიცინო თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

     

  • ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელბს
    ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შემდეგაც ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა უკანონო საქმიანობით იყოს დაკავებული, ბუნებრივია, პასუხს აგებს კანონის წინაშე, - აღნიშნულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის დაკავებას ეხება. „სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წლებია აქტიურად მიმდინარეობს, არაერთი რეფორმა განხორციელდა ამ მიმართულებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ამ მიზნით, ბოლო პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურთან ერთად გატარდა ერთობლივი ღონისძიებები და დაიწყო გამოძიება, "- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მოწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე - დაკავებულია სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
  • ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას აგრძელებს

     ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას აგრძელებს სამსახურის მაძიებელთათვის . ერთი მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც ამ დრომდე უმუშევრები არიან. ამ დროის მონაცემებით, 1400-მდე სამუშაო ადგილი უკვე შეიქმნა.პროექტი ევროკავშირის ინიციატივით ხორციელდება და აერთიანებს სახელმწიფო სექტორში არსებულ ბაზებს. პროექტი საქართველოში დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო და მასში ჩართულმა პირებმა უკვე გაუწიეს მომსახურება 1800-ზე მეტ სამსახურის მაძიებელ მოქალაქეს.

  • ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიულ კლინიკებს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირა

     

    ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიულ კლინიკებს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირა. მთავრობამ დადგენილება, 2017 წლის ჯანდაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ, 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა ექიმების თქმით, სამედიცინო დაწესებულებებმა ამის შესახებ 3 იანვარს გაიგეს. 

    როგორც ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრმა განაცხადა, თანხის შემცირება კლინიკების დახურვას გამოიწვევს. თუმცა დირექტორი კლინიკის დახურვის საფრთხეს ვერ ხედავს. მისი განმარტებით, კლინიკაში პაციენტები მკურნალობას საკუთარი სახსრებით გააგრძელებენ. 

  • „რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა'' - დავით სერგეენკო

    „რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა. ქსელში ჩართულ აფთიაქებს ჩანაწერზე წვდომა მაშინვე ექნებათ. პაციენტი, როდესაც ის აფთიაქში მივა, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მან რეცეპტი ხელით ატაროს. იგი აფთიაქის წარმომადგენელს ეტყვის გვარს, სახელს, პირად ნომერს და აფთიაქს სრული წვდომა ექნება მის მონაცემებთან“,ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მან ასევე  ელექტრონული რეცეპტის სისტემის აუცილებლობაზე ისაუბრა და ყურადღება ამ სისტემის კომფორტულობასა და ოპერატიულობაზე გაამახვილა. ელექტრონული რეცეპტების სისტემის ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 30-მდე აფთიაქი. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური