იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის შს მინისტრსა და ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 11:19

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს პარიზში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. თეა წულუკიანი საფრანგეთის  შს მინისტრ ბერნარ კაზნევს და საფრანგეთის ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივან ფილიპ ლეგლიზ-კოსტას შეხვდება.
შს მინისტრთან ერთად იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და დოკუმენტების უსაფრთხოების სამმართველოს უფროსებსაც შეხვდება. მინისტრის ვიზიტის მთავარი მიზანი რიგის სამიტამდე ევროპის სახელმწიფოთა პასუხისმგებელი პირებისათვის საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის გაცნობაა. მინისტრი თავად მიაწვდის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის შს მინისტრსა და ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გააკეთა საქართველომ დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით და რა რეფორმები გატარდა მიგრაციის მიმართულებით.
თეა წულუკიანი სხვა მინისტრებთან ერთად აქტიურ სამუშაოს ატარებს რიგის სამიტამდე, რათა 21-22 მაისს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასონ საქართველოს მიერ გაწეული ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული საქმიანობა.
 

წაკითხულია 275 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური