ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 17:16

ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.  დღეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის "ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5"-ის განხორციელების მიზნით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა მოაწერეს ხელი. 
სამინსიტროს ინფორმაციით, პროექტისათვის ADB-ი დაახლოებით, 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რომლითაც 2016-2019 წლებში, ქალაქ ზუგდიდში, კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდება, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. 
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (MRDI) და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG) განახორციელებს. 
დღესვე საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს შორის საპროექტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარი. 
"საქართველოში 2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წელს ხელი მოეწერა "ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის" დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას (FFA) 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე. პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).
FFA-ის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს 4 პროექტი ჯამურად დაახლოებით, 326 მლნ აშშ დოლარის ოდენობით:
I პროექტი: მესტიაში და ანაკლიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემების ნაწილობრივ მშენებლობა-რეაბილიტაცია ქუთაისსა (I ფაზა) და ფოთში. ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ნაწილობრივი მშენებლობა; 
II პროექტი: ანაკლიასა და მესტიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; 
III პროექტი: ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა;
IV პროექტი: ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ფოთში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

წაკითხულია 541 ჯერ

Related items

  • „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდში მერაბ ქვარაია წარმოადგენს

    „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

    ღონისძიება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

    „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია. იგი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პროფესიით გახლავთ იურისტი და ეკონომისტი. ბატონი მერაბი ზუგდიდელია, მას ყველა კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის ქალაქის პრობლემები. ზუგდიდელებს მისი სახით საიმედო დასაყრდენი ეყოლებათ პარლამენტში.

    ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ედიშერ თოლორაია. იგი გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია, ახალგაზრდა და ენერგიული კაცია, რომელიც ასევე ენერგიულად გააგრძელებს ზუგდიდელების ინტერესების დაცვას პარლამენტში.

    წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს გოგა გულორდავას. ის არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა პარლამენტამდე მიიტანოს წალენჯიხელების და ჩხოროწყუელების სათქმელი.

    ხობს მაჟორიტარობის კანდიდატად ეყოლება გოდერძი ბუკია. იგი არის გამოცდილი პარლამენტარი, თავისი კუთხის ნამდვილი პატრიოტი და ყურადღებას არ მოაკლებს ხობელებს.

    სენაკის მაჟორიტარად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს ირაკლი ბერაიას კანდიდატურას. ირაკლი გახლავთ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მას განათლება მიღებული აქვს ლონდონის Westminster-ის უნივერსიტეტში საერთაშორისო დიპლომატიის მაგისტრის წოდებით. იგი მუშაობდა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორად და ასევე, შსს-ს რეფორმირების დეპარტამენტის დირექტორად. ირაკლი დღეს უძღვება გალისა და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფს ცენტრალური ხელისუფლებიდან. იგი საყოველთაოდ ცნობილია ამ კუთხითაც დღეს. ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილია ადამიანია.

    მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელიაა - სოფლის მეურნეობის მინისტრი. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი. ოთარ დანელია წარმოშობით მარტვილელია, თავისი კუთხის პატრიოტია და ყველაფერს გააკეთებს როგორც მარტვილელების, ისე აბაშელების ინტერესების დასაცავად.

    ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად სახელდება ირაკლი ხახუბია. იგი ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. ირაკლი ხახუბია არის წარმატებული ბიზნესმენი და ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.

  • ზუგდიდის ვიცემერს ფინანსურ გარიგებებსა და მუშებისთვის ანაზღაურების გადაუხდელობაში ადანაშაულებენ

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა,ზუგდიდის საკრებულოს წევრმა,ანა წითლიძემ, ფილების დაგების სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებთან ერთად, ბრიფინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან გამართა. 

    მათი განცხადებით, ზუგდიდის ვიცემერმა მუშები საკუთარ სახლში რამდენიმე დღე ამუშავა, თანხის გადახდა კი კომპანია „ამი 2014-ს“ დაავალა. 

    „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ფილების დამგები კომპანიის გამოვლენისას ვიცემერის მხრიდან ადგილი ჰქონდა ლობირებას. 

    ანა წითლიძის თქმით, სწორედ გულორდავას ფინანსური გარიგებების მიზეზით გაკოტრდა კომპანია „ამი 2014“, რა მიზეზითაც მას სახელფასო დავალიანება დაუგროვდა. 

    ანი წითლიძის ბრალდებებს დღესვე უპასუხა ზუგდიდის ვიცემერმა. გია გულორდავა ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან დასაქმებულნი იყვნენ მუშები, რომლებმაც სათანადოდ ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა და თავადვე დატოვეს სამუშაო. მისი თქმით, მან განხორციელებული სამუშაოს თანხა ბრიგადირს გადაუხადა. 

    რაც შეეხება ფინანსურ გარიგებებს და მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, გულორდავამ განაცხადა, რომ ტენდერი კანონის სრული დაცვით გამოცხადდა.

  • ზუგდიდში მძღოლებმა შიმშილობა შეწყვიტეს,ისინი ფართომაშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან

    ზუგდიდში მძღოლებმა შიმშილობა შეწყვიტეს,ისინი ფართომაშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან.

    შიმშილობის შეწყვეტა, მძღოლების განცხადებით, განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მათ ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია. 

    ზუგდიდის საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები სამეგრელოში სატრანსპორტო კომპანია „მეტრო პლუსის“ შემოსვლას აპროტესტებენ. 

    ამ დროისათვის საქალაქთაშორისო მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია.

  • ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა აქცია გამართეს

    ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა აქცია გამართეს .ისინი გუბერნიის ადმინიტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ. მძღოლები არაკონკურენტულ პირობებში მიზანმიმართულად ჩაყენებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას ახალი კომპანიის მფარველობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, კომპანია მეტროს სადგური საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

    აქციაზე ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ ბრალდებებს ადგილობრივ თვითმმართველობაშიც უპასუხეს.

  • ვეტერანების აქცია ზუგდიდში

    აქცია გაიმართა დღეს ზუგდიდში. შეკრებილ ვეტერანთა ნაწილი აცხადებს, რომ გუშინ აქციაზე გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელობამ მათ თბილისიდან მეორადი ტანსაცმელი ჩამოუტანა და დაურიგა, სიცრუეა. 

    შეკრებილები, ასევე, აცხადებენ, რომ დაუშვებელია ვეტერანებს შორის დაპირისპირება და გახლეჩვის მცდელობა. მათი თქმით, ამას ისინი არ დაუშვებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური