შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 10:37

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, საპოლიციო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრებმა კომენტარები გააკეთეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: „ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში, მე მეორედ შევხვდი ბატონ მინისტრს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს. პირველი შეხვედრა მქონდა ლატვიაში, რიგაში, არაოფიციალური, მინისტერიალზე როცა ვიყავით ჩასული. ვისაუბრეთ ბატონ მინისტრთან ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე გვქონდა საუბარი ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლაზე. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ თანამშრომლობა. მე ვიმედოვნებ უფრო გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა იქიდან გამომდინარე, რომ სულ მალე გერმანიაში ჩამოვა ჩვენი პოლიციის ატაშე და რა თქმა უნდა ეს უფრო გაამარტივებს ჩვენს ურთიერთობას“.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა: „ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ახალ მთავრობასთან. გასულ წელს დავდეთ შეთანხმება, რომლითაც დავადასტურეთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სურვილი.გერმანიის ფედერაციის კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველოში, ჩემი ქართველი კოლეგის წინამორბედი იმყოფებოდა აქ გერმანიაში. ჩვენ განვაახლეთ ეს თანამშრომლობა, ჩვენ არ გვსურს, რომ საქართველოს კარგი რეპუტაცია ბოროტად გამოიყენონ ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებმა და ზიანი მიაყენონ ჩვენს კარგ ურთიერთობებს, ამიტომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მჭიდროდ ვითანამშრომლოთ რათა კრიმინალებს საქართველოსა და გერმანიაში არავითარი მომავალი არ ჰქონდეთ“.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამართა შეხვედრა ბუნდესტაგის საშინაო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვოლფგანგ ბოსბახთან. საუბარი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას, ევროინტეგრაციის საკითხებს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას შეეხო.

ვახტანგ გომელაური ასევე ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტ ჰოლგერ მიუნხს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის შს სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევიდა. 2014 წლის 8-10 ივლისს განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“.

წაკითხულია 488 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური