რვა საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:32

ახალ სასწავლო წელს სკოლის მანდატურები 3 რეგიონის 8 საჯარო სკოლაში პირველად შევიდნენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. მანდატურის სამსახური ამოქმედდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალალის საჯარო სკოლაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საჯარო სკოლაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების გამარჯვება, ყარაჯალასა და ქესალოს საჯარო სკოლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლებში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოს საჯარო სკოლაში მანდატურები ნოემბრიდან შევლენ, სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში კი, ახალი წლიდან.

სკოლებში შესვლამდე მანდატურები გადამზადდნენ, მათ გაიარეს ყველა აუცილებელი ტრენინგმოდული და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატებს.

ბოლო ორი წლის მანძილზე მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი თვისობრივი და შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც სკოლას კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სახით.

მნიშვნელოვანად შეიცვალა მანდატურის ფუნქცია და დღეს იგი ორიენტირებულია მოსწავლის/სტუდენტის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პედაგოგის უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა, გასულ წელთან შედარებით 30%-ით შემცირდა საჯარო სკოლაში მომხდარი დანაშაულის რიცხვი.

მანდატურები მუდმივად ეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, იმაღლებენ კვალიფიკაციას, ხდება მათი გეგმაზომიერი გადამზადება ახალი პროგრამების მიხედვით.

მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNICEF, USAID, PH International და NASRO. ეს თანამშრომლობა ეფექტურს ხდის საქმიანობას. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.

წაკითხულია 521 ჯერ

Related items

  • აგარის საჯარო სკოლაში დაინერგება პროფესიული განათლების პროგრამები

    თბილისი. 26 ივლისი 2016 - გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლობამ, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიამ“ და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვისა და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.
    მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ქეთევან ნატრიაშვილმა - საქართველოს განათლების და მეცნიერებს სამინისტრო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნათია ნაცვლიშვილმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ, ზაზა გულიაშვილმა - ქარელის გამგებელმა, ალხან ალიზადამ - შპს ,,აგარის შაქრის კომპანიის“ დირექტორმა, და დარეჯან ბეგიაშვილმა - აგარის საჯარო სკოლის დირექტორმა.
    პროფესიული განათლების პროგრამები აგარის საჯარო სკოლაში დაიწყება 2016 წლის სექტემბერში. მომზადება-გადამზადების კურსები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში ღია იქნება როგორც მე-10-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურს პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პრფესიის შეძენა.
    სწავლება წარიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში თანამედროვე მოდულების გამოყენებით. მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება ამ ზაფხულს. შეიქმნება და აღიჭურვება სახელოსნოები, ხოლო მასწავლებლები გაივლიან შესაბამის ტრენინგს სწავლების მოდულებში.
    მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაივლის 75 ადამიანი. კურსდამთავრებულებს ექნება კარგი შესაძლებლობა დასაქმდნენ ადგილობრივ შრომის ბაზარზე.
    აგარის საჯარო სკოლაში მიმდინარე ინიციატივა უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით და რომლის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან და განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ზრდასრული მოსახლეობისათვის.
    „განათლების სისტემა უნდა იძლეოდეს პირადი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ასეთი განათლება გახდეს დასაქმების გაზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტი“, - თქვა ნათია ნაცვლიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ.
    აგარის საჯარო სკოლის გამოცდილება ხელს შეუწყობს ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების დანერგვასა და კერძო-საჯარო პარტნიორობის განვითარებას საქართველოს სხვა სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური