"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 10:22

რუსთავი 2-ის საქმეზე არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დაიწყო. მოპასუხე მხარე დღეს ახსნა-განმარტებით წარდგება, რომელიც დაასაბუთებს, რატომ არის ეს სარჩელი უსაფუძვლო და რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სხდომაზე ასვე გადაწყდება დაკმაყოფილდება თუ არა სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარის შუამდგომლობა ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე.

არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატები კიდევ ერთი შუამდგომლობით წარდგნენ და ნიკა გვარამიას პროცესზე დაშვება მოითხოვონ.

დღესვე შესაძლოა, მოსარჩელე მხარის ექსპერტი დაიკითხოს, რომელმაც დაადგინა რა ღირებულების იყო რუსთავი 2-ის აქციები 2006 წელს.

წაკითხულია 335 ჯერ

Related items

  • მიხეილ სააკაშვილი რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

    თუ ივანიშვილი ყველაზე დიდ ქართულ ტელევიზიაში ფიზიკურად შესვლასაც შეძლებს, ეს იმ გეგმის გამარჯვებას ნიშნავს, რომელიც პუტინმა ვერ განახორციელა 2008 წელს სამხედრო გზით , - ასე გამოეხმაურა "ფეისბუქის" მეშვეობით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს მიხეილ სააკაშვილი.
    უკრაინის გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დამოუკიდებელი ტელევიზიის რეიდერული დაპყრობა.
    "საქართველოში მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დამოუკიდებელი ტელევიზიის რეიდერული დაპყრობა, რაც ხორციელდება რუსი ოლიგარქის მიერ შანტაჟის, უკანონო სპეცოპერაციებისა და სასამართლოთი მანიპულირების გზით. თუ ივანიშვილი ყველაზე დიდ ქართულ ტელევიზიაში ფიზიკურად შესვლასაც შეძლებს, ეს იმ გეგმის გამარჯვებას ნიშნავს, რომელიც პუტინმა ვერ განახორციელა 2008 წელს სამხედრო გზით, ბოლო მოუღოს ქართულ დემოკრატიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა უკრაინისთვისაც - ოლიგარქებმა, და განსაკუთრებით იმ ოლიგარქებმა, რომლებიც წარსულში მოსკოვთან იყვნენ დაკავშირებულნი, არ უნდა ჩაიგდონ ხელში მართვის ყველა ბერკეტი", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე

  • "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

    რუსთავი 2-ის საქმეზე არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დაიწყო. მოპასუხე მხარე დღეს ახსნა-განმარტებით წარდგება, რომელიც დაასაბუთებს, რატომ არის ეს სარჩელი უსაფუძვლო და რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

    სხდომაზე ასვე გადაწყდება დაკმაყოფილდება თუ არა სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარის შუამდგომლობა ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე.

    არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატები კიდევ ერთი შუამდგომლობით წარდგნენ და ნიკა გვარამიას პროცესზე დაშვება მოითხოვონ.

    დღესვე შესაძლოა, მოსარჩელე მხარის ექსპერტი დაიკითხოს, რომელმაც დაადგინა რა ღირებულების იყო რუსთავი 2-ის აქციები 2006 წელს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური