პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 16:59

ქიბარ ხალვაშის განცხადებასთან დაკავშირებით,  კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ.

,,ყურადღებით გავეცანით ბატონი ქიბარ ხალვაშის განცხადებას და ორშაბათს აუცილებლად დავუკავშირდებით შეხვედრასთან დაკავშირებით“ - განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინა ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, სადაც მარგველაშვილს აკრიტიკებს და მასთან შეხვედრას მოითხოვს. 

წაკითხულია 704 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს

    მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

    ამასთან ერთად ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

    შეწყალების აქტის თანახმად, გიორგი რურუამ უკვე დატოვა საპატიმრო.

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა, იუწყება პარლამენტის ადმინისტრაცია.

    შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმება და პარლამენტში პოლიტიკური პროცესის სრულად გადატანა, ნდობის აღდგენა და საქართველოს ევროპული დღის წესრიგი იყო.

    აღინიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ აქტიურად ითანამშრომლონ.

    ხაზი გაესვა დოკუმენტზე ხელმოწერისა და პოლიტიკური პროცესების საპარლამენტო განზომილებაში გადატანის მნიშვნელობას.

    მხარეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ დოკუმენტში ასახულ საკითხებზე იმსჯელეს და აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

    არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მიშელს მედიაციისთვის და ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის.

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში იმყოფება

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას

    მათი ცნობით, შარლ მიშელი თავდაპირველად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება და მათ შორის პირისპირ საუბარი გაიმართება.

    დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

    ამასთან, შარლ მიშელი პარლამენტში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

    დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

    ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ გუშინ ხელმოწერა გაიმართა.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

    ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

  • პრეზიდენტი - მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, მხოლოდ ჩემი პირობით

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

    "გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით არაერთხელ და ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას.

    ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ამ საკითხებში და არა მხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი, უკვე საქმით დავამტკიცე. 

    მინდა, ყველას შეგახსენოთ, ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება როგორც არა ერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან. 

    პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს!

    მგონი, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმარი, არცერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. 

    ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მიიჩნევ - თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. 

    ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით. ანუ, ეს ნაბიჯი, ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. 

    ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

  • ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივი განცხადება ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით

    თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.

    ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.

    შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა.

    ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური