კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 10:57

"21 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებული დავა ცდება კერძო-სამართლებრივ ჩარჩოებს. სექტემბერში ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკანონო თვალთვალის შესახებ არ მოჰყოლია ეფექტური რეაგირება. გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ლანჩხუთში 21 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა "რუსთავი 2"-ის ადგილობრივ კორესპონდენტს.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ვეღარ შემოიფარგლება ზოგადი განცხადებებით. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდის ყველა წევრმა კარგად გაიაზროს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმე. ხელისუფლება ვალდებულია დაადასტუროს, რომ ადგილი არ აქვს ჟურნალისტების და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ თვალთვალსა და შანტაჟს ან სასწრაფოდ გამოავლინოს და პასუხისგებაში მისცეს ამ მძიმე დანაშაულების ჩამდენი პირები", - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება და ეჭვობს, რომ მან შესაძლოა პოლიტიკური აქტივისტები წაახალისოს.

"ვშიშობთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 22 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლოა წაახალისოს პოლიტიკური აქტივისტები და საჯარო მოხელეები და გახშირდეს ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენონ მედიის თავისუფლება, არ წაახალისონ ძალადობა და საკუთარი საქმიანობის ფარგლებში აღკვეთონ თავდასხმები ჟურნალისტებზე.

მედიის შანტაჟი და თავდასხმა ჟურნალისტებზე დიდ საფრთხეს შეიცავს არა მარტო მედიის თავისუფლების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც. როგორც მედიის შეზღუდვის მცდელობა, ასევე მედიის შეზღუდვის ცალკეულ ფაქტებზე არასათანადო რეაგირება, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის დაკარგვის ტოლფასია. ჩვენი საზოგადოება ყოველთვის დაიცავს მედიის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიის უმთავრეს ღირებულებას", - აღნიშნულია "მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადებაში.

წაკითხულია 333 ჯერ

Related items

  • „ეს არის ტელევიზია, რომელიც ასახავს ზუსტად იმ ფაქტებს რაც ქვეყანაში ხდება“ - ზაალ უდუმაშვილი (ვიდეო)

    „ძალიან რთულია ამ ფონზე ჟურნალისტების მუშაობა. პრაქტიკულად, ჩვენ უკვე 1 წელია ამ სტრესულ რეჟიმში ვმუშაობთ. მუდმივი სასამართლო პროცესები, მუდმივი მუქარა, რომ თქვენ ახალი მფლობელი უნდა გყავდეთ, მუდმივი მუქარა, რომ ყველაფერი შეიცვლება მაგ ტელევიზიაში - ეს ბუნებრივია მორალურად მოქმედებს ჟურნალისტთა კორპუსზე. ძალიან რთულია ასეთ სტრესულ რეჟიმში მუშაობა, თუმცა მე მაინც ამაყი ვარ ჩემი გუნდით. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც პროფესიონალურად ართმევენ თავიანთ მოვალეობას თავს. ეს იმიტომ რომ, მათ სჯერათ, რომ სწორ საქმეს აკეთებენ და სწორი მიმართულებით მუშაობენ. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ასე ღიად არის დეკლარირებული, არის ყველა ჟურნალისტისთვის ამოსავალი წერტილი და სწორედ ამიტომ არის, რომ დღემდე ვერანაირი ძვრა ვერ უქნა ხელისუფლებამ.“ - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“ ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა,  „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაალ უდუმაშვილი პასუხობს.

  • „საუბარი, რომ ეს ქონებრივი დავაა, არის ძალით თავის დაბრმავება“ - ზაზა ბიბილაშვილი (ვიდეო)

    „ის, რომ „რუსთავი2“-ის საქმე არის პოლიტიკური პროცესი და არა სამართლებრივი პროცესი, ამას მხოლოდ „რუსთავი2“-ის ადვოკატები არ აცხადებენ. ამას აცხადებს პრაქტიკულად ყველა, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარდა. არც არასამთავრობო სექტორს, არც საერთაშორისო საზოგადოებას, არც დიპლომატიურ მისიებს და არც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს არ გააჩნია არანაირი ეჭვი ამასთან დაკავშირებით. ამ პროცესში იმდენი კითხვა და ფაქტია ურთიერთშეუსაბამო. ასევე იმდენი განცხადებაა, რომელსაც თავად ფორმალური მოსარჩელე აკეთებს, რომელიც მხოლოდ ღიმილს იწვევს, რომ არა ის ტრაგიკულობა, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან...ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ მას „რუსთავი 2“ არ აინტერესებს, როგორც ქონება. მას აინტერესებს ის, რომ „რუსთავი 2“ გამოგლიჯოს ხელს სიცრუეს და დააბრუნოს ჭეშმარიტების სამსახურში. ანუ მიზანი იმთავითვე გაცხადებულია საჯაროდ და დაუფარავად და ამის შემდეგ საუბარი, რომ ეს შეიძლება იყოს ქონებრივი დავა, არის ძალით თავის დაბრმავება.“ - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს.

  • "მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა" - ნიკა გვარამია

    სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს. არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მას აქვს იმის მტკიცებულებები, რომ მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა. გვარამიამ კოლეგიის აცილებაზე დააყენა შუამდგომლობა. 

    რუსთავი 2-ის დირექტორის თქმით, წინა კოლეგიის ერთერთმა მოსამართლემ ერთ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ ზეწოლა იყო კოლეგიაზე და გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით.

    გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ გამოძების დაინტერესების შემთხვევაში მათ მიაწვდის ყველანაირ ინფორმაციას და დაეხმარება წყაროებთან დაკავშირებაში, რომელთაგანაც მას უკვე აქვს ნებართვა.

    მოსამართლეთა განცხადებით კი მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

  • მიყვარხარ და მაკლიხარ უზომოდ"-ნიკა გვარამიას ემოციური პოსტი

    "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი,ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში კახა ბენდუქიძეს იხსენებს.

    "აზრი არა აქვს იმის მოყოლას, როგორ მიყვარდა და როგორ ვცემდი პატივს, როგორ ვმეგობრობდით და როგორ ყოველთვის მაინტერესებდა მისი აზრი (აი ჩვენი სატელეფონოები იყო გამოსაქვეყნებელი, თუ იყო). ერთს ვიტყვი მხოლოდ, მე შენ მიყვარხარ, კახა ბენდუქიძე. მიყვარხარ და მაკლიხარ უზომოდ. მჭირდები მეც და შენს ქვეყანასაც. გვჭირდები, მაგრამ აღარა ხარ ჩვენთან."- წერს გვარამია ფეისბუქის გვერდზე.

  • უსუფაშვილს "რუსთავი 2-ის" საქმეზე სასამართლოსთან შეკითხვები აქვს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ღიად უნდა გამოეცხადებინა.

    "მინდა ვისურვო, რომ მოსამართლეები არა მხოლოდ იურიდიულ კაზუისტიკაში იქნებიან პირნათელნი და გადაწყვეტილება იქნება გამართული, არამედ ამ გადწყვეტილების მიღების ფორმა გარემო და სიტუაცია იქნება უფრო გასაგები და გამჭვირვალე. როდესაც მთელი მსოფლიო ვინც კი საქართველოზე მუშაობს, ამ თემაზეა მობილიზირებული და აკვირდება პროცესს, მე მგონია, რომ არა თუ სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, თითოეული მიღებული გადაწყვეტილება მყისიერად უნდა ეცნობოს საზოგადოებას და არაპირდაპირი გზებით და მოგვიანებითი არ უნდა ვიგებდეთ ამას,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა .

    მისი განცხადებით, მას აქვს კითხვები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა არ აპირებს მათ საჯაროდ გაჟღერებას, რადგან მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ ობიექტური გადაწყვეტილებების გამოტანის გარემო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური