"დოიჩე ველე აკადემია" სამხრეთ კავკასიის სამეცნიერო კონფერენციას მართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 17:18

27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დოიჩე ველე აკადემიის ერთობლივი სამხრეთ კავკასიის სამეცნიერო კონფერენცია "მედიასამართალი და ეთიკარეგიონალური პერსპექტივები("Media, Law and Ethics – the Regional Perspectives"გაიმართება. 

ინტერდისციპლინური კონფერენცია მოიცავს შემდეგ სამუშაო პანელებს:ინფორმაციის თავისუფლება; მედია და ადამიანის უფლებები; სასამართლო და მედია; მედია და ეთიკა.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტიკის დეპარტამენტების და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.  წარმოდგენილი იქნება 11 მოხსენება.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“. ღონისძიების მხარდამჭერია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი.

ადგილი:  თბილისი, თსუ, პირველი კორპუსი, 115-ე მელიქიშვილის დარბაზი. 

დრო: 27 ოქტომბერი (9:15 საათზე გახსნა).

დასწრება თავისუფალია.

წაკითხულია 1040 ჯერ

Related items

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე –15 საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია ჩატარდა

    მიმდინარე წლის 9–10 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ში გაიმართა აბრეშუმის გზის მე –15 საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი იდეები გააზიარეს პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის, კულტურის, სახელმწიფო მმართველობის, სამართლის, ბიზნესის და ტექნოლოგიების სფეროების წამყვანმა ექსპერტებმა.
    კონფერენციამ მონაწილეებს მისცა გლობალურ და რეგიონალურ მოვლენებზე თუ პრობლემებზე დისკუსიის წარმოების უნიკალური შესაძლებლობა.
    კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 54 საგანმანათლებლო დაწესებულების 143 მკვლევარმა 18 ქვეყნიდან: ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, საბერძნეთი, ჰონგ კონგი, უნგრეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, მიანმარი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები და შეერთებული შტატები.
    პროფესორმა თომას კრუესმანმა გრაცის უნივერსიტეტიდან წაიკითხა მთავარი მოხსენება თემაზე: „ევროპა-აზიის დაკავშირება სამხრეთ კავკასიაში: სარგებელი თუ თავსატკივარი?“

     https://silkroad.ibsu.edu.ge/

     

    წყარო: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

  • თბილისმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

    წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით თბილისში 3–დღიანი საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. 30–მდე ქვეყნის 100–ზე მეტმა მონაწილემ ორგანიზაციის წინაშე არსებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის ნაციონალური საზოგადოების საქმიანობის პრეზენტაცია შედგა.

     წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის, ოლგა ჯუმაევას თქმით, ეს იყო განსაკუთრებული ფორუმი ფანდრაიზინგისა და კომუნიკაციების სფეროში. „ჩვენ ვეხმარებით უამრავ ადამიანს, ვისაც კრიზისი შეეხო. ფორუმის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ის საზოგადოებაში ფილანტროპიის განვითარებას უწყობს ხელს. ფილანტროპია – ეს ის პროცესია, როცა ადამიანები არ არინ გულგრილნი სხვათა გასაჭირის მიმართ. რაც უფრო განვითარებულია ფილანტროპია საზოგადოებაში, მით უფრო მაღალია სოციალური ცხოვრების, ურთიერთდახმარების, მეგობრობის, ბედნიერების სტანდარტები.

    მრავალი წლის განმავლობაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ადგილობრივი, ეროვნული ორგანიზაციები საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან დოტაციებს იღებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი მათგანი დიდი თანხებით უკვე საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსდებოდა. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ მხოლოდ საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ 250 მლნ დოლარზე მეტი შეგროვდა ამ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციოდ“, – განაცხადა ჯუმაევამ.

    ამჟამად ვითარება თანდათანობით იცვლება. ქვეყნები ვითარდებიან, მათ საკუთარი შესაძლებლობები და ფინანსური სახსრები უჩნდებათ. იცვლება წითელი ჯვრის ნაციონალური ორგანიზაციების პარტნიორთა დონორული პრიორიტეტებიც და შესაბამისად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების პასუხისმგებლობა სულ უფრო მატულობს რესურსების მოზიდვისა და საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების კუთხით.

    „ამ ფონზე აუცილებელია სახსრების მოზიდვა სწორედ კომუნიკაციების გაძლიერების გზით. 3–დღიან ფორუმში 30–მდე ქვეყნის 100–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პირველად ანალოგიური ფორუმი 2014 წელს ბუდაპეშტში შედგა, სადაც მაშინ 30 მონაწილე გვყავდა. თბილისის ფორუმი უკვე რიგით მე–6 ღონისძიებაა და ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე მათი წარმომადგენლების რაოდენობა.

    პირადად მე სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მიმდინარე წლის მაისიდან ვმუშაობ. ვსაქმიანობ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ადგილობრივ ნაციონალურ ორგანიზაციებთან. ჩემი მიზანია, გაფართოვდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, კერძოდ, მოვიზიდოთ მეტი პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები, ვინც დაინტერესებულია, მხარდაჭერა აღმოუჩინოს მსხვილ ჰუმანიტარულ პროექტებს. ახლახანს ჩვენ შევხვდით ავსტრიის ელჩს საქართველოში, ავსტრიული დელეგაციის მონაწილეობით.

    საქართველოს წითელ ჯვარს გააჩნია ხანდაზმული ადამიანების მოვლის სფეროში შესანიშნავი გამოცდილება და შესაბამისი მოდელი, რათა ისინი არ გრძნობდნენ თავს საზოგადოების აქტიური ნაწილისგან მოწყვეტილად. ორგანიზაცია ეხმარება სხვა კატეგორიის ადამიანებსაც. ამ მხრივ იგი აქტიურად მუშაობს 28 ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მომზადება საგანგებო ვითარებებისთვის და შესაბამისი ოპერატიული რეაგირება ამჟამად ვასრულებთ მუშაობას იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მაისში, კახეთში, წყალიდოდიბის შედეგად დაზარალდნენ. 5000–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო შესაბამისი დახმარება”, – აღნიშნა ჯუმაევამ.          

    საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2018 წელს 100 წლისთავი აღნიშნა. მისი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, თამარ კამკამიძის თქმით,  უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ეროვნული საზოგადოება ზრუნავს და ეხმარება ადამიანებს სოციალურ–ეკონომიკური კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების დაძლევაში.

    „საქართველოს წითელი ჯვარი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის ნაწილია და ჰუმანიტარულ სფეროში ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაციაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე იქნება, რომელიც დეკემბერში ჟენევაში გაიმართება.

    ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვყნისთვის, რადგანაც 33–ე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება, ასევე იმ არსებული გამოწვევების მიმოხილვა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ქალაქში თუ სოფლად. ეს არის ის მთავარი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა, ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლება (რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ეროვნულ საზოგადოებასთან) და მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები იხილავენ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იღებენ ერთობლივ ვალდებულებებს დაზარალებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, –აღნიშნა კამკამიძემ.     

    ვასო კაპანაძე

  • ჩინეთის ელჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და ჩინეთის უამაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის საკითხები, ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ.

    შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი დინგ ჰაო და ატაშე ჩენ იუძუნი ესწრებოდნენ. თსუ რექტორი და ჩინეთის ელჩი შეთანხმდენენ, რომ ახლო მომავლში ძი იენჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

  • "აუდიტორია 115-ის" წევრები მეექვსე კორპუსში რჩებიან

    „აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს არ დატოვებენ. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს  მე-6 კორპუსის პიკეტირებას სადღესასწაულო დღეებშიც გააგრძელებენ.

    „სამწუხაროდ, განათლების კომიტეტმა უარი თქვა კანონში ცვლილების ინიცირების დარეგისტრირებაზეც კი, არათუ კანონში ცვლილების განხორციელებაზე. შესაბამისად, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ და სხვებმა ჩვენ გაგვწირეს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მე-6 კორპუსის პიკეტირება, ვიდრე კანონპროექტი არ დარეგისტრირდება," - განაცხადა "აუდიტორია 115-ის" წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.

  • როდის დატოვებენ "აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს?

    როდის დატოვებენ "აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს? - ს დღს გახდება ცნოილი. ახალგაზდებმა უნივერსიეტის შენობა შესაძლა ღეს ატოვონ. შეგახსენებთ,  უკვე ერთ თვეზე მეტია რა მათ მეექვსე კორპუსი ბლოკირებული აქვთ. პარალელურად, კვლავ ძალაში რჩება მათი მთავარი მოთხოვნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის რეფორმის შესახებ. 

    საკუთარი ინიციატივები მათ უკვე გადაუგზავნეს განათლების კომიტეტს. მოხერხდება თუ არა პოზიციების შეჯერება, ეს 5 იანვარს, კომიტეტში დაგეგმილ შეხვედრაზე გაირკვევა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური