საკრებულოს დეპუტატები ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 მაისი 2015 17:22

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები დავით უთმელიძე, სოსო მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრნენ. 

დედაქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წევრები, კრაკოვში პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანიზებულ ევროპულ კონგრესს დაესწრებიან.

 ღონისძიებას ასევე სტუმრობენ ევროპული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. 

დედაქალაქის მერი კონგრესზე სიტყვით გამოვა და თავის მოხსენებაში თბილისის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრებს. ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროექტებსა და პროგრამებზე. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა კრაკოვის მერთან - იაჩეკ მაიხროვსკისთან, რომელთანაც პარტნიორობის გაგრძელების შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. 

კრაკოვსა და თბილისს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი 2009 წელს მოეწერა.

წაკითხულია 381 ჯერ

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური