წამპალი მიიჩნევს, რომ უკვე შეიძლება უფრთო ანგელოზად გაასაღოს თავი, რაც იდიოტის წყობიდან გამოსვლას იწვევს-ზურაბიშვილის პოსტი ცოლიალურ ქსელში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 13:56

დედაქალაქის საკრებულოს წევრი, "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„აი, ნამეტანი წამპალი რომ არის ტიპი და იცის რომ იდიოტთან აქვს საქმე და უცებ ეს იდიოტი რომ ისეთ სისულელეს აკეთებს, ის წამპალი მართალი რომ გამოდის და თან ეს სიმართლეც ნამეტანი აშკარა რომაა (იდიოტი რისი იდიოტია აბა?), წამპალი კი ამ სიმართლეს ისე აფორმებს, თითქოს მამა აბრამის ბატკანი იყოს კუბში, არადა ყველამ იცის რომ წამპალია, თვით იმ იდიოტმაც, რომელიც, აღშფოთებული ასეთი წამპლური უტიფრობით, კიდევ უარეს იდიოტობას სჩადის, რის გამოც წამპალი მიიჩნევს, რომ უკვე შეიძლება უფრთო ანგელოზად გაასაღოს თავი, რაც იდიოტის წყობიდან გამოსვლას იწვევს და შესაბამისად მისი ქმედებებიც მთლად იდიოტური ხდება, თუმცა წამპალი, იჯერებს რა რომ ამდენი იდიოტობის ფონზე მისი წამპლობა სახსენებელიც არაა, გულწრფელად იწყებს იმის დაჯერებას, რომ ის იდიოტი არა მხოლოდ იდიოტია, არამედ მასზე უფრო წამპალი, რასაც მისთვის დამახასიათებელი წამპლურობით ამცნობს იმ იდიოტსაც, რომელიც უკვე ჭკუიდანაა გადასული და რას აკეთებს თვითონაც არ იცის, მხოლოდ სიძულვილს ჰყავს ატანილი და უნდა ეს წამპალი ტიპი საერთოდ გააქროს, მაგრამ ის კი არ ქრება, პირიქით, უფრო მეტს ყვირის, ისტერიას ტეხს, და უკვე სერიოზულ სტადიაში გადადის იდიოტის აღშფოთება და მის ხმაურსა და მძვინვარებას არ აქვს სამზღვარი...

უილიამ ფოლკნერის გამოუქვეყნებელი წერილიდან "ხმაური, მძვინვარება, და ფანტაზია"

(გაგრძელება იქნება)“ - წერს ზურაბიშვილი.

წაკითხულია 235 ჯერ

Related items

  • სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია

    თელავში დღეს საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო კონსტიტუციაზე და მან ინაუგურაციის სტუმრებსა და საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

    საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე, მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის მისი მიზანი. „გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი. როგორც მთავარსარდალმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

  • შაშიაშვილი ვაშაძისა და ზურაბიშვილის მხარდამჭერი ინტელიგენციისგან - დებატებზე შუამდგომლობას ითხოვს

    დღეს, 8 ოქტომბერს,  პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ  შაშიაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესსკონფერენცია გამართა.

    მან კიდევ ერთხელ მოითხოვა დანარჩენი  პრეზიდენტობის კანდიდატებისგან  ერთობლივი შეხვედრის ჩატარება ამომრჩევლის წინაშე. ისაუბრა შიშზე, რადგან ყოფილი და ახლანდელი მმართველი გუნდების წარმომადგენლები ძალიან უფრთხიან  მასთან  დებატებს.

    თემურ შაშიაშვილმა მკაფიო მესიჯი გაუგზავნა ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ლადო კახაძეს, რეზო ამაშუკელსა და ზურა ყიფშიძეს ,  რომლებიც ღიად აფიქსირებენ  პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის  მხარდაჭერას და დანარჩენ საზოგადოებას ოცნების მიერ მხარდაჭერილი  ამ კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ  .

    თეიმურაზ შაშიაშვილმა მოითხოვა, უშუამდგომლონ  მას, როგორც ძველ მეგობარს,  ქბ-ნ სალომე ზურაბიშვილთან , რათა ეს უკანასკნელი პირდაპირ  ეთერში  ბატონ თემურთან დებატებში დაჯდეს.

    იგივე სახის გზავნილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  სააკაშვილის კანდიდატის მხარდამჭერ ბასსაც აახლა და  მოითხოვა  პაატა ბურჭულაძისგან, იყოს შუამავალი   მის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძესთან, რათა თეიმურაზ შაშიაშვილმა  მისგანაც   მიიღოს დებატებზე თანხმობა. 

    პრეზიდენტობის კანდიდატმა ხვალ ბორჯომში  მისი პროგრამული ორიენტირების რეგიონალური წარდგენა დააანონსა, რომელზეც , ტრადიციულად,  კონკურენტი კანდიდატები  მიიწვია.

  • ”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ - შესაძლოა ერთიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ

    ”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ - შესაძლოა ერთიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ, - ამის შესახებ დღეს გამრთულ პრესკონფერენციაზე ”ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა:

    ”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ ოთხი წლის წინ ერთ კოალიციაში ვიყავით. ჩვენ 2012 წლის გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა ახალი იდეა არ არის. ჩვენ  ოპოზიციაში ერთად ყოფნის გამოცდილება გვაქვს, 2012 წლამდე სწორედ ამ პარტიებმა ზიდეს ოპოზიციური ტვირთი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” სახით არსებობდა, ვიდრე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა,” - აღნიშნა ვახტანგაშვილმა.

  • ახლა ახალი ეტაპი იწყება, - თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

    "12 წელი ვიყავი პარტიაში, მანამდე 12 წელი არ ვიყავი, ორივე 12 წელი თანაბრად მიყვარს, ახლა ახალი ეტაპი იწყება," -  აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტიის“  დატოვების შემდეგ გააკეთა.

    ცოტა ხნის წინ პარტიიდან წასვლა დაადასტურა ვახტანგ ხმალაძემ. პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს.

  • რატომ დატოვა ვახტანგ ხმალაძემ ”რესპუბლიკური პარტია”

    „დავტოვე პარტია, მიზეზი გახდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. როგორ უნდა განვითარდეს პარტია შემდგომ, ამის თაობაზე მქონდა განსხვავებული შეხედულებები, რის გამოც ჩავთვალე, რომ სჯობს, წავიდე პარტიიდან. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები ძირითადად დაკავებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს,” - აღნიშნული განცხადება  "რესპუბლიკური" პარტიის დატოვების შესახებ  ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.

    შეგახსებეთ, პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური