დავით ნარმანიამ კრაკოვში ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 მაისი 2015 17:17

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრაკოვში ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით ხორციელდება. კონგრესს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონგრესის მიზანია, ევროპის თვითმმართველობებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილებები, ინოვაციები და სიახლეები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის როლზე თვითმმართველობათა განვითარების პროცესში და პერსპექტივებზე, რომელსაც ევროპის კავშირი ადგილობრივ თვითმმართველობებს ფინანსური და ინსტიტუციური განვითარების მხრივ ანიჭებს. კონგრესზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ თბილისისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ რეფორმებზე, რომელიც დედაქალაქის მომავალი განვითარებისთვის იგეგმება. თბილისის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ ქალაქად გარდაქმნაზე. მისი თქმით, ენერგოეფექტურობა და ეკოლოგია თბილისის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. "მდგრადი საქალაქო ენერგეტიკის" თაობაზე ევროპულ ქალაქთა მერების კოვენანტის შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა შეთანხმების მონაწილე სხვა ქალაქების მსგავსად, 2020 წლისთვის 20%-ით შევამციროთ ქალაქში სათბური აირის გაფრქვევა. კოვენანტის ფარგლებში ამჟამად ხორციელდება ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა. ვგეგმავთ ასევე ავტოტრანსპორტის პარკის განახლებას ეკოლოგიური მუნიციპალური ტრანსპორტით", - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, პირველი რიგის ამოცანებია კეთილმოწყობილი გზები, გამართული კომუნიკაციები, ხარისხიანი ურგენტული სამედიცინო დახმარება, მავნე გარემოს ზემოქმედების შემცირება, სისუფთავე და წესრიგი. მისივე თქმით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. თავის გამოსვლაში დავით ნარმანიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტზე "თბილისი - მომავლის ქალაქი". "თბილისი საერთაშორისო პროექტ "Morgenstadt City Challange"-ში ჩაერთვება. "მომავლის ქალაქი" - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გერმანულ მხარესთან ერთად განახორციელებს. პროექტის ფარგლებში თბილისის ახალი ურბანული განვითარების პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი "მომავლის ქალაქი" იქნება რეგიონში", - განაცხადა თბილისის მერმა. ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესს ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები - დავით უთმელიძე, სოსო მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე.

წაკითხულია 270 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური