534 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 13:05

დღევანდელი მონაცემებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა ბინების განაწილების პროცესი. შეირჩა ის 534 დევნილი ოჯახი, რომელიც ამ ეტაპზე ბინით დაკმაყოფილდება. თბილისის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. 
მისი თქმით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა, შედიოდნენ სახალხო დამცველის აპარატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, ასოციაცია "თანხმობა"-ს, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, დაასრულა თბილისის ბინების განაწილების პროცესი. 
"კომისიის მუშაობა გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და ის ღია იყო ნებისმიერი მედია საშუალებისთვის", -განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:
1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
3. კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.
"შესაბამისად, სამინისტრო ცდილობს, ბინების განაწილებისას სამივე მიმართულებით პროპორციულად მოხდეს დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლის ბოლომდე უნდა განაწილებულიყო 541 ბინა, თუმცა, სამინისტრომ ქართველი მენაშენეებისგან დამატებით კიდევ 20 ბინა შეიძინა. შესაბამისად, მალე 561 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ კორპუსებში ბინას. 
დღევანდელი მონაცემებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა ბინების განაწილების პროცესი. შეირჩა ის 534 დევნილი ოჯახი, რომელიც ამ ეტაპზე ბინით დაკმაყოფილდება. მათ შორის, თბილისის ზღვაზე, "ჰუალინგ ჯგუფისგან" 330 და ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდულ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში 204 დევნილი ოჯახი დაიდებს ბინას. 
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სიების გამოქვეყნებისგან სამინისტრო ჯერ თავს იკავებს, ვინაიდან რამდენიმე ოჯახის მონაცემები გარკვეულ კითხვებს ბადებს და ამ ეტაპზე დამატებითი მოკვლევა მიმდინარეობს. გარდა ამისა, 27 ოთხოთახიანი ბინა გასანაწილებელი დარჩა, რადგან კრიტერიუმების შესაბამისად, ქულების რაოდენობა ნულ ქულამდე ჩამოვიდა. 
სავარაუდოდ, შეიძლება თბილისში დარჩა ოჯახები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო დროულად ვერ მოახერხეს აპლიკაციების შევსება და არსებობს საშიშროება იმისა, რომ უფრო მოწყვლადი მრავალსულიანი ოჯახი დარჩეს ბინის გარეშე. ამიტომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით გამოაცხადოს კონკურსი. განაცხადების მიღება 21ოქტომბერს დაიწყება და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. (მისამართი: ვაჟა ფშაველას N16, მესამე სართული)
სამინისტრო მხოლოდ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს დაზუსტებულ სიებს. 
საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 10 010 დევნილ ოჯახმა შეავსო", -ნათქვამია ინფორმაციაში.

წაკითხულია 685 ჯერ

Related items

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2 თვის განმავლობაში 400-ზე მეტი დევნილი შეიფარა

    2008 აგვისტოს მოვლენების დროს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2 თვის განმავლობაში შეიფარა 400-ზე მეტი დევნილი. შეუქმნა მათ საცხოვრებელი პირობები, უზრუნველეყო კვებით, პირველადი დახმარების საშუალებით.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მრავალი თვეების განმავლობაში დევნილებს უწევდა დახმარებას, იმ კომპაქტურ დასახლებაშიც, სადაც ისინი შემდგომში გადავიდნენ საცხოვრებლად.

  • EU-მ და FAO-მ 800-ზე მეტი დევნილის დახმარების პროგრამა შეაჯამეს

    დღეს, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დახურეს ორწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს დახმარება გაეწია.
    ორწლიანი საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, FAO-ს და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, UN Women-თან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ამასთანავე დაუფინანსდათ ინიციატივები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივა საერთო ჯამში 830 დევნილს დაუფინანსდა, რამაც 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.
    ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცა ქვეყნის მასშტაბით 48 საბავშვო ბაღზე, რომლებშიც ჯამში 2700-ზე მეტი აღსაზრდელია. გრანტის მოცულობამ თითოეულ საბავშვო ბაღზე 10 000 ლარი შეადგინა, რამაც გადაჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიცაა: ღია სათამაშო მოედნების არარსებობა, არასაკმარისი საწოლები ბავშვებისთვის, გაუმართავი სამზარეულო ოთახები, გათბობა და სხვა.
    ღონისძიებას დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

    „ევროკავშირი უკვე მრავალი წელია საქართველოში დევნილებს დახმარებას უწევს. ჩვენ გვეამაყება ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც 800-ზე მეტ უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს დავეხმარეთ რომ გაეუმჯობესებინათ ცხოვრების დონე. ეს პროგრამა კარგად ასახავს ევროკავშირის მონდომებას, რომ გაუმჯობესდეს თითოეული ქართველის ცხოვრების დონე, განსაკუთრებით კი მათი, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
    პროგრამა წარმოადგენდა მესამე ფაზას EU/FAO-ს ინიციატივის, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაიწყო. პირველი ორი ფაზის ფარგლებში 5000-ზე მეტ დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი (5.4 მილიონი ევრო) შეადგინა.
    შემაჯამებელ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ დევნილებიც, რომლებმაც თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.  კობა უგრეხელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი, ხონიდან სპეციალურად  ჩამოვიდა დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად. მას პროგრამის ფარგლებში 2 450 ლარის თანადაფინანსება გადაეცა საფუტკრე მეურნეობის გასაფართოებლად. მიღებული გრანტით 30 ოჯახი ფუტკარი, 150 ჩარჩო, 150 ფიჭა და მეფუტკრის აღჭურვილობა შეიძინა.
    ,,2017 წლის აგვისტოში 200 კილოგრამი თაფლი მივიღე, რამაც ჩემი შემოსავალი დაახლოებით 30%-ით გაზარდა. მიღებული მოგებით სკების რაოდენობის გაზრდას ვაპირებ.  მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ჩემი ბიზნესი გამეფართოებინა“, - განაცხადა მეფუტკრემ.
    ღონისძიების მონაწილეებს ასე საშუალება ჰქონდათ, რომ პროექტის ბენეფიციარების ფოტოპორტრეტების გამოფენაც დაეთვალიერებინათ.
  • ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევნილის მიერ გახსნილი სამკერვალო სალონი მოინახულა

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა გენდერულ საკითხებში, ელჩმა მელან ვერვერიმ ქალაქ რუსთავში, დევნილ ლეილა ბურნაძის მიერ ახლადგახსნილი სამკერვალო სალონი მოინახულეს. 

    ლეილა ბურნაძე ერთ-ერთია იმ 30 დევნილს შორის, რომლებმაც ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) პროექტის ფარგლებში, დაფინანსება მიიღეს. 

    პროექტი „საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მის მიზანს დევნილი მოსახლეობის სიღარიბის შემცირება და შემოსავლის წყაროების შექმნა/გაძლიერება წარმოადგენს. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. 

    მინისტრის პირველმა მოადგილემ ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, გრანტის გაცემისას გათვალისწინებულია გენდერული ასპექტები და დაფინანსებულთა მინიმუმ 40%-ს ქალები შეადგენენ. 

    ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში ელჩი მელან ვერვერი საქართველოს 20 ნოემბერს ესტუმრა. მისი ვიზიტის მიზანს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენს. 

  • 198 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

    198 დევნილ ოჯახს, თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, - განკარგულებას საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

    როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები, 12 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი გრძელდება.

    „ჩვენ სრული დატვირთვით ვაგრძელებთ ამ პროცესს, რომელსაც დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა მოსახლეობამ ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს

    ბუნებრივი აირის დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა მოსახლეობამ   ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს. 

    წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება კომუნალური გადასახადების გაუქმებას დაჰპირდა, რის გამოც 3 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის საფასური არ გადაიხადეს და დავალიანებამ ათასობით ლარს მიაღწია. 

    აქციის მონაწილეებს გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, გადასახადის გაუქმების შესახებ პირობა არ მიუციათ და ერთადერთი შეღავათი, რაც დაწესდა დაგროვილი დავალიანების რამდენიმე წელზე გადანაწილებაა. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური