რეგიონულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში საკადრო ცვლილებებია

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 16:00

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, რომელიც რეგიონებს მოიცავს,  საკადრო ცვლილებებია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა , დავით სერგეენკომ  სამსახურის უფრო ეფექტურად მუშაობის მიზნით, ფუნქციური და მენეჯერული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"რეგიონულ სასწრაფოებში მომსახურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ავტოპარკის სრულმა განახლებამ განაპირობა, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის წინ განხორციელდა, თუმცა ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავალობაში, როგორც ყველა სამსახურზე, აქაც, მონიტორინგს ვახორციელებდით. ეს არის საქართველოს მოსახლეობისთვის სტრატეგიული მიმართულება. ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ აქაც ფუნქციური და მენეჯერული ცვლილებებია აუცილებელი, რათა სამსახურმა კიდევ უფრო ეფექტურად იმუშაოს. ხორციელდება რეორგანიზაცია. მენეჯმენტი შეიქმნება იმ სტრუქტურითა და იმ შემადგენლობით, რომელიც სერვისების ოპტიმალურ მიწოდებას უზრუნველჰყოფს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

წაკითხულია 498 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

    ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ყოველწლიურად მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რაც საქართველოს მოდერნიზაციას, განვითარებას და ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება. სხვა მიმართულებებთან ერთად, ევროკავშირის დახმარება მოიცავს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიმართულებით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით.
                                  
    2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB)  შორის ხელი მოეწერა პროექტის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” (Georgia Transport Connectivity II) საფინანსო შეთანხმებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საზღვრისპირა და რეგიონული კავშირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მობილობის გაძლიერების ხელშეწყობას, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.
     
    საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის 250 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფა სესხის სახით, რომელიც მოხმარდება საქართველოში საავტომობილო გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

  • გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის

    გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

    მათი ცნობით, გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

    „ამით გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატო-ს პარტნიორების მხრიდან ნებაყოფლობით გამოყოფილ გრანტებზე, რადგან ამისთვის ნატო-ში არ არსებობს სპეციალური საბიუჯეტო სახსრები. გერმანია როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალით მომავლშიც დაეხმარება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

    ამასთან, როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500 000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის.

    „2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე გერმანიამ ნატო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად შექმნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატო-სთან. გერმანიისთვის SNGP კვლავ რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მდგრადი დახმარებისათვის მის მიერ დასახულ გზაზე.

    აქედან გამომდინარე გერმანიის ელჩმა ნატოში (ბრიუსელში), ბატონმა ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს SNGP-ის საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500.000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის თანხმობა განაცხადა.

    2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500.000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის. საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფინანსება ამ ახალი თანხებიდანაც განხორციელდება, რადგან მისი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია  საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

  • ექვსი ჩეხური კომპანიის ვიზიტი საქართველოში

    2018 წლის 18-დან 21 ივნისამდე შედგება სამედიცინო ტექნიკის წარმოებით დაკავებულ ექვსი ჩეხური კომპანიის ვიზიტი საქართველოში. ამ ფირმების წარმომადგენლები ეწვევიან საქართველოს ქალაქ ბათუმსა და თბილისს, სადაც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე წარმოადგენენ სამედიცინო აღჭურვილობის თავიანთ ნიმუშებს. ვიზიტის მთავარი მიზანია კავშირების დამყარება ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ოფიციალური ქართული წრეების წარმომადგენლებთან და სამკურნალო-სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან.  ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო პრეზენტაციაზე ეპატიჟება ყველა მსურველს (პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დიპლომატიური მიღება).

    პრეზენტაციები ჩატარდება:

    ბათუმში: 2018 წლის 19 ივნისს 10:30 დან 12:30 საათამდე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში (რევაზ კომახიძის ქ. 119)

    თბილისში: 2018 წლის 21 ივნისს 15:30 დან 17:30 საათამდე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობაში (ჭავჭავაძის გამ. 37, კორპ. VI).  

    მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული პირები შეძლებენ საელჩოს თანამშრომელთან დაკავშირებას ნომერზე: 577 79 70 92

  • ინფორმაცია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ

    შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

    გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

  • აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

    აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. არსებულ საგრანტო შეთანხმებებში შესული შესაბამისი ცვლილებები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. 

    შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის. მისი თქმით, ის დახმარება, რომელიც საქართველომ 1992 წლიდან მიიღო უშუალოდ USAID-ის გავლით, 1,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო აშშ-დან - 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. 

    განახლებული შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“. 

    შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური