სოზარ სუბარი: "აფხაზებთან ყინული გალღვა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 15:27

დევნილთა მინისტრის სოზარის სუბარის განცხადებით, აფხაზურ მხარესა და ქართულ მხარეს შორის ურთიერთობის დათბობის მიზეზი, აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ნეშტების პოვნა და გადმოსვენებაა.

როგორც მინისტრმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ამ მხრივ, აფხაზებთან ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა.

"მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, ესაა აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებში დაბრუნება. აქ ორივე მხარეს - აფხაზებსაც და ქართველებსაც ჰყავთ დაკარგულები. რასაკვირველია, ქართულ მხარეს გაცილებით მეტი რაოდენობა ჰყვას. არის შემთხვევები, როდესაც აფხაზური მხარეც ეძებს თავის მიცვალებულებს. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ყინული გალღვა. ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. შეთანხმებულები ვართ, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკას განზე ვტოვებთ. ერთადერთი, რითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის ჰუმანიტარული მიზნები. ეს არის ის, რომ ადამიანებს უნდათ შვილის, მამის, მეუღლის  საფლავი იცოდნენ სად არის. შესაბამისად, ერთმანეთთან ძალიან გახსნილები ვართ. 21 ნეშტია უკვე იდენტიფიცირებული ბაბუშერას სამარხიდან. მიმდინარე წელს დამატებით 7 სამარხი იქნა გახსნილი, საიდანაც ორი ცარიელი აღმოჩნდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

წაკითხულია 428 ჯერ

Related items

  • მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. სიახლეზე, რომლის თანახმად ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოვა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

    მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ცვლილების აუცილებლობა გამოცდილებამ აჩვენა.

    „მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღემდე მოქმედი რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ცხოვრების დონის ხარისხობრივად გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რათა ჩვენ გვქონდეს საზოგადოებასთან უფრო ეფექტური უკუკავშირი და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით თანამდებობას დატოვებს 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული.

     

    „იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონების მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები - შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები. ამ რეგიონებში, ისევე, როგორც იმერეთის რეგიონში, ჩვენ საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • EU-მ და FAO-მ 800-ზე მეტი დევნილის დახმარების პროგრამა შეაჯამეს

    დღეს, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დახურეს ორწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს დახმარება გაეწია.
    ორწლიანი საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, FAO-ს და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, UN Women-თან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ამასთანავე დაუფინანსდათ ინიციატივები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივა საერთო ჯამში 830 დევნილს დაუფინანსდა, რამაც 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.
    ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცა ქვეყნის მასშტაბით 48 საბავშვო ბაღზე, რომლებშიც ჯამში 2700-ზე მეტი აღსაზრდელია. გრანტის მოცულობამ თითოეულ საბავშვო ბაღზე 10 000 ლარი შეადგინა, რამაც გადაჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიცაა: ღია სათამაშო მოედნების არარსებობა, არასაკმარისი საწოლები ბავშვებისთვის, გაუმართავი სამზარეულო ოთახები, გათბობა და სხვა.
    ღონისძიებას დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

    „ევროკავშირი უკვე მრავალი წელია საქართველოში დევნილებს დახმარებას უწევს. ჩვენ გვეამაყება ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც 800-ზე მეტ უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს დავეხმარეთ რომ გაეუმჯობესებინათ ცხოვრების დონე. ეს პროგრამა კარგად ასახავს ევროკავშირის მონდომებას, რომ გაუმჯობესდეს თითოეული ქართველის ცხოვრების დონე, განსაკუთრებით კი მათი, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
    პროგრამა წარმოადგენდა მესამე ფაზას EU/FAO-ს ინიციატივის, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაიწყო. პირველი ორი ფაზის ფარგლებში 5000-ზე მეტ დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი (5.4 მილიონი ევრო) შეადგინა.
    შემაჯამებელ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ დევნილებიც, რომლებმაც თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.  კობა უგრეხელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი, ხონიდან სპეციალურად  ჩამოვიდა დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად. მას პროგრამის ფარგლებში 2 450 ლარის თანადაფინანსება გადაეცა საფუტკრე მეურნეობის გასაფართოებლად. მიღებული გრანტით 30 ოჯახი ფუტკარი, 150 ჩარჩო, 150 ფიჭა და მეფუტკრის აღჭურვილობა შეიძინა.
    ,,2017 წლის აგვისტოში 200 კილოგრამი თაფლი მივიღე, რამაც ჩემი შემოსავალი დაახლოებით 30%-ით გაზარდა. მიღებული მოგებით სკების რაოდენობის გაზრდას ვაპირებ.  მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ჩემი ბიზნესი გამეფართოებინა“, - განაცხადა მეფუტკრემ.
    ღონისძიების მონაწილეებს ასე საშუალება ჰქონდათ, რომ პროექტის ბენეფიციარების ფოტოპორტრეტების გამოფენაც დაეთვალიერებინათ.
  • "სოზარ სუბარს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ის უნდა გადადგეს"- რატიანი კადიევის საქმეზე

    იკაელ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ეხმაურება. რატიანის თქმით სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სოზარ სუბარს რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ის უნდა გადადგეს:

    ,,ამ გადაწყვეტილების მერე სოზარ სუბარს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ის უნდა გადადგეს. სამი წლის განმავლობაში ის უარს ეუბნება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით, რომ თითქოს რუსეთში არ არის ადამიანების უფლებების შელახვა, არ დევნიან კავკასიელებს, არ იდევნებიან ადამიანები რელიგიური ნიშნით და თითქოს ციხეში ის იქნებოდა დაცული. ეს არის სამარცხვინო რამე. სამი წლის განმავლობაში ორჯერ გაუუქმა სასამართლომ გადაწყვეტილება.’’ - განაცხადა სერგო რატიანმა.

  • სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა

    სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩემს მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სანდრო გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი.

    სუბარის განცხადებით, მას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მოუწოდებდა, რომ საჯაროდ გირგვლიანის საქმეზე კრიტიკული განცხადებები არ გაეკეთებინა. 

    როგორც სუბარმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ 2 საათში, იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც საქმეში ფიგურირებდნენ, თანამდებობები დატოვეს. მათ შორის, ახალაიამ და სანოძემ. თუმცა, მისივე განცხადებით, ამის შემდეგ დათა ახალაია პრაქტიკულად არაფორმალურად მართავდა კუდ-ს.

    “სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩემს მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა. მე გავუთიშე ტელეფონი და შემდეგ ჩემი მძღოლის ტელეფონზე დამირეკა. სააკაშვილმა შენიშვნა მომცა, თუ რას ვლაპარაკობდი, ჩვენ პარაგვაი ხომ არ ვართო. ამ საუბრის შემდეგ დაახლოებით 2 საათში გაიმართა ბრიფინგი, სადაც თავისი ნებით გადადგნენ ახალაია, სანოძე და ა. შ. თუმცა, ამის შემდეგ დათა ახალაია პრაქტიკულად არაფორმალურად დაინიშნა კუდის ხელმძღვანელად”, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


    საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სანდრო გირგვლიანის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 232-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. სულ საქმეზე ათზე მეტი მოწმეა დაკითხული. სასამართლო პროცესს მოსამართლე გიორგი არევაძე უძღვება.

  • სოზარ სუბარი - მივმართავ ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში

    მივმართავ საქართველოს ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

    მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნასა და ამ თემაზე შეფასებებს გამოეხმაურა.

    ”განსაკუთრებით ცინიკური არის ზოგადად ის, რომ საქართველოს ტერიტორიებზე არის რუსეთის ბაზები, ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და რუსეთს აღიარებული აქვს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები, მაგრამ ყველანაირ ოკუპაციას აქვს დასასრული. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მივმართავ საქართველოს ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში. დანარჩენი ყველაფერი რასაც რუსეთი აკეთებს, რასაც ამ ტერიტორიებზე დე ფაქტო მმართველები აკეთებენ, ეს არის სახელმწიფოებრიობანას თამაში, რომელიც აუცილებლად დასრულდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. ამის გარანტია არის საერთაშორისო თანამეგობრობა”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური