გამოკითხულთა პასუხები პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 12:38

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. აღნიშნული შედეგი NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევამ აჩვენა. 
გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მდებარეობდეს ქუთაისში; 71%-ისთვის საკანონმდებლო ორგანოს ადგილი არის თბილისი; 1% აცხადებს, რომ სადმე სხვაგან, ხოლო გამოკითხულთა 8%-მა არ იცის, თუ სად უნდა მდებარეობდეს საქართველოს პარლამენტი. 
NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან 11 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 4 448 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილების საშუალო პლუს-მინუს 3,01%-ია. 

წაკითხულია 401 ჯერ

Related items

  • მე ხმას ვაძლევ 65 ნომერს, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს - აცხადებს ერთიანობისა და სოლიდარობის კავშირის თავმჯდომარე

    საქართველოს ერთიანობისა და სოლიდარობის კავშირის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მოგმართავთ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და უახლოეს  წარსულში - 2004 წლიდან დღემდე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ  მებრძოლი და დღემდე მათი ტერორის ქვეშ მყოფი.

    განსაკუთრებით მივმართავ აჭარის მოსახლეობას და და აჭარიდან გასულ ეკომიგრანტებს - თუ ვინმემ იცის, სწორედ თქვენ იცით  ჩემს შესახებ, იცნობთ ჩემს მიერ განვლილ ცხოვრების გზას და ისიც იცით, არასდროს არაფერს ვიტყვი უბრალოდ სიტყვის თქმისთვის.

    უპირველეს ყოვლისა, გთხოვოთ ყველას - 28 ოქტომბერს  აუცილებლად მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და  დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი.

    თქვენ ჩემთვის იმდენად ძვირფასები ხართ,  ვერ გაკადრებთ, მოგიწოდოთ,  ვისზე გააკეთოთ არჩევანი, გეტყვით ერთს -  მიუხედავად იმისა, რომ დიდი პატივისცემა მაქვს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, ვერ ვიზიარებ მის საკადრო პოლიტიკას და ვერ ვიქცევი  მისი დღევანდელი საარჩევნო პოლიტიკის ნაწილი.

    ხოლო  თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, მე ხმას ვაძლევ 65 ნომერს,  ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს.

    რატომ ?

    1. მას აქვს ამ ქვეყნისთვის საჭირო გამოცდილება.  
    2. სხვა ვის - ვაშაძეს თუ ბაქრაძეს ?! თუ მათ სატელიტებს ?
    3. მე ვცდილობ, კიდევ ერთხელ   არ დავუშვა შეცდომა კანდიდატის შერჩევაში:  ჩვენ ყველას გვახსოვს, ბატონმა ბ. ივანიშვილმა გ. მარგველაშვილი ანაცვალა კობა დავითაშვილს და მოგვიანებით კი, მანვე აღიარა რომ ძალიან შეცდა.

     არ მინდა,  რომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ შეცდეს,  მე კი კვლავ  ვიყო სხვისი - თუნდაც ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანის  შეცდომის თანამონაწილე", - ნათქვამია ჯუმბერ თავართქილაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს

    საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა. 

    აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს, ასევე პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, აქტიურად მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, სადაც პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობა აქვთ.  

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას და მიესალმება საარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას. 

    NDI-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მისია დააკვირდება. 

    ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეპერსონიფიკაციის მნიშვნელობაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და ამ პროცესში მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

    საუბარი ასევე შეეხო აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ გზავნილები, რომლებიც, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით გაჟღერდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. 

     

  • ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის/საქართველო

    2018 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ფარგლებში საქართველოში ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა პირისპირ ინტერვიუების საშუალებით 1,000-კაციან რეპრეზენტატიულ ამონარჩევში. ქვემოთ მოცემულია ძირითადი შედეგები - დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკაში და ანგარიშში, რომელთა ლინკები ასევე მოცემულია ქვემოთ.

    ძირითადი შედეგები

    • საქართველოს მოსახლეობის 49%-ს აქვს დადებითი წარმოდგენა ევროკავშირზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს აქვს უარყოფითი წარმოდგენა ევროკავშირზე, რაც რეგიონულ საშუალო მაჩვენებელზე (13%) ნაკლებია.
    • საქართველოს მოსახლეობის 83% თვლის, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან არის კარგი – ეს იგივე მაჩვენებელია, რაც 2017 წელს და გაცილებით აღემატება რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს - 63%-ს.
    • საქართველოში ადამიანების 70% ენდობა ევროკავშირს (4%-ით მეტი  2017 წელთან შედარებით). ნდობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ კვლავ დაბალია (24%).
    • საქართველოს მოსახლეობის 67%-მა (9%-ით მეტი 2017 წელთან შედარებით) იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 59% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

     ლინკები

    საქართველო ანგარიში და ინფოგრაფიკა 2018:https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2018-c-sakartvelo

    რეგიონული მიმოხილვა 2018 (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა): https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2018-c-regionuli-mimokhilva

    წანამძღვრები

    საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში 2018 წლის მარტ/აპრილში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ყოველწლიური კვლევები ტარდება უკვე სამი წელია; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს.

    კონტაქტი:

    სილვია გრანტი
    ჯგუფის ხელმძღვანელი და კამპანიის კოორდინატორი

    ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო 
    ურთიერთობა უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის: კავშირი მოქალაქეებთან მთელ აღმოსავლეთ სამეზობლოში (ევროკავშირის ღია სამეზობლოს პროგრამა)
    @: JLIB_HTML_CLOAKING

    ვებსაიტი: www.euneighbours.eu
    მოგვყევით საიტზე 
    პროექტს ახორციელებს 
    კონსორციუმი Ecorys-ის ხელმძღვანელობით 

  • ირანში მიმდინარე აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    ირანში, ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით გასულ კვირას დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ და შუა ნაწილებში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. მათივე ინფორმაციით, აქციების  შედეგად  დღემდე, ათამდე პირი დაიღუპა, ხოლო 200-მდე აქციის მონაწილე დაკავებულ იქნა. მთავრობამ აქციების შესაჩერებლად სოციალურ ქსელებზე წვდომა შეზღუდა. აქციის მონაწილეები უმუშევრობას და პროდუქტების გაძვირებას აპროტესტებენ.

    ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ქვეყნის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გასული კვირის ხუთშაბათ დღეს ირანში დაწყებული აქციების შემდეგ,  როჰანიმ პირველად გააკეთა განცხადება რა, მოსახლეობას მოუწოდა, რომ მათი ქვეყანა და რეგიონი  მგრძნობიარე პერიოდს გადის, ამიტომ ყოველგვარი პროვოკაციისგან  თავი შეიკავონ. მან ისიც აღნიშნა, რომ მოსახლეობას გაკრიტიკების და გაპროტესტების უფლება გააჩნია, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ქვეყანას და მოსახლეობას სიკეთე მოუტანოს და არა ზიანი. „აქციის მონაწილეებმა ქვეყნის  უცხოელი მტრების ხელში გადაცემას არ უნდა შეუწყონ ხელი. ჩვენი ქვეყანა და რეგიონი მგრძნობიარე პერიოდს გადის, ამიტომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს და მთელს მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ.  მთავრობა და მოსახლეობა ერთიმეორეს გვერდით უნდა ამოუდგეს. მოსახლეობის კრიტიკა მხოლოდ ეკონომიკას არ მოიცავს, არამედ   კორუფციას და გამჭვირვალობასაც. მთავრობა აგრძელებს დასაქმების პოლიტიკის განხორციელებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მოსახლეობას უნდა შეეძლოს მთავრობის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წვდომა. ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს მაგრამ როგორ?“ განაცხადა როჰანიმ.

  • გიორგი მარგველაშვილი - თავისუფალი საქართველოს შესაქმნელად კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად
    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი,  2018 წელი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა.
     
    "ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან,  სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის- თავისუფალი საქართველოს შექმნისათვის. იმისთვის,  რომ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად.
     
    უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად.
    მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება,  რა თქმა უნდა,  უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა. 
     
    განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის.
     
    უაღრესად მნიშვნელოვანია,  რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს.
     
    მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის  გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ.
     
    მთავარი და მნიშვნელოვანია,  მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებულობა და ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა.
    ამ სულისკვეთებით,  მე, ახალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.
     
    გილოცავთ ამ წელს და მიგულეთ თქვენ თანამოაზრედ ყველა იმ ახალ გამარჯვებაში, რომელიც თავისუფლების სულისკვეთებით იქნება გაერთიანებული," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა მიმართვაში.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური