ბიზნესმენ თემურ უგულავას მეუღლე უპირისპირდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 13:39

ბიზნესმენ უგულავას ოფიციალური მეუღლე და მისი ადვოკატები დღეს ბრიფინგს გამართავენ. საქმე ეხება სასამართლო დავას, რომელიც მიმდინარეობს ბაია დავითაიასა და ბიზნესმენ თემურ უგულავას შორის, რომლებიც 2002 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში. ეს დავა ცდება საოჯახო დავას, რადგან იგი ქმნის სახიფათო პრეცენდენტს ქართულ მართლმსაჯულებაში და ასევე უხეშად არღვევს ქალთა უფლებებს - აცხადებენ დავითაიას უფლებადამცველები. მათივე თქმით სამოქალაქო სასამართლომ ბაია დავითაიას სასარგებლოდ არ დააკმაყოფილა არცერთი მისი სასარჩელო მოთხოვნა. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გადაწყვიტა, რომ ქორწინების პერიოდში შექმნილი, შეძენილი და ღირებულება-გაზრდილი ქონებიდან ბაია დავითაიას არაფერი არ ეკუთვნის, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

დავითაიას ადვოკატები საქმის დეტალებზე განცხადებასაც ავრცელებენ, რომელსაც "ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ:

ბაიადავითაიამოსამართლესკორუფციაშიბრალსდებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი ებანოიძის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ბაია დავითაიას არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბაია დავითაია და თემურ უგულავა 2002 წლიდან თანაცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ხოლო აქედან 8 წლის მანძილზე (ფორმალურად, დღემდე) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამ პერიოდის განმავლობაში, თემურ უგულავა გადაიქცა ერთი ყველასათვის უცნობი ბიზნესმენიდან ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად საქართველოში, რომელსაც აქვს უმსხვილესი სათამაშო, სასტუმრო და სხვა ბიზნესები.

ქალთა უფლებები

ამპირობებში, მოსამართლეგიორგიებანოიძემგადაწყვიტა, რომქორწინებისპერიოდშიშექმნილი, შეძენილიდაღირებულება-გაზრდილიქონებიდანბაიადავითაიასარეკუთვნისარაფერი!

სამოქალაქო კოდექსის 1158-მუხლის შესაბამისად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. განქორწინების შემთხვევაში ასეთი ქონება მეუღლეთა შორის იყოფა თანაბარწილად, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1163-მუხლის მიხედვით, ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდე არსებული ქონება შესაძლოა გადაიქცეს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად, მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ბავშვთა უფლებები

დამატებით, სასამართლომ, თემურ უგულავას, როგორც აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვანი ბავშვის მამას, 25 % -ით შეუმცირა ხარჯები, რომელსაც წლების მანძილზე მამა უხდიდა შვილს მისი დიაგნოზიდან გამომდინარე მკურნალობა/რეაბილიტაციისთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნული ვალდებულებები მოიცავს როგორც მატერიალურ უზრუნველყოფას, ასევე მორალურ სულიერ მხარდაჭერას, რაც აღზრდის მთავარი და აუცილებელი პირობაა. მოცემულ შემთხვევაში, ბაია დავითაია, როგორც დედა წლებია ასრულებს ორივე მშობლის ვალდებულებას აღზარდოს შვილი, ხოლო მამა მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფით გამოხატავს მამობრივ ვალდებულებას, შვილის სულიერი აღზრდის მიმართულებით კი მისი მონაწილეობა ნულის ტოლია, ის არათუ ყოველდღიურად ზრუნავს შვილზე, არამედ ურთიერთობაც კი არა აქვს თვეების მანძილზე შვილთან, რაც აზიანებს ბავშვის ინტერესებს და ყოვლად უსამართლოა ქალის მიმართ, რომელიც წლების მანძილზე მარტო ასრულებს მამის და დედის ვალდებულებას ერთდროულად. მიუხედავად ამისა, სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რათა სამართლიანი სასამართლოს პირობებში ემსჯელა საქმეზე ქალთა და დედათა უფლებების ჭრილში, რითაც მართლმსაჯულებას გახდიდა ქალთათვის ხელმისაწვდომს. ამის მაგივრად სასამართლომ მამის მხრიდან მშობლის მოვალეობის შესრულების მატერიალური ნაწილიც კი შეამცირა, რითაც რისკის წინაშე დააყენა განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის ფიზიკური და გონებრივი განვითარება.

სასამართლოს მიდგომით, აუტისტური სპექტრის მქონე შვილის მკურნალობა და მასზე ზრუნვაზე ცხოვრების დიდი დროის დახარჯვა თურმე აბრკოლებს ქორწინების პერიოდში შექმნილი მატრიალური სიკეთის თანასაკუთრებად ქცევას (ქონების გაყოფაზე უარის საფუძვლად სასამართლო უთითებს, რომ ბაია დავითაია აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებდა ქონების ღირებულებს ზრდაში, ვინაიდან შვილის მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა საზღვარგარეთ). ამგვარი მიდგომა ბავშვის უფლებების საწინააღმდეგო სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში შეიძლება გამოიხატოს მშობლობის დიდი ტვირთის ნიველირებით და არჩევანის წინაშე დაყენებით - იზრუნოს შვილზე ქალმა თუ შეეცადოს ბავშვის იგნორირების ხარჯზე აქტიური მონაწილეობა მიიღოს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების ზრდაში.

ასეთი ლოგიკა ცალსახად დისკრიმინაციულია ქალისა და ბავშვის მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ მამა საერთოდ არ მონაწილეობს შვილის აღზრდის ვალდებულების შესრულებაში. შედეგად კი ირღვევა როგორც ბავშვის უფლება სათანადო ზრუნვაზე ორივე მშობლის მხრიდან, ასევე ქალისთვის სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა თავისი საკუთრების უფლების რეალიზების და ბავშვის დაცვის უფლების მიმართულებით.

საფუძვლიანი ეჭვი მოსამართლის კორუფციულ გარიგებაზე

სასამართლოს წარედგინა სპეციალური ანგარიში, რომელიც ადგენს ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯების მოცულობას, ასევე ქონების ღირებულების ზრდას. დადგინდა ,,აჭარა +“-ის (სასტუმრო ,,Holiday Inn“) საბაზრო ღირებულების 4-ჯერ ზრდა, ხოლო ხარჯების მოცულობამ 2-ჯერ გადააჭარბა ქორწინების მომენტისათვის კომპანიის საბაზრო ღირებულებას. თეიმურაზ უგულავას კიდევ ერთი კომპანიის (,,ქროსვეისის“) შემთხვევაში, ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯები დაახლოებით 300-ჯერ აღემატებოდა ქორწინების მომენტისათვის კომპანიის ღირებულებას, რამაც განაპირობა კომპანიის საბაზრო ღირებულების 550-ჯერ(!) ზრდა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ უარი განაცხადა აღნიშნული ქონების თანასაკუთრებად მიჩნევაზე. მეტიც, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანასაკუთრებად არ ჩათვალა ქორწინების პერიოდში შეძენილი/შექმნილი ახალი აქტივები. როგორც ჩანს, მოსამართლე ებანოიძეს იმდენად გაუჭირდა გადაწყვეტილების ამ ნაწილის თუნდაც აბსურდული დასაბუთება, რომ მან ამჯობინა საერთოდ არ მიეთითებინა სამართლებრივი საფუძვლები!

მოსამართლე ებანოიძის მიკერძოება აშკარად იყო გამოკვეთილი სასამართლო პროცესის მსვლელობის ყველა ეტაპზე. კერძოდ, ეჭვს აღძრავდა მისი შემდეგი ქმედებები:

გ. ებანოიძემ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნაზე, რომელსაც უნდა დაედგინა საქმისათვის საკვანძო საკითხები;

როცა ექსპერტიზა ჩვენმა მხარემ თავისი ინიციატივით ჩაატარა, მან მთლიანად უგულებელყო ბაია დავითაიას მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა;

გ.ებანოიძემ არაერთგზის და სრულიად აბსურდული მიზეზებით უარი განაცხადა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გამოთხოვაზე თემურ უგულავას კომპანიებიდან, მათ შორის ერთხელ წინასწარ (მტკიცებულებათა გამოკვლევამდე!) განაცხადა, რომ საქმეში უკვე იყო ,,საკმარისი“ მტკიცებულებები;

მიუხედავად ამისა, ებანოიძის გადაწყვეტილებაში სრულიად უგულებელყოფილი და იგნორირებულია მის მიერვე ,,საკმარისად“ მიჩნეული მტიცებულებები - არც ერთი იმ მრავალი ტომი მტკიცებულებიდან, რომელიც ჩვენმა მხარემ მოიპოვა და წარადგინა!

თემურ უგულავას მიერ კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულებების აშკარა შეუსრულებლობის მიუხედავად, მოსამართლე ებანოიძემ ჩათვალა, რომ მას საქორწინო ხელშეკრულება საერთოდ არ დაურღვევია. აქაც, გიორგი ებანოიძემ გამოიყენა თავისი აპრობირებული მეთოდი და არც კი შეეცადა ამ აბსრუდის დასაბუთებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია მეუღლეთა თანასწორობა და ქორწინებისას შეძენილი ქონება ითვლება თანასაკუთრებად, რეალურ ცხოვრებაში, ჩვენი სამართლებრივი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ თანასწორობის განხორციელებას. ბაია დავითაიას შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ირღვევა ქალთა ქონებრივი უფლებები განქორწინების დროს. დღეს საქართველოში ქალებს არ აქვთ იმის გარანტია, რომ განქორწინების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ კანონიერ წილს მეუღლეთა საერთო საკუთრებიდან.

დასკვნა

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ქალის პირდაპირი დისკრიმინაცია, ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ნორმის განხორციელების შეზღუდვა სქესის ნიშნით.

მოსამართლე ებანოიძის აშკარად გამოხატულად მიკერძოებული, არაობიექტური და დისკრიმინაციული მიდგომა წარმოშობს სერიოზულ ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა მოსამართლესთან კორუფციულ გარიგებას, რადგან სხვა ვარაუდისათვის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება. იმედია, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ქალების მართლმსაჯულებამდე კანონიერ წვდომას, სათანადო რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ საკითხზე და მომავალში გამორიცხავენ მსგავს ფაქტებს,“ - ნათქვამია განცხადებაში

 

წაკითხულია 1508 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

    აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.
    პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
    პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.
    სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

     
    დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად.
    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. შესაბამისად 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა.

    კონსოლიდირებული ტენდერი აღნიშნული პირობებით მოქმედებს 2019 წლის ბოლომდე. მომავალში თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქონლის ხორცით მომარაგების სტანდარტებს. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით კვება. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაძლიერებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

    რაც შეეხება, ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

    საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა.

  • კახაბერ ოქრიაშვილის სპეციალური განცხადება

    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად.

    მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე.

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური