,,ოპონენტი კოლეგები ისეთ კარუსელს ატრიალებდნენ თავად ეხვეოდათ თავბრუ’’

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 18:10
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ მალაღურაძე მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ბუნებრივ პროცესად აფასებს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ვიწრო პარტიული ინტერესები ამოძრავეთ და ავიწყდებათ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინისტრები 3 თვეში ერთხელ იცვლებოდნენ. ,,მიუღებელია, როდესაც ოპონენტი კოლეგები საკადრო ცვლილებებით აპელირებენ, მაშინ, როდესაც წინა ხელისფულების წარმომადგენლები ისეთ კარუსელს ატრიალებდნენ, თავად ეხვეოდათ თავბრუ. მთავრობის არცერთ წევრს მემკვიდრეობით არ მიუღია თანამდებობა და ვისაც კარგად ესმის სამეურნეო საქმიანობა უნდა ხვდებოდეს, რომ ცვლილებები მთავრობის უფრო ეფექტიან მუშაობასა და მისი მენეჯმენტის გაუმჯობესებას ემსახურება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესი და აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება“ - განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ. საკრებულოს დეპუტატი თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ ვერ მოინელა დამარცხება, რომელიც 2012 და 2014 წლების არჩევნებში განიცადა. ხალხმა მათ დიდი ხნის წინ გამოუტანა განაჩენი. ქვეყანაში პროცესები დემოკრატიული გზით მიმდინარეობს და შესაბამისად, არჩევნებიც დადგენილ ვადებში ტარდება. საზოგადოება არჩევნების გზით თავად გადაწყვეტს, ვის ანდოს დედაქალაქის ბედი და ეს ნამდვილად არ არის ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედი ოპოზიციონერი კოლეგების გადასაწყვეტი“,- აღნიშნა ნუგზარ მალაღურაძემ.
წაკითხულია 439 ჯერ

Related items

  • დღეს დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად გადაეგზავნება

    დღეს  დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად გადაეგზავნება. 

    როგორც ცნობილია, საფინანსო დოკუმენტის პირველადი ვარიანტი 800 მილიონი ლარით განისაზღვრა.

    დედაქალაქის საკრებულომ  ბიუჯეტი 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს. 

     

  • თბილისის საკრებულო აქციას -"მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე" შეუერთდა

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს აქციას "მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე “ შეუერთდა.

    წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები სამსახურში ავტომანქანების გარეშე მივიდნენ. 

    აქციაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე და აპარატის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.

    აქციას- “მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე” სხვა ქალაქების მსგავსად, 22 სექტემბერს თბილისი პირველად შეუერთდა. 

    აქციის მიზანია, მოქალაქეებმა ერთი დღით  საკუთარი ავტომობილები სახლში დატოვონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით, ან სულაც  ფეხით იარონ, რადგან ყველამ ნახოს, თუ რამდენად უკეთესია ქალაქი ხმაურისა და ავტომობილებიდან გამონაბოლქვის გარეშე. 

    “მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” ევროპის კონტინენტზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბევრ ქალაქში აღინიშნება.

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე “ამბასადორიალი 2016-ის" გახსნაზე

    დედაქალაქის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას - “ამბასადორიალი 2016” დაესწრო. 

    ღონისძიება, რომელიც პარლამენტში მოეწყო, მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

    ცერემონიას დედაქალაქის მერი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები ესწრებოდნენ.  

    ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ,,ამბასადორიალი’’ სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები და ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილება. 

    “ამბასადორიალი 2016” 29 ივლისს დასრულდება.

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე “ამბასადორიალი 2016-ის" გახსნაზე

    დედაქალაქის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას - “ამბასადორიალი 2016” დაესწრო. 

    ღონისძიება, რომელიც პარლამენტში მოეწყო, მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

    ცერემონიას დედაქალაქის მერი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები ესწრებოდნენ.  

    ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ,,ამბასადორიალი’’ სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები და ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილება. 

    “ამბასადორიალი 2016” 29 ივლისს დასრულდება.

  • ძიუდოისტებს სპორტში შეტანილი წვლილისთვის თბილისის საკრებულომ მადლობის სიგელები გადასცა

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მიღება გაიმართა. 

    შეხვედრა, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ეროვნული ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას მიეძღვნა, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. 

    ქეთევან ჯოხაძემ ძიუდოისტებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში კიდევ არაერთი წარმატება უსურვა. 

    სპორტსმენებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქართული სპორტის განვითარებაა. მისივე თქმით, ამ მიზნით თბილისში არაერთი სპორტული კომპლექსი უკვე გაიხსნა და კიდევ რამდენიმე ახლი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი. 

    საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ეროვნული ნაკრების სახელით თბილისის საკრებულოს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და ფედერაციასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის კვლავაც ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

    შეხვედრის დასასრულს, ქართველ ძიუდოისტებს ძიუდოს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატში მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.

    შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე ესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური