ჩოხატაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 15:50
ჩოხატაურში წყალმომარაგების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დასრულებულია. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელეს. დასრულებული სამუშაოების ხარისხი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეამოწმა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყლის გამანაწილებელი ქსელი (საერთო სიგრძით 42 კმ), აშენდა სატუმბი სადგურები, სალექარი, ჰორიზონტალური წყალმიმღები დრენაჟი, სადაწნეო მაგისტრალი და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საქლორატორო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა. დღეიდან, ჩოხატაურში მცხოვრები 1100 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებითა და ხარისხიანი სასმელი წყლით ისარგებლებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულებამ, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
წაკითხულია 516 ჯერ

Related items

  • ზურაბ ალავიძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

    დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინიციატივით და "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოში მოქმედ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრის მიზანი კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავება გახლდათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სხვა წამყვანი სამშენებლო კომპანიების ხლმძღვანელი პირები საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წელს, სხვადასხვა ტიპის  ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით მეტად ამბიციური და მასშტაბური გეგმა და აქტივობები აქვს დასახული, რომელთა ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი საშუალება, სწორედ, სამშენებლო სექტორში მოღვაწე კომპანიებთან აქტიური დიალოგი და თანამშრომლობაა.

    შეხვედრაზე მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

     

  • ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ადიგენში საგზაო პროექტები დაათვალიერა
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდებიდან დაფინანსებული საგზაო პროექტები დაათვალიერა. 2013-2016 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 234 547 ლარის, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 274 721 ლარის ღირებუოლების საგზაო პროექტები დაფინანსდა. აღნიშნული თანხა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების დამაკავშირებელი გზების (23 დასახლებული პუნქტი) რეაბილიტაციას მოხმარდა. დასაფინანსებელი პროეტქების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ გზებზე გამახვილდა, რომლებიც იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. დღეისათვის, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ადიგენის მუნიციპალიტეტის 8770 მაცხოვრებელს როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით თავისუფლად შეუძლით გადაადგილება.
  • ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაბა ურეკსა და შეკვეთილში

     

    დაბა ურეკსა და შეკვეთილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპლექსურად მიმდინარეობს. 13- კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე დაიწყო გარე განათების სისტემის მონტაჟი. იცვლება მწყობრიდან გამოსული ბოძები, ნათურები და სადენები. იგეგმება ურეკი-შეკვეთილის შიდა უბნების გარე განათების სისტემის რეაბილიტაციაც. პროექტის ღირებულება 173 000 ლარს შეადგენს. 
  • ნოდარ ჯავახიშვილი ირანის ელჩს შეხვდა

    საქართველო ირანს შორის  ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა  ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აბას თალებიფართან შეხვედრის დროს ისაუბრა.
    როგორც ირანის ელჩმა აღნიშნა, საქართველოში ინვესტირებით არაერთი ირანული კომპანიაა დაინტერესებული, რაც მნიშვნელოვანია როგორც ირანის, ისე საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. აბას თალიბერმა, ასევე, გამოთქვა იმედი, რომ ემბარგოს მოხსნის და სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანულ კომპანიებს საქართველოში სერიოზული პროექტების განხორციელების საშუალება მიეცემა.
    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სტუმარს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარებას სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

  • რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 120 მილიონი ლარი მოხმარდება

    რეგიონებში გზების, წყალმომარაგებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის 120 მილიონი ლარი გამოიყო.

    მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ იმსჯელა.

    შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტების თანადაფინანსების წესიც.

    როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს მსგავსი შეხვედრები კიდევ გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური