არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“ დევნილთა მინისტრის მოადგილეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 17:40

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“ დევნილთა მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს , მათ დღეს ფარული ჩანაწერი გაავრცელეს , რომელშიც მათივე მტკიცებით ორი პირი მამუკა ცოტნიაშვილის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე საუბრობს , როგორც ორგანიზაციაში ამბობენ , მათგან ერთი ქართული ოცნების აქტივისტია მეორე კი მათივე ინფორმატორი . ამ ინფორმაციას ეხმაურება იძულებით გადაადგილებულ პირთა ,განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე , მამუკა ცოტნიაშვილი ცილისწამებაზე საუბრობს და უახლოეს დღეებში პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს. 

წაკითხულია 578 ჯერ

Related items

  • საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.

    დევნილები ბინებს თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში მიიღებენ.

    როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 15 ათასამდე დევნილ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი გრძელდება.

    „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს შევუქმნათ შეგრძნება, რომ პირველ რიგში მათ ექნებათ მუდმივი ჭერი და ეს იქნება მათი საკუთრება, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ყველას გვაქვს ამის იმედი და არა მხოლოდ იმედი, არამედ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველო აუცილებლად გაერთიანდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

  • სოზარ სუბარი - მივმართავ ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში

    მივმართავ საქართველოს ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

    მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნასა და ამ თემაზე შეფასებებს გამოეხმაურა.

    ”განსაკუთრებით ცინიკური არის ზოგადად ის, რომ საქართველოს ტერიტორიებზე არის რუსეთის ბაზები, ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და რუსეთს აღიარებული აქვს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები, მაგრამ ყველანაირ ოკუპაციას აქვს დასასრული. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მივმართავ საქართველოს ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში. დანარჩენი ყველაფერი რასაც რუსეთი აკეთებს, რასაც ამ ტერიტორიებზე დე ფაქტო მმართველები აკეთებენ, ეს არის სახელმწიფოებრიობანას თამაში, რომელიც აუცილებლად დასრულდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. ამის გარანტია არის საერთაშორისო თანამეგობრობა”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

  • პროფესიული განათლება დევნილი ახალგაზრდებისთვის

    „დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოვისმენთ, რომლის შინაარსსაც თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს, ამის შემდეგ, საპარლამენტო დებატები გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის ბიუროს მიერ და ამ დებატების ფარგლებში გამოვლენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. იმედია, საინტერესო დისკუსია შედგება. უმრავლესობის გამოსვლა დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მოხსენებაზე. ბუნებრივია, დებატები პრეზიდენტის მოხსენების გარშემო უნდა აიგოს. პირველ რიგში მოხსენების შინაარსს დაველოდებით და ამის საფუძველზე განისაზღვრება, საპარლამენტო დებატების შინაარსი.

    რაც შეეხება დღევანდელი დღის ფორმატს, მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლები მოისმენენ, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ სხდომას პრემიერის მონაწილეობით. ასევე ესწრებიან დიპკორპუსის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ისინი პრეზიდენტის მოხსენებას მოისმენენ და ამის შემდეგ გაგრძელდება საპარლამენტო დებატები მათი დასწრების გარეშე, ასეთი ფორმატით წარიმართება ხოლმე დებატები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • დევნილთა საცხოვრებელი შენობის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
    თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მცხოვრები 16 დევნილი ოჯახი დღეიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი მამუკა კობახიძე გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების პროცესს დაესწრნენ და ერთ-ერთ ოჯახში, სიმბოლურად, გაზქურა აანთეს. კონსტანტინე ჩაჩავას N6-ში მცხოვრებმა დევნილებმა, გაზიფიცირების თხოვნით, კახა კალაძეს მიმართეს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ შენობის გაზიფიცირების სამუშაოები განახორციელა, რომლის ღირებულებამაც 7000 ლარი შეადგინა. ჩაჩავას ქუჩაზე 16 დევნილი ოჯახი 1991 წლიდან კერძო მესაკუთრის შენობაში ცხოვრობდა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ობიექტი მესაკუთრისგან გამოისყიდა და დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 3717 დევნილი ოჯახის გაზიფიცირება მოხდა.
  • 149 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

    საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

    დევნილები ბინებს თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და წყალტუბოში მიიღებენ.
    როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში უკვე 13 749 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური