ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 17:26

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმ რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს, რომლებიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის განვითარების პოლიტიკის ოპერაციების (DPO) საფინანსო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. 

შეხვედრაზე განსაკუთრებით საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა რეფორმებს გაესვა ხაზი.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, მსოფლიო ბანკისგან მიღებული დაფინანსება უზრუნველყოფს დაგეგმილი რეფორმების ეფექტურად განხორციელებას, რაც თავის მხრივ, საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ არის მიმართული.

წაკითხულია 619 ჯერ

Related items

  • ნოდარ ხადურმა სტაჟირების წარმატებით გავლილ ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა

    ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სახაზინო სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სტაჟირების წარმატებით გავლილ ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა. ნოდარ ხადურმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების პროცესში გამოჩენილი მონდომებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროში მიღებული ცოდნა, მათ შემდგომ საქმიანობაში გამოადგებათ. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდების სახით, რომლებსაც მიღებული ექნებათ შესაბამისი გამოცდილება, ქვეყანას კვალიფიციური კადრები ეყოლება.„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სტაჟიორთა 4 ნაკადი მიიღო.ფინანსთა სამინისტრის ინფორმაციით უწყების სისტემის მასშტაბით, სულ, სტაჟირება 389 სტაჟიორმა გაიარა. 2016 წლის მაისიდან, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-4 ნაკადი, რომლის ფარგლებში, სტაჟირება წარმატებით 58 ახალგაზრდამ დაასრულა, ხოლო პროგრამის გავლას 17 სტაჟიორი განაგრძობს.

  • სწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა, - ნოდარ ხადური

    ”გასული წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში ვამბობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო სასიკეთოდაა შეცვლილი და რომ აუცილებლად დაიწყებოდა ლარის კურსის გამყარება. თქვენ ხედავთ, რომ ეს ასეა. აშკარად შეცვლილია გარემო, მათ შორის, შემოდინებების თვალსაზრისით და რაც მნიშვნელოვანია, დღეს ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად სწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული, იმასთან დაკავშირებით, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა," - მის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური