პარლამენტში ტუბერკულოზის არანებაყოფლობით მკურნალობის კანონპროექტი განიხილეს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 12:00

თუ პაციენტი არ ასრულებს დადგენილ ეროვნულ რეკომენდაციებს ,ტუბერკულოზის მკურნალობასთან დაკავშირებით გარკვეული გაფრთხილებების შემდეგ ,ის არანებაყოფლობით მკურნალობას დაექვემდებარება.ეს განცხადება დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა, მისი განმარტებით, წინა წლებთან შედარებით ქვეყანაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვმა იკლო, თუმცა საგანგაშო არის წამალგამძლე ტუბერკულოზის გაზრდილი მონაცემები , ამას კი ურჩ პაციენტებს უკავშირებს, ამიტომ განმარტავს, რომ შემოდის დეფინიცია არა ნებაყოფლობითი მკურნალობა. კანონპროექტი პარლამენტში განიხილეს და ის 2017 წელს ამოქმედდება, სახელმწიფო კი მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს.

 

წაკითხულია 296 ჯერ

Related items

  • ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების ნაწილის ამოქმედება ზაფხულიდან იგეგმება

    საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების ნაწილის ამოქმედება ზაფხულიდან იგეგმება. მანამდე პროგრამის განმახორციელებელმა სოციალური მომსახურების სააგენტომ საჭირო ღონისძიებები უნდა გაატაროს. ამ სიახლეებზე სასაუბროდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, პროგრამა დაახლოებით 670 000 ადამიანზე იქნება გათვლილი და შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-მდე იქნება. მათ შორის, მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად მიიღებენ პაციენტები, რომელთაც გულ-სისხლ-ძარღვთა დავადებები, ფილტვის ობსტრუქციული დავადებები, დიაბეტის მეორე ფორმა და ფარისებრი ჯირკვლის დაადებები აწუხებთ. 
    სოციალური მომსახურების სააგენტომ უკვე დაიწყო ბაზრის კვლევა. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე კვირის ბოლოსთვის გამოცხადდება და მასში მონაწილეობა შეეძლება ყველა იმ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს. უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც ყველაზე ნაკლებ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს 24 სახის მედიკამენტის მიწოდებაზე. 
     პროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ 360 ათასი ლარია. ქართული ფარმაცევტული კომპანიების გარდა ტენდერში მონაწილეობა უცხოურ კომპანიებსაც შეეძლებათ.

  • სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს

    სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლში“ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება.

    სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმური ვიზიტისას შემოწმდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის განხორციელებისა და „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მინიმალური სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხი.

    შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება ბენეფიციარებზე ორიენტირებულ გარემოში. სერვისი არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე,  არ არის დაცული უსაფრთხოება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სათანადო ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან არ ხდება მათი სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა. დაუყოვნებელ ცვლილებას საჭიროებს რთული ქცევის მართვის კუთხით დაწესებულებაში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.

    გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მიერ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეროვნული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ამასთან უზრუნველყოს სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციართათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.

    დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათი კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებით ყურადსაღებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების ისეთ სერვისში განთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო სამედიცინო თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

     

  • "მცხეთაში პირველი ტური უჩვეულოდ ჩატარდა" - დიმიტრი ხუნდაძე

    ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე  მცხეთაში არჩევნების პირველ ტურს უჩვეულოს უწოდებს.დიმიტრი ხუნდაძე არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას გეგმავს. ხუნდაძემ პარლამენტში მანდატი პროპორციული წესით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად პარტიული სიით მიიღო, თუმცა მისივე განცხადებით, ის პარლამენტში შესვლას, როგორც მაჟორიტარი, ისე აპირებს.

    "მცხეთაში პირველი ტური უჩვეულოდ ჩატარდა, უჩვეულობის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვეთ პირველ ტურში და მეორე ტურშიც გავიმარჯვებთ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში სიით შესული ვარ, მე მცხეთას არ ვთმობ, მე მისთვის ჩემი ძირითადი პროფესია, ექიმობა დავთმე,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

    30 ოქტომბერს მცხეთაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს დიმიტრი ხუნდაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელი დაუპირისპირდებიან.

  • მეორე ტური არის ღირსების ტესტი, - დიმიტრი ხუნდაძე

    "უფრო მეტი ყურადღება მართებს ამომრჩეველს, რომ არ შევიდეს შეცდომაში და მხარი დაუჭიროს პროგრესს. მცხეთაში არჩევნების მეორე ტური არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არის ღირსების ტესტი, რამდენად არის მცხეთა მზად უარი უთხრას ძალადობას, - აღნიშნული განცხადება  "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 
    ხუნდაძის თქმით, მეორე ტურში  მისი უშუალო კონკურენტი ცეზარ ჩოჩელი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის, არამედ ის "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი და ვანო მერაბიშვილის მეგობარია. 

  • დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა

    „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა. დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. “საგურამოში, ნიჩბისსა და სხვა სოფლებში ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მალე დასრულდება. რაც მთავარია, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში უკვე შექმნილია 800-მდე სამუშაო ადგილი. კერძო ბიზნესის დახმარებით მალე შეიქმნება კიდევ ათასობით დამატებითი სამუშაო ადგილი.“, - განაცხადა ხუდნაძემ . მისივე თქმით, ბოლო ორის წლის განმავლობაში მცხეთის სოფლებში ბევრი რამ გაკეთდა. „ზემო ნიჩბისში, სადაც არასოდეს არაფერი გაკეთებულა, დღეს თითქმის ყველაფერი გაკეთდა: წყალი, გაზი, განათება და სხვა. მალე დაიგება გზაც და მთის სოფელში საცხოვრებლად სრული კომფორტი იქნება. ხალხი ამას ხედავს და აფასებს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური