პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:55

საქართველო რეგიონული უთანასწორობების დაძლევის (CORD) საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მაკედონიის, სერბეთის, მონტენეგროს და მოლდოვას შემდეგ, რეგიონულ განვითარებაზე მომუშავე პოლიტიკოსები და ექსპერტები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში კონფერენციის ჩასატარებლად თბილისში პირველად შეიკრიბნენ.

კონფერენციის გახსნისას, საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. დავით უსუფაშვილმა საქართველოში ღონისძიების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კონფერენცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, ორი დღის განმავლობაში ქვეყნისთვის საყურადღებო მოსაზრებების და რეკომენდაციების გაცნობის საშუალება მოგვეცემა.

დავით უსუფაშვილი: „როდესაც მსგავსი ღონისძიება ტარდება კიდევ ერთხელ ვსვამთ კითხვას - რატომ კეთდება ამხელა აქცენტი და რატომ ექცევა ამხელა ყურადღება სწორედ რეგიონების განვითარებას და სწორედ რეგიონული განვითარების პროცესში უთანასწორობის აღმოფხვრას? პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფო პოლიტიკა იყოს ორიენტირებული და ფოკუსირებული მოქალაქეებზე, ადამიანებზე. ადამიანები კი ვცხოვრობთ სწორედ კონკრეტულად იმ საცხოვრისში, იმ არეალში, რასაც დღევანდელი გაგებით ჩვენ რეგიონს ვუწოდებთ, ეს არის სწორედ ის გარემო, სადაც თვითოეული ჩვენგანი, თვითოეული ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ოჯახის წევრები ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს ამოცანებს, სწორედ რეგიონის დონეზე გვინდა დავინახოთ ის სიკეთეები, რასაც ეროვნული ხელისუფლება გვპირდება და აკეთებს. იმიტომ, რომ სწორედ აქ გაეცემა კონკრეტულ კითხვებს პასუხი: გვაქვს თუ არა ჩვენ სამუშაო ადგილი? ჩვენი შვილებისთვის არის თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები სათანადო ხარისხის? არის თუ არა ჯანდაცვის დაწესებულები სათანადო ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად? ბიზნესის განვითარებისთვის არის თუ არა ინფრასტრუქტურა სათანადო? ეს ყველაფერი თანამედროვე განვითარებულ მსოფლიოში სწორედ რეგიონების დონეზე მიიღწევა ან ვერ მიიღწევა! საქართველო თავისი ზომით, მოსახლეობის რაოდენობით შესაძლოა სხვა რომელიმე ქვეყნის ერთი რეგიონის ტოლფასად წარმოვიდგინოთ, თუმცა რეგიონების განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ძალიან მრავალფეროვანი გეოგრაფიული, კულტურული, კლიმატური ეთნიკური შემადგენლობა, ჩვენს ქვეყანას არაერთ გამოწვევას სთავაზობს.“

პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო პერიოდში რეგიონული განვითარების მიზნით, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზეც ისაუბრა და ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღებასა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზე გაამახვილა. „თვითმმართველობის არჩევნები ეს იყო პირველი მასშტაბური მოვლენა, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა პირდაპირი არჩევნების გზით აირჩიეს თავიანთი ადგილობრივი მმართველები. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჯერ კიდევ საწყისი ნაბიჯები იმ მრავალდონიანი, მრავალსისტემიანი მმართველობის მოდელის დასამკვიდრებლად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ ამოცანების ეფექტურად გადაჭრას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

თუ ჩვენ დავძლევთ უთანასწორობას რეგიონებს შორის, თუ ჩვენ ყველა რეგიონის მოსახლეობას დავანახებთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე და განვითარებაზე, მაშინ გაცილებით ნაკლები საფუძველი ექნება შესაძლო პოლიტიკურ გართულებებს. რეგიონების გაძლიერება და განვითარება არის გასაღები, ერთიანი სახელმწიფოს გაძლიერების, და არა პირიქით - ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, რაც ადგილებზე და რეგიონებში აუცილებლად წარმოშობს პრობლემებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ვიცე პრემიერი, კახა კალაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანუშ ჰერმანი მიესალმნენ. როგორც კონფერენციის დასაწყისში აღინიშნა, საერთაშორისო ფორუმი იმ საკითხების განხილვით განახლდება, რომლითაც იგი 2014 წელს კიშინიოვში დაიხურა. კონფერენციის ძირითად მიზანს კი „რეგიონული განვითარების რეალობად გადაქცევა“ წარმოადგენს.

მიმდინარე კონფერენციაზე ყურადღება რეგიონულ და ადგილობრივი დონეების თვითმმართველობებზე გამახვილდება. მონაწილეები პარალელურ სესიებზე ადგილობრივი განვითარების წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და რეგიონულ განვითარებაში დიდი ქალაქების როლს, ქალაქსა და სოფელს შორის არსებულ კავშირებსა და ურბანული ცენტრების პოტენციალის საკითხებს განიხილავენ. საერთაშორისო კონფერენცია 1-2 ოქტომბერს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ იმუშავებს.

წაკითხულია 591 ჯერ

Related items

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ი. კობახიძემ თანამდებობა დატოვა

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

    მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო.

    პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

    როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

    რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.



  • ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა, მესამე სექტორის დუმილმა გამოიწვია

    არის თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მესამე სექტორის დელეგიტიმაციის მცდელობა, უნდა დაეფიქსირებინათ  თუ არა პოზოცია, არასამთავრობო ორგანიზაციებს  ნიკა გვარამიას განცხადებებზე და რა გავლენა ექნება ხელისუფლებისა და მესამე სექტორის დაპირისპირებას წინასაარჩევნო პროცესზე.  თემაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

    პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა მათი დელეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.  რა გავლენას იქონიებს ეს წინასაარჩევნო პროცესზე?

    პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იყო საკმაოდ ხისტი,   მგალითად,  სიტყვა „ფაშიზმის“ ხმარება, თუმცა ეს იყო მისი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მის გამოსვლაში არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგიტიმაციის მცდელობა ვერ დავინახე. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ბ-ნი კობახიძე სხვა რიტორიკით და ტერმინებით ისაუბრებდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მესამე სექტორმა იმით გამოიწვია, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე რომელიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიერ საჯაროდ გაკეთებულ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს. ამჯერად კი, გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე დუმული არჩიეს.  კობახიძეს არ დაუკავშირებია ეს კრიტიკა არასამთავრობების კრიტიკულ განცხადებებთან, რომლებიც ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხებოდა. ამასთან, მინდა ყურადღება მივაქციო არასამთავარობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული ერთობლივი განცხადების ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პასაჟს. როდესაც ისინი საუბრობენ კორუფციაზე, პოლიტიკურ კრიზისსა  და არაფორმალური მმართველობაზე, იყენებენ სიტყვას-  „სავარაუდო“  და სწორადაც იქცევიან, რადგანაც ვიდრე დამაჯერებლად ვიტყოდეთ რომ ეს მართლაც ასეა,  ამ ყველაფერს ჯერ უტყუარი ფაქტებით სჭირდება დამტკიცება.  ნიშანდობლივია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ხელს მხოლოდ რვა ორგანიზაცია აწერს, მაშინ როდესაც საქართველოში რამდენიმე ასეული აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა. ვფიქრობ, ეს სიტყვიერი ფარიკაობა ირაკლი კობახიძესა და ენჯეობის ამ მცირე ჯგუფს შორის, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო პროცესზე, რომელიც მცირე ინციდენტების მიუხედავად ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ მოხსენიებული ენჯეოები მაგიდასთან დასხდებიან და იქ განიხილავენ  ყველა საკამათო საკითხს, რაც ხელს შეუწყობდა დაძაბულობის და გაუგებრობის განმუხტვას.   

    რა შეიძლება გამოიწვიოს არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებამ.  როგორ ფიქრობთ, არჩევნების შეფასებისას, შესაძლებელია თუ არა მესამე სექტორმა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ განსაკუთრებული, ხისტი პოზიცია დაიკავოს?

    არ მგონია, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა რაღაც კონიუნქტურული ინტერსების და წყენის გამო,   საკუთარ თავს ასეთი დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის,   მესამე სექტორის დონორების წინაშე ანგარიშვალდებულება.  თუ ეს მართლაც მოხდა,  ეს კონკრეტული ორგანიზაციები შესაძლო დაპირისპირებაში მხარე აღმოჩნდნენ და საზოგადოებაში ასეთი აღქმა შეიქმნა, სწორედ ეს იქნებოდა მათი დელეგიტიმაციის დასაწყისი. მე არ ვისურვებდი მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას.

  • პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს მომხდარი თავდასხმის გამო უსამძიმრებს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აშშ-ს მომხდარი თავდასხმის გამო უსამძიმრებს.

    “ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ საზერლანდ სპრინგში დატრიალდა და რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

    საქართველოს პარლამენტის სახელით, თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

    საქართველო დგას ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით ამ მძიმე წუთებში” - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

  • ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერთან, მა პეიჰუასთან.

    ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის მოხარულია, რომ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების როლს და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, ამ პროცესში წვლილი შეიტანოს.

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერის განცხადებით, მისი ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სხვა ორმხრივი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის არსებულ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს. ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც.

    მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველოში წარმატებით ოპერირებს ბევრი ჩინური კომპანია. სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერის შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესისთვის კარგი გარემოა.
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ აღიდგინოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ფუნქცია. ვიცესპიკერმა პეიჰუამ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობის „სარტყელისა და გზის“ ეკონომიკურ პროექტში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ამ პროცესში საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს. აქვე, სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერმა აღნიშნა, მისი ქვეყანა მაღალი ოფიციალური პირებით იქნება წარმოდგენილი ნოემბერში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“.

    ირაკლი კობახიძემ სტუმარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აგრეთვე, განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

    „საბედნიეროდ, განებივრებულები ვართ ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტებით საქართველოში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობაზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე ძალიან აქტიური თანამშრომლობის ფონზე აღინიშნება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით - როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კუთხით. ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას და დღევანდელ შეხვედრაზე ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

    პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 

    „9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს აგვისტოს ომი დაიწყო. პირველ რიგში, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ ჩვენს დაღუპულ გმირებს და გავიხსენოთ ისინი, ასევე ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ - ეს არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობა და ეს არის საქართველოს გამთლიანება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური