სუიციდის პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური კამპანია დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 12:50

ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სერჟანტებს სუიციდის პრევენციისა და სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური ურთიერთმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ და პირველი სემინარი ჩაუტარდათ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ დასავლეთ სარდლობის სერჟანტებს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.

„სამინისტრო ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით თვისობრივად ახალ მიდგომას ნერგავს.  ამ მიდგომას ჰქვია „მხარი მხარს“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, მათი მაღალი მორალური განწყობა. ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს და, სწორედ, ამის შესახებ ვესაუბრეთ სერჟანტებს. ღონისძიებები მოიცავს სპორტულ აქტივობებს, მყისიერ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ცხელ ხაზს, სემინარებსა და ლექციებს ყველა დონის მეთაურებისთვის, რათა სათანადოდ შეძლონ ჯარისკაცის მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობის ამოცნობა“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მომზადებულია სპეციალური საინფორმაციო ბროშურა, რომელიც სერჟანტებს და სამეთაურო რგოლს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინონ და სწორი კომუნიკაცია დაამყარონ დახმარების საჭიროების მქონე თანამებრძოლებთან. ამოქმედდა ცხელი ხაზი  და ასევე იგეგმება სპეციალური სემინარების ციკლი სამეთაურო რგოლისთვის, რომლის მეშვეობითაც სერჟანტ-ოფიცრები სუიციდის პრევენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დახვეწენ. სემინარებს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.

ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური ურთიერთმხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში გამართული ღონისძიება მხოლოდ ერთი ნაწილია კამპანიის, რომლის სახელწოდებაცაა „მხარი მხარს“. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული კამპანიის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად  მიაწვდის.

წაკითხულია 454 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ახალი ინიციატივა ჯარისკაცებს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გააცნეს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბებული შერჩევის საბჭოს მიერ გამოვლენილ 5 საუკეთესო სამხედროს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გამარჯვებულები საუკეთესო ოცეულის მეთაურის, საუკეთესო ათეულის მეთაურის, საუკეთესო უმცროსი ოფიცრის, საუკეთესო სერჟანტისა და საუკეთესო კაპრალის კატეგორიებში დაასახელეს. სამხედროების დაჯილდოება სამ თვეში ერთხელ მოხდება.
    ახალი პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა, რაც უწყების სამოქმედო დოკუმენტში „მინისტრის ხედვა 2020“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხდება. სპეციალური კომისია ყველა ქვედანაყოფიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საუკეთესო რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებსა და უმცროს ოფიცრებს გამოავლენს.

  • ლიკვიდირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

    სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის საბრძოლო პოზიციებზე 27 ივლისს მოკლეს.

    შეგახსენებთ, სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებამაც გაავრცელა.

    სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ  21 ივლისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთეულებმა, ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, 00.30 სთ-ზე შეეცადნენ შეასრულებინათ სადაზვერვო ფრენები აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე ფრონტის აგდამის რეგიონის მიმართულებით, ხოლო დილით 08.45 საათზე, სომხეთ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის ტოვუზის რეგიონის მიმართულებით.
    მტრის ორივე უპილოტო საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და განადგურებული აზერბაიჯანის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილების მიერ.

    შეგახსენებთ, რომ სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. 

  • აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის საავტომობილო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ იუწყება
    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის საავტომობილო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ იუწყება.

    აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ტოვუზის რაიონის მიმართულებაზე აზერბაიჯან-სომხეთის სასაზღვრო ზონაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო პოზიციებზე ავტომობილებით სარეზერვო ძალების განთავსებას სცადა, რომელიც განადგურდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირების დროს, ასევე განადგურდა სომხეთის არმიის ყაზარმაც.

    წყარო: https://minval.az/news/124010506

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდ ვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    მათივე მონაცემებით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს. 
    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ. 

    სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან. 
    საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტურ გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს? - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

    შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სტაბილური და თანმიმდევრული დინამიკა, რომელსაც 2020 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმაც ადასტურებს. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფორმატში შეხვედრებს წელს საქართველო უმასპინძლებს.

    თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „შეხიდების ხეივანი“ მოინახულა და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური