შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან საბრძოლველად გლობალურ ფონდს სახელმწიფო ჩაანაცვლებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 15:58

საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან საბრძოლველად გლობალური ფონდის დაფინანსებას სახელმწიფო ჩაანაცვლებს. შესაბამის მემორანდუმს მხარეებს შორის დღეს მოეწერა ხელი.

შეთანმხების თანახმად, მომავალი სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება სახელმწიფო დაფინანსების წილი და პროპორციულად შემცირდება გლობალური ფონდის წილი.

საერთაშორისო ფონდი შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის დაავადების მკურნალობის პროგრამას 2006 წლიდან აფინანსებს და ამ მიზნით დაახლოებით 100 მილიონია დახარჯული.

„ფონდი იმიტომ გადის საქართველოდან, რათა დარწმუნდა, რომ ქვეყანას შეუძლია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების დამოუკიდებლად მართვა და იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ორი წლის შემდეგ უმტკივნეულოდ და სწორად განისაზღვროს გარდამავალი პერიოდი,“ - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

წაკითხულია 248 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური