26 და 27 სექტემბერს ქარვასლაში საუკეთესო ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 16:30

საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, 26-27 სექტემბერს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა. გამოფენის სლოგანი რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო, იყო „ჩვენ გვეამაყება ქართული & kar.ge პროდუქციის ყიდვა!“.
კომპანიებმა გამოფენაზე ბევრი თქვენთვის უკვე ნაცნობი და ჯერ კიდევ უცნობი ქართული პროდუქცია წარმოადგინეს: საირმე, ნაკადული, ტკბილი ქვეყანა, ბებოს ჩურჩხელა, ქართული ჩიპსი, ქართული ელექტრონული პროდუქცია, ათობით ნაცნობი და უცნობი ქართული ბრენდი, რომელსაც მხოლოდ ერთი ნიშანი აერთიანებს, ხარისხი!
პროექტის ფარგლებში კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ მარკეტინგის მენეჯერ ნინო გვანცელაძეს ვესაუბრეთ.
რომელი ბრენდი წარმოადგინა კომპანიამ გამოფენაზე?
ეს იყო ქართული ხარისხიანი პროდუქციის გამოფენა. რა თქმა უნდა ჩვენი ორივე ბრენდი „საირმე“ და „ნაკადული“ წარმოვადგინეთ. გამოფენას ბევრი ადამიანი დაესწრო. ორივე დღის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ  ქართული პროდუქციის გამოფენამ ასეთი ინტერესი გამოიწვია.
რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა?
პროექტი ხელს უწყობს ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. ეს არის მოძრაობა   kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ საქმეში.

წაკითხულია 1143 ჯერ

Related items

  • საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ბოლნისში 150 ოჯახს სურსათი გადასცა

    საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ დახმარება საკვები პროდუქტების სახით.

    საკვები პროდუქტების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად გადაეცა ბოლნისის მერიას.

    საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ COVİD-19-ს პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით, საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

    23 მარტიდან ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოწყვლადი კატეგორიის გაჭირვებულ ოჯახებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, დამძიმდა მათი ყოფა-ცხოვრება.

    აქედან გამომდინარე, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრიც ჩაერთო სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიაში.

    150 ოჯახისთვის დახმარების მიზნით, ბოლნისის მერიას გადაეცა 150 შეკვრა სხვადასხვა სახის მოხმარების პროდუქტი.

  • თბილისში ახალი ბიზნესცენტრი გაიხსნა

    სულ რამდენიმე საათის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ე. წ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე საბოლოო შეთანხმების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეებისთვის აინთება მწვანე შუქი ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, რაც არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა მოგილოცოთ ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატება უამრავი ადამიანის შრომისა და საქართველოს მეგობრების დიდი მხარდაჭერის შედეგია.

    „ეს არის წარმატება უამრავი ადამიანის ერთობლივი შრომის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან ბევრი მეგობრის უდიდესი დახმარებისა და თანადგომის, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ," - აღნიშნა პრემიერმა.

    მთავრობის მეთაურმა ბიზნესასოციაციის წევრებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების მქონე ახალი ბიზნესცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი საფუძველს ჩაუყრის საინტერესო იდეებს, რომლებიც მოიტანს დამატებით ინვესტიციებს ქვეყანაში და თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დღეს საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული სვლა დაგეგმილი დღის წესრიგის განსახორციელებლად.

    „ზუსტად ამ მომენტში როდესაც, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია ასეთ შედეგს, ძალიან დიდი წარმატებაა ის, რომ დღეს ჩვენ ქალაქის ცენტრში გვაქვს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიზნესცენტრი. გილოცავთ! ნამდვილად ძალიან კომფორტული სივრცეა და მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ სივრცეში მიღებულ იქნება არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, დაიწყება ახალი საინვესტიციო პროექტები. დღეს ყველაზე მეტად დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება ერთად დგომა და თანმიმდევრულად სვლა იმ მიმართულებით, რომ მივაღწიოთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ არათუ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ასეთი თავდაჯერებული, რომ ჩვენ ძალიან დიდი წარმატება გველოდება წინ, არ ვყოფილვარ არასდროს. განწყობა, რომელიც მე გამაჩნია და ჩვენს გუნდს გააჩნია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში - სრულიად ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტებს, რომელიც მთლიანად შეცვლის ქვეყანას უკეთესობისკენ და რომელიც იქნება ნამდვილი გარღვევა ეკონომიკური განვითარების კუთხით და ეს არის რეალობა და ეს არის ის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს არსებობს, ეს არის ის პოტენციალი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    საქართველოს ბიზნესასოციაცია დაფუძნდა 2009 წელს და საქართველოს 70-მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს. თანამედროვე დიზაინის მქონე ბიზნესცენტრის საერთო ფართობი 9105 კვადრატული მეტრია და იგი მოიცავს საოფისე და კომერციულ სივრცეებს.

  • საგამოფენო პროექტები ”ოლესია თავაძე - ჩემი რობერტ ფროსტი” და ”საახალწლო ვარიაციები” დღეს გაიხსნება

    საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი დღეს, 18 საათზე საგამოფენო პროექტებს ”ოლესია თავაძე - ჩემი რობერტ ფროსტი” და ”საახალწლო ვარიაციები” გამართავს. 

    რობერტ ფროსტი (1874-1963) პოეტი-ფილოსოფოსია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია XX ს-ის ამერიკულ კულტურაში. პოეტის შემოქმედება ადამიანური არსებობის ფუნდამენტურ საკითხებს ეხება და საოცარი სიღრმით გადმოსცემს ინდივიდის მარტოსულობას გარემომცველ სამყაროში. რ.ფროსტი პირველი ამერიკელი პოეტია, რომელიც 1961 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაზე იქნა მიწვეული.

    საგამოფენო პროექტი “ჩემი რობერტ ფროსტი,“ მნახველს წარუდგენს მხატვარ ოლესია თავაძის არაორდინალურ მხატვრულ ექსპერიმენტს - ჩინური ხელოვნებით ინსპირირებულ გრაფიკულ ნამუშევართა სერიას, რომელიც ვიზუალურ სახეებად ტრანსფორმირებული რ. ფროსტის 36 ლექსისაგან შედგება. თანამედროვე ქართული ხელოვნების ამ ორიგინალური ნამუშევრებით, კიდევ ერთხელ წარმოჩნდება განსხვავებული მხატვრული ტრადიციების მქონე კულტურათა დიალოგის და საქართველოს, როგორც ამ კულტურათა შეხვედრის ადგილის მნიშვნელობა. 
    პროექტი განხორციელდა საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის მიერ. 
    პროექტის ხელმძღვანელი - ნინო სიმონიშვილი; ვიდეო-ინსტალაცია - თინათინ ლუტიძე; გრაფიკული დიზაინი - ნინო ჩაჩხიანი; სამეცნიერო ასისტენტი - ელინა ვალაიტე; ტექნიკური დირექტორი - რობერტ მიმინოშვილი. 

    შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით კი პატარებისთვის მუზეუმის საგანმანათლებლო გალერეაში გამოფენით: ”საახალწლო ვარიაციები” ოლესია თავაძე დამთვალიერებლის წინაშე წარდგება დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით:თოჯინებით, აპლიკაციებით, მხატვრის მიერ შექმნილი კოსტუმებითა და ფერწერით. 

     

  • დღის ცენტრის ბავშვების ნახატების გამოფენა-გაყიდვა

    დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ვლადიმერ ძნელაძე ორგანიზაციის ,,პირველი ნაბიჯი საქართველო’’ მიერ 2015 წლის საქმიანობის შემაჯამებელპრეზენტაციას დასწრო,სადაც დღის ცენტრის ბავშვების ნახატების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.
    ღონისძიება, რომელზეც ორგანიზაციის 2016 წლის გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ევროპის სახლში გაიმართა და მას ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
    დღესვე დაანონსდა 2016 წლის ერთობლივი სოციალური კამპანია, რომლის სახეებიც ქართველი რაგბისტები გახდებიან და რომლებთანაც სადღესასწაულოდ ორგანიზაცია ,,პირველი ნაბიჯი’’ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერს ხელს. აღნიშნული კამპანიის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ასევე მოზარდების განვითარების და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
    ,,პირველი ნაბიჯი საქართველო’’ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს და მოზარდებს უკვე 17 წელია ემსახურება. დღევანდელი ღონისძიება შშმ პირთა დაცვის კვირეულის ფარგლებში იმართება და ორგანიზაციის მეგობრებს, დონორებსა და მხარდამჭერებს ეძღვნება’’,-განაცხადა ვლადიმერ ძნელაძემ და ორგანიზაციას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
    ორგანიზაციის ,,პირველი ნაბიჯი საქართველო’’ დახმარებით ასობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვმა დატოვა ბავშვთა სახლი და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.
    ამჟამად ორგანიზაციის ძალისხმევით სხვადასხვა ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და ოჯახის მხარდაჭერი პროგრამები ხორციელდება.

  • საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა-ქეთი მელქაძის ნამუშევრები

    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზში მოქანდაკე ქეთი მელქაძის ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 

    ექსპოზიციაზე მოქანდაკის  მიერ მეტალის ბადის გამოყენებით შექმნილი 60-მდე სკულპტურული ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა აუტიზმის მქონე ინდვიდების მხარდასაჭერ ღონისძიებებს მოხმარდება. ექსპოზიციას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც დაესწრო. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური